Tuesday, December 1, 2009

Carioca

ბოსა ნოვა (პორტუგალიურად „ახალი მიმდინარეობა“) - ბრაზილიური მუსიკალური ჟანრი, რომლის განვითარებაში დიდი როლი მიუძღვის ანტონიო კარლოს ჯობიმს (Antônio Carlos Jobim), ვინისიუს დე მორაესსა (Vinicius de Moraes) და ჟოაო ჟილბერტოს (João Gilberto).

ბოსა ნოვა სამბასგან წარმოიშვა, თუმცა მეტად ჰარმონიული და ნაკლებად პერკუსიულია.
ამ მიმდინარობის პირველი ალბომი ელიზეტ კარდოზოს „დიდი სიყვარულის სიმღერა“ (Canção do Amor Demais) იყო, პირველი ჰიტი კი Chega de Saudade, რომელსაც ინგლისელები თარგმნიან როგორც "No More Blues," ზუსტ თარგმანში კი „სურვილის საყვედურს“ ნიშნავს.


MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com



საყოველთაოდ აღიარებული პირველი სინგლი კი სტან გეტზისა (Stan Getz) და ანტონიო კარლოს ჯობიმის ერთობლივი ნამუშევარი „იპანემელი გოგონა“ (Garota de Ipanema).


MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com



ამ სიმღერის მუზა ელოიზა პინეირუ (Heloísa Pinheiro) მოდელი და ბიზნესვუმენია.



პინეირუმ 2001 წელს რიოში ტანსაცმლის მაღაზია „Garota de Ipanema” გახსნა. ბესტსელერი მაისურებია, რომელზეც სიმღერის ტექსტი წერია.

ესეც ჩემი საყვარელი ფლეილისტი


MusicPlaylistRingtones
Create a playlist at MixPod.com




Bossa nova guitar chords and lyrics


შხაპისთვის 7 წუთი და 4 წამი დამჭირდა. ასე დაზუსტებით ვერ ვიტყოდი ნორა ჯონსს ანუშკა შანკართან და კარშ კალესთან ერთად ზედიზედ ორჯერ რომ არ ემღერა.


MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com



სიტარს განსაკუთრებული ჟღერადობა აქვს.
რავი შანკარის და იეჰუდი მენუჰინის „West Meets East” და Raga Piloo პირველად რომ მოვისმინე, სრული შოკი იყო. აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს, სიტარი ერწყმის ვიოლინოს და იქმნება უნივერსალური ხმოვანება. შთამბეჭდავია, სისხლის გამყინავი, ემოციური. სამყაროს შექმნას გავს.
სიტარის ათ წამიანი ქაოსი, მეთერთმეტე წამიდან ვიოლინოს გამოკვეთილი ბგერები და სამყაროს შავი ხვრელიდან ლურჯ-ყავისფერი დედამიწა გამოგორდა, ატმოსფეროს გამჭვირვალე მანტიით.

ანდრეი ჟულავსკის „ჩემი ღამეები თქვენს დღეებზე მშვენიერია“ გახსოვთ? მე კი!
ჰოდა, მეხსიერებას რომ ვკარგავდე, საყვარელი მუსიკის დიდ კატალოგს დავტოვებდი, დაწვრილებითი ინფორმაციით.

დღის განმავლობაში, ნებისმიერ დროს Deva Premal – Om namo Phagavate


MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com



დილით Frederika Stahl – Oh, sunny, sunny day


MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com



შუადღის თორმეტისკენ Jeff Buckley - We All Fall In Love Sometimes


MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com



ოდნავ მოგვიანებით Priscella Ahn – Rain, მითუმეტეს თუ წვიმიანი დღეა.


MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com



ან სულაც Regina Spektor – Better


MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com



საღამოსკენ The Crew Cuts - Sh Boom (Life Could Be a Dream)


MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com



ჩამონათვალის გაკეთება დაუსრულებლად შეიძლება. ყოველთვის აქვს მნიშვნელობა განწყობას, გარემოს, ამინდს, სურნელს, განათებას, ფერს, კომპანიას...


ბევრჯერ ვიცხოვრე.
ერთ-ერთი რეინკარნაცია ინდოეთში მოხდა, გუპტას პერიოდში, ვატსიაიანა მერქვა. მიცნობდეთ უნდა.

მეორეთაც ინდოეთში, გასული საუკუნის 50-იანებში. რავი შანკარის მსმენელი ვიყავი, ლალიტი.

ახლა აქ ვცხოვრობ, თბილისში, დროებით.
Tuesday, November 10, 2009

Dharma Bums



არაფერ შუაშია კერუაკი და ნიკოლა კონტე!!!

***

მე შენ მიყვარხარ!

ხანდახან მავიწყდება ჩემებს სიყვარულში გამოვუტყდე, არადა მნიშვნელოვანია. გასაგებია, რომ იციან, მაგრამ გამეორება არაფერს მიზამს, ისინიც აივსებიან.

ასეა, დამირეკავს ჩემი ლანა პარიზიდან, ფრანგული, რბილი "ლასით" მეტყვის ორ სიტყვას და გამისკდება სიყვარულის ბუშტი. მერე ვზივარ, ვუსმენ რაულ მალოს "Feels like home"-ს და ვფიქრობ. ახლა გვიანია, დედას ვერ გავაღვიძებ სიყვარულის ასხსნელად, ხვალ დილას აუცილებლად ვეტყვი რომ უკანასკნელ ვარსკვლავამდე მიყვარს, დედამიწიდან რაც სჩანს.
ისიც ვიცი, ხვალ დილას გვიან გავიღვიძებ, პარიზული ემოციები ღამის განმავლობაში გაქრებიან სადღაც და მეც ლანას ზარის მოლოდინში გადავდებ სიყვარულს.

გვანცა ამბობს ყველაზე გაბედული სიმთვრალეში ხარო. არადა მაგის მერე 2 წელი იქნება გასული. გავიზარდე, რაღაცეები აღმოვაჩინე და რაღაცაც აღარ მოვიწონე საკუთარ თავში. ახლა აბსოლუტურად სხვანაირად აღვიქვამ საკუთარ თავს და გარე სამყაროს. ვიცი, ჩემზე მნიშვნელოვანი ადამიანებიც არსებობენ და მოვლენებიც. აქამდე გულის წყვეტით მივედი. უცნაური ნათქვამია, მაგრამ არ ავხსნი.

ერთხელ მითხრეს ბოდიშისთვის არასდროს არის გვიანო და მეც გზავნილის წერა დავიწყე. "გაბომ თქვა, ყოველი შენი დღე დაამსგავსე უკანასკნელსო. დღეს რომ ჩემი უკანასკნელი დღე იყოს, მოგიხდიდი ბოდიშს განვლილი დღეებისთვის."
იყო პასუხი და მერე აღარ იყო არაფერი, თუმცა ეს საერთოდ არ არის მთავარი.

ამდენი იმიტომ ვიბოჯიალე რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სიყვარული.

მიყვარხართ ყველა, ვინც ხართ ჩემს გვერდით, იმიტომ რომ არსებობთ და მავსებთ.

***

დჰარმის მაწანწალა ვარ, ფეხმორთხმული ველოდები გასხივოსნებას.
Sunday, November 8, 2009

Feels Like Home



ანა ფიცჯერალდი (აბიგაილ ბრესლინი) იმისთვის მოევლინა ქვეყანას, რომ ლეიკემიით დაავადებული უფროსი დის, კეიტის (სოფია ვასილევა) დონორი ყოფილიყო. ექიმის რჩევით მშობლებმა ასე გადაწყვიტეს.

Andromeda 'Anna' Fitzgerald: Most babies are accidents. Not me. I was engineered. Born to save my sister's life.


ანამ იცი, თუ საკუთარი დისთვის თირკმლის დონორი იქნება, ვერასდროს იცხოვრებს აქტიურად და ვერც დედა გახდება.
11 წლის გოგონას სამედიცინო ემანსიპაციის მოთხოვნით მშობლების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს.
ადვოკატი კემპბელ ალექსანდერი (ალეკ ბოლდუინი) თანახმაა ანას დამცველი იყოს პროცესზე, თუმცა ამას სახელის მოხვეჭის გამო არ აკეთებს. ეპილეფსიით დაავადებულმა იურისტმა იცის რას ნიშნავს საკუთარ სხეულზე კონტროლის დაკარგვა.


MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com



სასამართლო მოსმენებს ფილმში მოგონებები ენაცვლება.
კეიტის ცხოვრება რთული იყო ძალიან. კიბოთი დაავადებული მეგობარი ბიჭის გარდაცვალება ძლიერი დარტყმაა მისთვის. ტეილორი (ტომას დეკერი) საავადმყოფოში გაიცნო და შეუყვარდა. ერთ დღესაც ის უბრალოდ აღარ გამოჩნდა...



თუმცა იყო სასიამოვნო მომენტებიც - ზღვის სანაპიროზე გატარებული ბოლო ოჯახური დღე.
ეს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ეპიზოდია. თითქოს ყველაფერი კარგად არის, არა, ასეცაა, კეიტი ბედნიერია საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.

Kate Fitzgerald: Do I look pretty daddy?


გაჰყურებს ჰორიზონტს და ხვდები რამდენად უნდა სიცოცხლე, რომელიც არავინ იცის როდის შეწყდება.
ამას ნახავ და კეიტის თვალებს ვერასდროს დაივიწყებ.



ილუსტირებული ალბომი, სადაც კეიტის ხანმოკლე ცხოვრების ყველა მოგონებაა.
„გახსოვს ის ზაფხული, ბანაკში რომ გამიშვით?! ისე მენატრებოდით. თქვენ მარწმუნებდით რომ წავსულიყავი, მე კი არ მინდოდა. ძალიან მოვიწყინე მაშინ უთქვენოდ და ველოდი როდის დავბრუნდებოდი.
კიდევ ერთხელ წავიდოდი იქ... მაგრამ ამას ვეღარ შევძლებ..."

ასე დასრულდა კეიტის სიცოცხლე. ყველა არწმუნებდა, რომ სასწაულები არსებობს, მაგრამ არ სჯეროდა.



დიდი ხანია ასეთი შთაბეჭდილება არ მოუხდენია ფილმს. არის კონფლიქტი, პრობლემები, მსახიოებების ბრწყინვალე პერფორმანსი და განუმეორებელი საუნდტრეკი.

სოფია ვასილევა მომავალი წლის ოსკაროსანია უდავოდ.


My Sister's Keeper - გადმოსაწერი ბმული
Saturday, October 24, 2009

დეკალოგი 6: არ ჰკლა



გინახავთ, როგორ კლავენ ღორს?

კიდურებს თოკებით უმაგრებენ, შემთხვევით ვინმე რომ არ დააზიანოს, კისერს გადაუწევენ და სასუნთქ გზას უჭრიან.
მუქი წითელი სისხლი ასხამს ირგვლივ. ღორი ფართხალებს და საშინელ ხმებს გამოსცემს. რაღაცნაირი სუნი აქვს სისხლს, უსიამოვნო, დიდხანს რჩება ყნოსვით მეხსიერებაში.
დაკლულ ღორს ხის მაგიდაზე ათავსებენ. ტვინი მუშაობას განაგრძობს, სხეულს შეგრძნებები ჯერ კიდევ აქვს, მაგრამ მდუღარე წყალს ასხამენ და გაპუტვას იწყებენ.

დაკვლის კიდევ ერთი მეთოდია, თუმცა ამას დაკვლა არც ჰქვია. რამდენიმე ადამიანი იჭერს ცხოველს. კიდევ ერთი მძიმე საგანს, მაგალითად უროს არტყამს თავში და მერე ღორს უშვებენ.
ცხოველი ტვინის შერყევით კვდება. სხეულის სიკვდილის წინა კონვულსიები, არეული ნაბიჯები, საშინელი ხმა ისევ, მაგრამ მკვლელობა უსისხლოდ.


საქონელს?!

აბსოლუტურად იგივენაირად.

დიდ ფერმებში სპეციალური კონტეინერებია, რომელსაც ერთი მხარე მჭრელი აქვს. ძროხას შეუშვებენ შიგნით, კონტეინერიდან მხოლოდ თავი ჩანს. მერე ეს კონტრუქცია სწრაფად დატრიალდება და საქონლის თავი კონტეინერს გარეთ ვარდება.

საგულდაგულოდ აგროვებენ სისხლსაც. ყველა ადამიანს განსხვავებული გემოვნება აქვს.


ძალიან საინტერესოა კურდღლის მოკვლის ერთ-ერთი ხერხი.
ფუმფულა ბოცვერს უკანა კიდურებით იჭერ ჰაერში და მუშტს ურტყამ თავში. ორი წუთის საქმეა. მერე კიდებ და ატყავებ.
თუ ფიტულის გაკეთებას გეგმავ, ფრთხილად უნდა ჩამოატყავო. ისე, კუდიც მშვენიერი სამშვენისია.


აზიის ზოგიერთ ქვეყანაში ძაღლის ხორცი დელიკატესია. არასდროს მინახავს როგორ კლავენ საჭმელად ძაღლს, მაგრამ რთული წარმოსადგენია, რომ ჩემი პინო ვიღაცისთვის პოტენციური სადილია.

კიდევ ერთი დელიკატესი მაიმუნის ტვინია. ამბობენ რომ ცოცხალს განსაკუთრებული გემო აქვს. ამ მიზნით სპეციალური მაგიდებიც არსებობს, რომელსაც შუაში ნახვრეტი აქვს. სადილობისას, მხოლოდ მაიმუნის ქალა ჩანს. დამშეულ ადამიანებს პატარა ჩაქუჩები უჭირავთ, რომელიც მარტივად ტეხს თავის ქალას.


მე ვეგეტარიანელი ვარ და უკვე აღარ მიჩნდება კითხვა, რატომ არ სურს ადამიანთა ნაწილს ცხოველური საკვები.


თეატრში ვმუშაობ, ჩემი მაყურებელი ათასი ყურია.
ვლაპარაკობ ბევრს და ყურებად ქცეული აუდიტორიის რეაქციას ველოდები მშვიდად.
სუფლიორი - ხოჭო, ლოყაზე მაზის.

სცენაზე რომ გითხარი მიყვარხართქო, ვიცრუე. გარკვევით ეწერა სცენარში: „როცა ვუყურებ შენს თვალებ, გული დედამიწად იქცევა უმალ და გამალებით ბრუნავს. მიყვარხარ ვიდრე...“
აქ ყოველთვის ვჩერდები, სიტყვები მავიწყდება. მაგრამ მახსოვს მუხლმოყრილი უნდა ვიდგე, მოსასხამი მარჯვნივ მქონდეს გადაგდებული და მარჯვენა ხელი გულზე მედოს.
რა ბანალური სცენაა, მე ასეთ სპექტაკლს არ ვნახავდი. თან უანტარქტოდ, თან სამი საათის განმავლობაში.

სუფლიორი მუნჯია, თვალებით ცდილობს თქმას.
მე ბრმა, ჩემი სამყარო უფეროა, შავი. მხოლოდ სასიამოვნო ხმები იკვეთებიან კონტურებად.

უანტარქტო სპექტაკლის მერე ყავარჯენს ვიშველიებ სახლამდე მისასვლელად. 58 საფეხური, ლიფტი არასდროს მუშაობს, არადა ზუსტად მახსოვს ზემოდან მეოთხე ღილაკი ჩემი სართულია.
ლიფტის გარეთ სველი ტილო დევს, ზედმიწევნით სუფთა, მისის ტეილორის დაფენილი, ლავანდისა და სანდალოზის სურნელით.

სახლის კარი ლურჯია, მამამ და მე შევღებეთ ერთ დროს. მარჯვნივ ზარის ქათქათა ღილაკი. მარტო ვცხოვრობ და მაინც ვრეკავ, ყოველთვის. იმ იმედით, რომ ერთ დღეს გამიღებს ვინმე.
კარი მართლა იღება, ოღონდ არა ჩემი. მისის ტეილორის სასიამოვნო ხმა აკუსტიკურ სადარბაზოში ერთი ორად ხმოვანია . „ევანს, კიდევ კარგი მოხვედით, თორემ ჩამთვლიმა და ლამის სერიალი გამოვტოვე.“
მე მშვიდი ვარ, როგორც ყოველთვის. „საღამო მშვიდობის მისის ტეილორ. ბედნიერი ვარ, რომ უნებლიეთ დაგეხმარეთ.“

საკეტში გასაღების მორგება ყოველთვის მიჭირდა. კარის მარჯვნივ საკიდია, ლაბადას, რომელიც სავარაუდოდ რუხია, ვკიდებ. ქუდსაც.

ვცდილობ აღვიდგინო ჩემი ოთახი. რადგან დილით არ დამილაგებია, საწოლი არეული იქნება. ალილურია, ამის მიხვედრას რაღა უნდა. ღამის განმავლობაში ისე გამოვტყვერი, სადღაც რომის ბოთლიც ეგდება, არ წამაქცევს იმედია.
ტელევიზორი არ მაქვს, მხოლოდ რადიო. ყურებად ქცეული მაყურებელი ვარ, ვისმენ ბევრს და წამყვანის რეაქციას ველოდები. მე არ მყავს სუფლიორი, მომდევნო ქცევას კონკრეტული განცდა განაპირობებს. ბუნებრივია, თუ ფიზიოლოგიური მოთხოვნილება მაწუხებს, ტუალეტში გავრბივარ დაუფიქრებლად. ჩაიდანი თუ გულის გამაწვრილებლად სტვენს, გაზქურას ვრთავ და ტელეფონს რეკვისას ვპასუხობ.

კიდევ რას?! უამრავ რამეს. ფანჯრებს ვწმენდ, მუდმივად დარწმუნებული რომ იდალურად ბზინავს. ჭურჭელსაც ვრეცხავ, ასევე დარწმუნებული, რომ სუფთაა, სანამ ფონდიუს ჭამისას წინა დღის ჟულიენის გემოს არ ვიგრძნობ...

უსინათლობა გამოსავალია. რომ არ დავინახო ნაგავი, სიძულვილად ქცეული ქალაქის ქუჩები, პოლიეთილენის ხეები, სიგარეტის ნამწვავების კიბე, ფეკალიებით გადავსებული მდინარე და თევზები, წყალშიც რომ არაკომფორტულად გრძნობენ თავს, ტროტუარზე მიგდებული ბოთლები - კოკა კოლის ალბათ და ჩემი დროის სლოგანი „წითელი, თეთრი და შენ.“

არადა ეს წითელი სადღაც გაქრა, თვალის ჩინივით.

დასანანია, რომ სმენა და ყნოსვა ჯერ კიდევ მაქვს.


Radio is "the theater of the mind." /Steve Allen/
Sunday, October 11, 2009

Give Five



რადგან ძვირფასმა სპილუკამ დამთაგა შევუდგები წერას, თორემ ისე შემოქმედებითი კრიზისი მაქვს ან იმპოტენცია. როგორც ჩემი ერთი მეგობარი ამბობს, კარგია რომ იმპოტენცია მხოლოდ შემოქმედებითია!

ოცნება 5

ეს ოცნება აუხდენელთა კატეგორიაშია.
1965 წელი, ლონდონი, ელას კონცერტი და ”Every Time We Say Goodbye”.
რა მოხდებოდა დავბადებულიყავი იმ დროს და მეცხოვრა ლონდონში, რიოში ან ოსლოში, ან სადმე სადაც ელას უმღერია.

ოცნება 4

აუხდენელი 2. ისევ 60-იანები. ჰიპების მოძრაობა, სექსუალური რევოლუცია, ფემინისტები, სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვა...
Make Love, Not War და Flower Power...
ტელე დებატებში მივიღებდი მონაწილეობას, ბერტრან რასელის და ვილჰელმ რაიხის სიტყვებს მოვიშველიებდი...
ჩვენ გვინდა თავისუფლება.

ოცნება 3

კენიაში მინდა - სახლში! თუნდაც ერთხელ, ცოტა ხნით. დარჩენილი ცხოვრება, ერთხელ განცდილით დავპურდები.

ოცნება 2

ამერიკის ხელოვნების უნივერსიტეტის აკადემიაში, ლანდშაფტის დიზაინის ფაკულტეტზე მინდა სწავლა. ამ საკითხს რეალურად განვიხილავ, თუმცა ჯერ ოცნებად რჩება.

ოცნება 1

მე მინდა...




ვთაგავ: ლიკა კაკიაშვილს, ასკლიპიოდოტას, ჩორვენს, ლილაკს და ზურიუსს
Related Posts with Thumbnails