Sunday, August 31, 2008

And The "Domovoi" Goes To...

მოქმედი გმირები: ბუთხუჩელა გოგონა მოკლე იუბკით, მოემო პატარა ბიჭუნა, მწითური ჩორვენი, დედა-დედოფალა მაო, მამრი ნინო და მამრი ნანა, ხუჭუჭა ყმაწვილკაცი, ეპილატორების გამსაღებელი, ორატორი ლიანა, სიმპათიური ფოტოგრაფი გოგო, ბლოგერი წყვილი და კიდევ ერთი ბიჭი და კიდევ ერთი გოგო, მთხრობელი.

მწითური ჩორვენი და დედა-დედოფალა მაო წითელ სავარძელში მშვიდად სხედან. ოთახში შემოდის მთხრობელი და ორატორი ლიანა.
მთხრობელი შეწუხებული ამბობს: ჰმ, მხოლოდ ჩვენ ვართ?! კი მაგრამ შვიდზე არ იყო შეკრება???
დედა-დედოფალას თავიდან ყვითელი სარი აცვია, მაგრამ მოგვიანებით შავი ტუნიკით მოგვევლინება.
უცებ ღია ფანჯარაში გოგონას თავი გამოჩნდება, რომელიც ამაოდ ცდილობს კარის გაღებას. ყველას ჰგონია, რომ გოგონა მარტოა მოსული, მაგრამ არა! კარის გაღებისთანავე შემოლაგდებიან ბლოგერი წყვილი, მოემო პატარა ბიჭუნა, ხუჭუჭა ყმაწვილკაცი და სიმპათიური ფოტოგრაფი გოგო.

ცოტა ხანში სცენაზე ყველა მოქმედი გმირი იკრიბება.
ზოგს მაკდონალდსის საკვები მოაქვს, ზოგსაც ბადრიჯანი, ნიორი, კარტოფილი და ასტრა. სხვათაშორის ასტრა ყველაზე მყრალი სიგარეტია, თან გადაპურჭყების გარეშე ვერ მოწევ. ჰო, ჩაისუნთქავ და ფუტის გამოშვებამდე უნდა გააპურჭყო.

ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო!

დედოფალა მაომ ფურცლები ჩამოგვირიგა რომელზეც ფრაზები ეწერა და სიმწერლეც წავიდა. მე შემხვდა “მთავარია ბავშვი იყოს დამრტყმელი... ”
აი რა გამომივიდა:

მთავარია ბავშვი იყოს დამრტყმელი,
სხვას ყველაფერს კაცი კიდე აიტანს.
არ იცოდეს ეკვატორის სარტყელი,
ადგები და გლობუსს გარეთ გაიტან!
იცი?!
მთავარია ბავშვი იყოს დამრტყმელი!

ზოგმა ეპილატორის სიკეთეზე წერა, ზოგმაც ღორტყომორწყის კბენის ამბავზე. ერთმა ჭიქაში მჯდომ ფითოხლართზეც კი დაწერა.

მშვენიერი საღამო იყო, მეწამული მანიკიურის წასმის ხელოვნებასაც ვეზიარე და ემოების შესახებ საინტერესო აზრებიც მოვისმინე. მერე ლიანა ატყდა გინდათ თუ არა მაფიოზობანა ვითამაშოთო და დასაწყისშივე იმდენი ვქენი, პირველად მე მომკლეს...

კუნძის ამოტანის ამბავი

დედოფალა მაომ ორი ახალგაზრა, ხუჭუჭა ყმაწვილკაცი და მე გაგვიხმო და დახმარება გვთხოვა. როგორც აღმოჩნდა, კუნძი ყოფილა ამოსატანი. ხუჭუჭამ არიქა მე ავიტანო და მთელი სამი სართული შეძახილებით ვამხნევებდი მიდი, მიდითქო.
გულუბრყვილოდ მჯეროდა რომ კუნძი ლიტ კონკურსის გრან-პრი იქნებოდა, მაგრამ "ეპილატორის ამბისთვის" ეპილატორების გამსაღებელმა “დამავოი” მიიღო.

ასე გავაცილეთ ზაფხული დედა-დედოფალასთან. მაომ ბუხრის დანთება დაიწყო.

5 comments:

busuna said...

: )))))))))))))

:up:

მარი said...

wooooooooooooooooooow


biiiis biiiis

მაგარი იყო!!!

ნინა said...

ჰუ ჰუ : )

ბუხარის დანთება ყველას მოუწევს :)

ფიტოხლართი კი კარგად წაიკითხე :გივი:

deka136 said...

მოგესალმებით ამჯერად ბიღმის გარეშე :))


ფრიად მოხარული ვიქნები, თუ ნებას მომცემთ, რომ თქვენი ბლოგი ჩემთან ჩავამატო და ხანდახან გეწვიოთ ხოლმე :”>

JoKey said...

რათქმაუნდა ჯუმბერ ჩემო, მობრძანდით და გვნახეთ )))