Monday, August 18, 2008

მაჩაპუჩარე (ტრილოგია)


კატმანდუდან პოკარამდე ორასიოდე კილომეტრი იქნება, ექვსი საათის გზაა. პიკაპის სპიდომეტრი სამოცდაათს უჩვენებს. უფრო სწრაფად ვერ ივლი, იაკების ჯოგი უნდა მოიგერიო, თან ბავშვებიც ისე გადმოგიხტებიან... კალი განდაკის ხეობაში დოლპას ხალხი ცხოვრობს, ლამაზები არიან, ფერები უყვართ.

მაგრამ პირველ შთაბეჭდილებას მაინც პევას ტბა და იდუმალი მაჩაპუჩარე ახდენს, მწვერვალი რომელიც ვერავინ დალაშქრა. ანაპურნას ქალწული ისეთი ამაყია, ერთდროულად შიშის და სიამოვნების განცდა მაქვს. ლეილაც გაოგნებული დგას... ჩემი მეგობარია, ისპაჰანიდან. გემრიელ ჩაის აკეთებს და კარგი იუმორი აქვს. ცისფერი სარი უხდება, თან სულ იღიმის... თმაში რომ ედელვაისები აქვს ჩაწნული, მე დავუკრიფე დილით...

მერე აიჩემა, უნდა ვიბანაოო, ყველა განცვიფრებული უყურებდა. აბა, გაყინულ ტბაში მობანავე ირანელ ქალს სხვაგან სად ნახავდნენ.


ნაია პულისკენ დავიძარით. ტიკე დულამდე ფეხით ავედით. გზაში ვუთხარი მწვერვალზე ასვლა სისულელეა, უკეთესია ახლომახლო იარო და კარგად შეავლო თვალითქო. დათვალიერებას მირჩევნია შევიგრძნოო. დავეთანხმე. ისეთი ტონი აქვს, რთულია არ დაეთანხმო. დამაჯერებელია, განუმეორებელი... კლდეებთან იდგა დიდხანს და რაღაცას ბუტბუტებდა, არაფრით არ მითხრა რაზე ელაპარაკა ქვებს. სულ იღიმის, გადამრია..

ედელვაისების ველი გიჟებივით ავირბინეთ. სამახსოვრო დღე იყო, თვალის ჩინად რომ უნდა შეინახო გულის ფარდულში. როდესმე თავისით რომ ამოვარდება და კიდევ ერთხელ აგავსებს იგივე ემოციებით...

დღის ბოლოს პუნჰილშიც ავაღწიეთ. ჩაის სახლში გავჩერდით. მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, გათენებას ველოდი ლეილასთან ერთად მზის ამოსვლა რომ მენახა.


იშვიათი სანახაობაა, მაჩაპუჩარეს ზურგიდან ნელა რომ ამოიზლაზნება მზე და უცებ გადაანათებს ყველაფერს. რთულია აღწერა. ისევ ის ოხერი შიშის და სიამაყის გრძნობა მქონდა, თუმცა არაფერი მითქვამს. ლეილაც ჩუმად იდგა, სუნთქვაშეკრული...

8 comments:

ჩორვენი¹³ said...

:up:

gagrzeleba needed

lei'la said...

mgoni agar var.....amdenixani .... suntqvashekruli dgoma......:) :) :)

Anonymous said...

პოხარი არასწორია, ალბათ უფრო პოკჰარა ან უბრალოდ პოკარა ჰქვია, ”კჰ” არ გამოითქმის როგორც ”ხ”, უბრალოდ შერბილებული ”კ”, მაგრამ არც მთლად ”ქ”. 70 მილის ან კმ/სთ სიჩქარით რომ იარო, ორასიოდე კილომეტრს 3 საათში გაივლი, მაგრამ როგორც უკვე აღნიშნე ”იაკების ჯოგი” უკვე გაჭყლეტილი გეყოლება, და ბავშვებსაც გადაუვლიდი.
ისპაჰანელი ”ლეილა” ალბათ უბრალოდ ლალა ან ლაილა იყო. აქ ალბათ ურიგო არ იქნებოდა მითითება, რომ ლალა თავის სახელს ამართლებს და ტიტასავით მშვენიერია, ან რაღაც ასეთი. ერთი რამ ვერ გავიგე მხოლოდ, რატომ აცვია ლალას ნეპალში სარი, ფეხით სიარულისას ბევრს ვერ გაივლიდა, სადმე ქვებზე დაგორდებოდა, ან სარი შემოეგლიჯებოდა ბუჩქებზე. თიხე დულიც არასწორი დასახელებაა, ალბათ გინდოდა დაგეწერა ტიკჰე დული, ან უბრალოდ ტიკე დული, არც ”თ” და არც ”ხ” არ გამოითქმის, როგორც უკვე გითხარი.
ერთი სიტყვით ბევრი რომ არ გავარძელო უბრალოდ შედი აქ http://www.hsdejong.nl/nepal/index_pages/pokhara.html, რეალური ფანტაზიის გაღვივებაში დაგეხმარება. და სახელებს რაც შეეხება, ჯობია ალბათ გადაამოწმო ხოლმე, ყოველი შემთხვევისთვის.
სინამდვილეში ცუდი არაფრის თქმა არ მინდოდა. მოჩვენებითი მონდომება გადმოსცე სიყვარულის ფანტაზია უბრალოდ აუფასურებს ამ გრძნობას.
და ბოლოს, მზე რომ ამოიზლაზნება, უცებ არ ანათებს, ის კი არა და მთელი დღე რომ თავზე დაგყურებს, მაშინაც ძნელია იმის თქმა, რომ განათებულია და ყველაფრის დანახვა შეგიძლია. მთაში მით უმეტეს.. მზის სათვალე არ გაწყენდა :)
კარგია რომ წერის სურვილი გაქვს, მაგრამ ამას ცოტა შრომაც ჭირდება, თავის შეწუხება. შენს ადგილას არ ვენდობოდი კომპლიმენტებს, რომელთა რეალური მიზეზი სულაც შეიძლება წაკითხული არც იყოს.

JoKey said...

მადლობა, ჩავასწორე გეოგრაფიული სახელები. ლინკსაც გადავავლე თვალი და საინტერესოა ერთობ. გეთანხმებით, კარგად რომ წერო მონდომებაა საჭირო.
რაც ეხება ლეილას, ასეთი ექსცენტრიკული ქალია, გზად ინდოეთში გავიარეთ (ნიუ დელიში) და ცისფერი სარი იქ იყიდა, ჰოდა სულ ეგ ეცვა, ასე უნდოდა!
სახელიც ნამდვილია, ლეილა ჰქვია.. ისპაჰანელია!
ყველა შენიშვნას ვითვალისწინებ, სახელის გარდა. ბევრი უცნაური და არაქართული სახელი გამიგია აქ, თბილისში, საქართველოში, მაგრამ გეფიცებით ქართველები არიან ნამდვილად.
ლეილას დედამ, ქალბათონმა მარჯანმა ასე გადაწყვიტა. დიდი თავისნათქვამა ქალი იყო!
any way,მადლობა შენიშვნებისთვის :)

Anonymous said...

anonymous albat shen tviton arachveulebrivad tser da shegidlia adamians eseti shenishvnebi mistse da rats yvelaze kargia shenishna mistse misi pantaziis shesaxrb!:)
pativistsemit Lei'la
P.S. da rats sheexeba mzes da mzis amosvlas.... :) :) :) :) :)ai aq gaqtsine!

Anonymous said...

ნუ დახოცავთ ერთმანეთს ჩემი გულისთვის, ანუ როგორც ამბობენ peace will come

lei'la said...

anonumoys
xa xa ...es ambitsia!
rotsa ggonia rom shens gamo.. ertmanets daxotsaven :) :))))))))))

lei'la said...

blazhen tot, kto veruet....