Wednesday, October 1, 2008

ჭირსა შიგან

"რაც უფრო მეტი ორთქლი გამოვა, საზოგადოება უფრო წინ წავა."
მიხეილ სააკაშვილი

ძვირფას ქართულ საზოგადოებაზე რომ ვფიქრობ, ერთი სტოპ კადრი მიდგას თვალწინ, სადაც დრო და დრო გზააბნეულ ადამინთა ჯგუფი ჟრიამულით ჩაირბენს... და ჩამოირბენს...

ქვეყნის პირველ პირზე ფიქრისას ყოველთვის ომის დროინდელი გორი მახსენდება. მიტოვებული ჟურნალისტები, ევროპელი დიპლომატები, ბავშვიანი ქალები და პრეზიდენტი, რომელიც თავქუდმოგლეჯილი გარბის...

ჰალსტუხის ღეჭვის კადრებიც სასაცილოა და პარლამენტის წინ გამართული ტაშ-ფანდურიც, არარსებული გამარჯვება რომ აღინიშნებოდა...
კიდევ ერთხელ ნაჩუქარი ტიტები, გამთბარი ძვლები და ნერვებ აშლილი თბილისის მერი. დროზე რომ არ ეჩურჩულათ არიქა პრეზიდენტს დაუთმე სცენაო, უთუოდ ხელებში ჩააკვდებოდა მოზეიმე ხალხს.

მერე, 7 ნოემბერს გალანძღულ გიგასაც ტაში დაუკრეს და მობერებული ნანი ბრეგვაძის ვოკალითაც დატკბნენ, რომელიც რატომ ამღერდა ომის დროს, პარლამენტის წინ ნამდვილად ვერ მივხვდი... ალბათ, ომსა შიგან რომ გაემაგრებინა.

ქართველი ერთი გულუბრყვილო, ცისფერთვალება და ლოყებღაჟღაჟა ადამიანია, რომელიც ილუზორულ სამყაროში ცხოვრობს და ნებისმიერი სიმართლე რომელმაც შესაძლოა ჩააფიქროს და მყუდროება დაურღვიოს სძულს. ფუნქცია ჭამა, მხარ-თეძოზე წოლისას გვერდის შეცვლა და დღეში ერთხელ ფეკალიებისგან გათავისუფლებაა. ტელევიზორი რომელიც ყოველთვის ჩართულია, მხოლოდ ერთ არხს აჩვენებს, სადაც მუდმივად ამტკიცებენ რომ ყველაფერი კარგად არის.

ხანდახან გულუბრყვილო და ცისფერთვალება ქართველი ბრაზდება. ძირითადად დაზამთრებისას, საბნის ქვეშ სიცივე რომ შეეპარება და ასე პლედ მოხვეული პარლამენტთან მიჩოჩდება საყვირლად.
მერე ადამიანთა ახალი ჯგუფი მოდის. მზიან მომავალსა და დემოკრატიაზე საუბრობენ. ლელა წურწუმია ისევ მღერის, ჩიტები ჭიკჭიკებენ, ცხოვრება გრძელდება მომდევნო გაბრაზებამდე.

P.S. ამ თემაზე იმდენი თქმულა, ორიგინალური ვერ ვარ. დღეს პრეზიდენტის გამოსვლას ვუსმინე და მეწყინა, ორთქმავალს რომ შემადარა.

11 comments:

Secrets said...

Well, არის ხოლმე არჩევანი ცუდს და უარესს შორის.

ცუდის არჩევა გვიწევს

ჩორვენი¹³ said...

kai gulianad ki gamecina da ravic....


xdeba :)

CheshireCat said...

გახსოვდეს რომ,
არაფერი განსაკუთრებული არ ხდება,
არ გაბრაზდე,
ყველაფერი რასაც ხედავ, შენი სახლი, შენი სამშობლოა..
საქართველო...

CheshireCat said...

p.s. minda gamovxato diadi simpatia sheni playlistisadmi.. magaria :yes:

Tumca ai autoplay-s tu gamourtav mainc kargi iqneba.

m i r a m a x said...

ხო და მეც კარგად გამეცინა, არა და სატირალი და მართლა გასაბრაზებელია რაც ხდება.

იევიც... :მო:

Secrets said...

eeeiii sadaaa playlistiii?? :((((

ჩორვენი¹³ said...

ra ubeduri chvevaa yvela axali chanaceris 2 camshi gaqroba blin!!
an nu wer an tu wer datove vaa!! :@ :@ :@

JoKey said...

ჩანაწერი არ ყოფილა. აუდიო ტრეკი იყო და ვერსად ავტვირთე, რამდენიმე ჰტმლ კოდი ვსინჯე და არცერთმა იმუშავა :( ამის წინ რაც წავშალე ის უბრალოდ ფოტო იყო და მივხვდი რო ამ კონკრეტულ შემთხვევაში არაფერ შუაში იყო. მანამდე ძალიან პირადი ჩანაწერი იყო და არასაბლოგაოათქო ვთქვი და ისიც წავშალე. ხვალ რომელიმე ფილმს დავდებ და მერე იმასაც წავშლი, ჩამოტვირთვას დიდ დროს ანდომებდათქო :P

Lei'la said...

vax :(

Secrets said...

ვაპროტესტებ!!!!


დაიბლოგოს!
პოსტი დაიდოს!

ჯოკეყ გვინდა ჩვენ!



პ.ს. ეს იმ ბლოგთაგანია რომლის კითხვაც ყოველთვის მინდა ხოლმე

სუ სამი ოთხია ეგეთი :უსერ:

ტაკ ძირჟაც

JoKey said...

madloba Secrets (blush).