Friday, October 10, 2008

მწვანე სახლი



მწვანე სახლი იქ დგას, სადაც ნატვრის ხეზე შებნეული ჭრელა-ჭრულა ნაჭრები ირხევიან ქარად.
იქაც, ლურჯი მდინარე ხავსიან ქვებს რომ მიაგორებს.
იმ ველზეც, ნისლიანი მთები რომ იფერთხენ კალთებს.
ელვა რომ იკლაკნება რუხ ცაზე და ნაწვიმარზე ცისარტყელა ბრდღვიალებს რკალად.
დიდ მუხასთან, შემოდგომის მიწურულს შეყვითლებული ფოთლები რომ დასცვენია.
მწვანე სახლი ცაშიც დგას და დაზამთრებისას მზეს მთვარე უჩრდილავს.
ზღვასთანაც არის და ზაფხულის ხვატისგან გადახუნებულ კედელზე, ზედ კართან წითელი წარწერა აქვს - "ქუჩა + ნუში."

დროდადრო გაპრანჭული, კუბოკრულ ლაბადიანი ქალი გამოჩნდება. ასე ჩვეულებრივ ადრიან გაზაფხულზე ხდება, ეზოში, ტყემლის ხეს ლურჯი ფრინველი როცა სტუმრობს.
გამოჩნდება და მერე უსიტყვოდ მიდის უკან.

მე ქუჩა ვარ, მაქვს მწვანე სახლი და... ცარიელია.

5 comments:

ჩორვენი¹³ said...

guli damwyda....

ragacnairad

Lei'la said...

amdeni dgea ar damicomentebia..... ragatsa protesti maqvs etyoba...(komkretulad mtsvane saxlis, am natseris mimart) :) :))))))

cat in the rain said...

lurji frinveli ramdeni xania ar shemxvedria da ai turme sad yofila.mshvenieria

jaco said...

მწვანე ჩემი საყვარელი ფერია და სახლიც სევდიანად ჩემებური მეჩვენება. სევდიანი პოსტია საერთოდ...

პ.ს. როგორც ვიცი ჩემი ბლოგების სტუმარი ხარ, მე კიდევ ჩემი ერთი ბლოგი "პრაივიტ" გავხადე და თუ სურვილი გაქვს შემოხვიდე ხოლმე უბრალოდ შენი მეილი (ჯიმეილი ანუ გუუგლის მელი თუ გაქვს უკეთესი) გამომიგზავნე ჩემს მეილზე, თან ისიც დაამატე რომელი ხარ და დაშვებას მივცემ შენს მეილს, ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებები;)
აი მეილიც: miriankululashvili@yahoo.com

tamuna said...
This comment has been removed by the author.