Monday, November 3, 2008

ზაფხული არ მიყვარს

(გუშინ კომპიუტერი გავწმინდე არასაჭირო ფაილებისგან და ეს ჩანაწერიც აღმოვაჩინე)

დაინახე აყვავებული ხე?
არა, მაგრამ უთუოდ ნუში იქნებოდა!

/ზაფხულის შუაგული, ნუცას და ჩემი დიალოგი/

მართლა არ დამინახავს აყვავებული ხე...
... ჯანდაბას მაგის თავი, წარსულს არ მივტირი, გული მერევა უკვე. შენც გქონია ალბათ ასეთი შემთხვევა, გენატრება, გენატრება, გენატრება, მერე უბრალოდ იღლები...

ახლა ლონდონში ვართქო რომ გითხრა, დაიჯერებ?! არც მე!

***
რთულია ცხოვრება, რაღაცნაირი ორაზროვანი ან უფრო მეტი. მზაკვარი, ქვეშქვეშა, უზრდელი და მაინც არ მეშინია.

ჩვევად მექცა უკვე, დამღლელი დღის მერე დაგროვილ ემოციებს ამოვაფრქვევ. ჩვეულებრივ მიხარია ნოველა დავწერეთქო. თან შენთან ურთიერთობისთვისაც მშვენიერი ფორმაა.
აბა, ჩემთვის, ხმამაღლა რომ ვილაპარაკო დედა შეშინდება.

რასაკვირველია უხერხული იქნება ამ ნაწერებისთვის ინტელექტუალური ხარისხის მინიჭება და სასკოლო პროგრამაში ჩადება. ყველას დაუწერია ალბათ ერთხელ მაინც ცხოვრებაში. მერე თვალს გადაავლებენ და გაიცინებენ ან არც. მეგობრებსაც აკითხებს ალბათ ვინმე ჩემსავით, ან არ აკითხებს. ორაზროვნები ვართ ჩვენც. არა, მე ვარ ორაზროვანი. არასდროს მიყვარდა საკუთარ თავზე მრავლობითში ლაპარაკი... ჩვენ მიგვაჩნია... ხალხი ფიქრობს... საზოგადოების აზრით... საშინელებაა.

/ზაფხულის დასაწყისი/


ზაფხული აღარ მიყვარს. ზამთარი უფრო კარგია, შემოდგომაც, გაზაფხულიც, მაგრამ არა ზაფხული.
რაღაც მოხდება ცუდი და მერე ის სიტუაცია, დღე, დრო, სურნელი, ხმა და გემო აღარ მიყვარს.

ხუთშაბათს შავი კენკრის გემო აქვს, მოტკბო სურნელი და საყვირის ხმა. ჰოდა, არ მიყვარს!

3 comments:

ჩორვენი¹³ said...

სასიამოვნოდ გადავიკითხე!! :აპ:

Lei'la said...

mets :) :) araa... tsota nagvlianad....

tamuna said...

გულწრფელად წერ, ზედმეტი მჭევრმეტყველებების გარეშე, ყველას გულზე მოხვდებოდა ალბათ ვისაც ქონია მსგავსი რამ :) მე გაზაფხული არ მიყვარს, აპრილი განსაკუთრებით...