Friday, November 28, 2008

ჰარმონიკა, ლიტკაფე, წერემოკი და შმიდტელი გოგო


ჰარმონიკა

ჰარმონიკაზე დაკვრას ვსწავლობ. ათ ნახვრეტიანი დიატონიკი მაქვს, ჰონერის. კარგი ჟღერადობა აქვს. ამ ეტაპზე ვხმაურობ, მაგრამ მალე ვისწავლი დარწმუნებული ვარ.

ლიტკაფე

დატვირთული დღე იყო. პეკინის ლიტერატურულ კაფეში მივედი, თუთიკო უნდა მენახა, თან ერ-ორ წიგნს გავაყოლებ ხელსთქო.
კონსულტანტი ქალი თავს დამესხა და მკაცრი ტონით მკითხა რას ეძებთო. ვუთხარი, სუზან ზონტაგის ჰანოიში მოგზაურობის ამბავი ან სატურნის ნიშნის ქვეშ გექნებათთქო და არაო დანანებით მითხრა. უკიდურეს შემთხვევაში ეკოსაც წავიკითხავდი, ოღონს ვარდის სახელი და სემიოტიკის თეორია არ მინდათქო. ბოლოს ბერნარ ვერბერის ჭიანჭველების რევოლუცია შევარჩიე.
მოგვიანებით მე მოვიხმე კონსულტანტი ქალი და ზრდილობიანად ვკითხე რატი ამაღლობელის ან გაგა ნახუცრიშვილის ლექსების კრებული ხომ არ გავთთქო. არა, მაგრამ დეფი გოგიბედაშვილის უფანტასტიკურესი კრებული გვაქვსო. არ მიყვარს გოგიბედაშვილის ლექსები, ვუთხარი კიდეც და აქ შევცდი. კონსულტანტი ქალი საშინლად გაბრაზდა, სად დეფი და სად რატი, ახალგაზრდებს სულ წაგიხდათ გემოვნებაო.
თუთიკომ მიშველა.
უზარმაზარი მუცელი აქვს, ქეთოს ელოდება. ჯერ არ უნდა გამოსვლა, ეტყობა კომფორტულად გრძნობს თავსო. ბევრი ვილაპარაკეთ ამ მთის, იმ მთის. აღმოვაჩინე რომ გალიეგოს შავით თეთრზე არ აქვს წაკითხული და ვაჩუქე. კონსულტანტ ქალთან კიდევ ერთხელ მომიწია ურთიერთობა ამის გამო.

წერემოკი

გვიან საღამოს ნათელიკომ დამირეკა, აგვოსტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომა ეს წუთია დასრულდა და გუკა, თიკო და მე „წერემოკში“ გადმოვტანტალდით ეგება მოხვიდეო. უი, მოვდივარ, არიქა კიევური შეუკვეთეთ ჩემთვისთქო.
ბაკარდი არ აღმოაჩნდათ, გაგვითავდაო და არაყი ვსვით.
კარგი იყო, თბილად ვიყავით.

ტაქსის ამბავი

გუკას და მე ერთი გზა გვაქვს. ტაქსისტი იმდენს ლაპარაკობდა კინაღამ გადავედი მანქანიდან. ფილარმონიასთან გოგონას გაუჩერა და შმიდტისკენ დავიძარით. გუკა გადაეკიდა მშვენიერი ვარდი გაბნევიათ გულზე, წარმომიდგენია რა სასიამოვნო სურნელი ექნებაო. გოგონამ უთხრა ჩემი გაკეთებულია და სურნელი საერთოდ არ აქვსო.
ტაქსისტი ხუთ ლარს ართმევდა, ჰოდა, გადაირია გოგონა, რა ამბავია, სამ ლარად დავდივარ ჩვეულებრივ და ოთხი რომ მოგცეთ საკმარისი არ იქნებაო?! ტაქსისტი გაგიჟდა, ჰუმანიტარული დახმარება კი არ ვარო. ასე უთხრა! გოგონას ეწყინა, ეგ ხუმრობა აბსოლუტურად ზედმეტი იყო, თან საკმარისზე მეტია ოთხი ლარი, მეორე ასტანოვკაც ხომ გაქვთო. ჩვენ გვგულისხმობდა.
ტაქსისტი მთელი გზა ბაქიბუქობდა, ნერვების მოშლა არ მინდოდა თორემ ერთ ამბავს ავტეხდიო. მერე ისიც თქვა ეგ გოგო ნამდვილად იმაირი იქნებოდა, აბა რას ხტებოდა მანქანაში სამ კაცთანო. სტრესული სიტუაცია იყო.
გუკამ ხუთ ლარიანი ჩაუკუჭა ჩასვლისას. ტაქსისტი გაიჭაჭა არ არის საკმარისიო. ძლივს დავამშვიდე, თამარაშვილამდე ჩამიყვანე და დავამატებთქო.
ოც ლარიანი მივაწოდე და ათი დამიბრუნა. სულ ეს არისთქო და კიო მიპასუხა.
აი, აქ გავბრაზდი...
არათქო!
რა არაო?!
კიდე შვიდი ლარითქო.
ჰოდა, მომცა შვიდი ლარიც.

შმიდტელი გოგო ლამაზი იყო.

5 comments:

მარი said...

მეც მაქვს ჰარმონიკა მაგრამ მეცადინეობა მეზარება :(


წერემოკი :love:

JoKey said...

მე ბენდინგს ვერ ვაკეთებ და ვერც მივხვდი როგორ კეთდება, ძალიან რთულია. მხოლოდ მარტივი ფრაზები გამომდის და ჭყვიტინს გავს, ვიდრე მუსიკას

betty said...

:)
gemovnebaze kamati ar aris migebuli,torem sworedac rom sakamato temaa..arc me miyvars defis leqsebi da ara mxolod..
rac sheexe Ratis..leqsebis krebuli santa esperansashi vnaxe sanktpeterburgis quchaze(axla axalgori unda daerqvaso,amboben..)dedis xsovnisadmi midzgvnili leqsebi aqvs,mdzime da shtambewdavi,guli getkineba.ishviatia dedis siyvarulze da monatrebaze ase werdes kaci..krebuli megobars vachuqe gazafxulze.kidev tu vnaxe,gisaxsovreb.Arilis qartuli poeziis bibliotekashi modzebne,aq Ratis bevri leqsia.
:)

JoKey said...

ბეტი, მადლობა. პროსპეროშიც ვიყავი და არც იქ ჰქონდათ. სანტა ესპერანსაში გავივლი ამ დღეებში :)

Lei'la said...

:)