Saturday, November 29, 2008

დარაბა



დედამიწა ჩემს სარკმელთან იწყება,
სადაც შენი დარაბები იღებიან.
საათობით შემძლია ვიჯდე,
სურვილებიც არაფრით არ იღლებიან.
ხოჭო-გულსაბნევი ქვემოთკენ ჩაგიბობღდა თითქოს,
ალუბლის ტუჩებიც სანახევროდ იღიმიან ვხედავ.
სადაფის საყურეს შეეჩვივნენ თვალები და
დახამხამებას მაინც ძველებურად ვბედავ.
ჰორიზონტი ხელის გაწვდენაზეა აქედან,
ზღვიდან მზემდეც ერთი მტკაველი ალბათ.
სიცოცხლის ხაზი სანაპიროსთან იწყება
წამომყევი და აღარ გაგიშვებ არსად.

2 comments:

Lei'la said...

:)

tamuna said...

imdenad mgrdznobiare postia cota ar iyos da meuxerxula komenatris dacera :) zedmetad intimuria :)