Tuesday, December 2, 2008

მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო მხოლოდ 600 დოლარად



2003 წლის გაზაფხული, ისლანდია. ამერიკელი კეისი ფენტონი ღამის გასათევი ადგილის თხოვნით რეიკიავიკელ სტუდენტებს ელექტრონულ წერილებს უგზავნის, საპასუხო გზავნილების უმეტესობა პოზიტიურია. კეისი ისლანდიის დედაქალაქში, სტუმართმოყვარე მასპინძლებთან რამდენიმე მშვენიერ დღეს ატარებს.
მოგვიანებით ფენტონი მეგობრებს უკავშირდება და ახალ იდეას სთავაზობს. შეიქმნას მოგზაურთა და მასპინძელთა საერთაშორისო ქსელი, რომელსაც ძალიან მარტივი სახელი "ქოუჩსერფინგი" ექნება. პროექტის მთავარი სლოგანიც მზად არის - "მიიღე მონაწილეობა უკეთესი მსოფლიოს შექმნაში, ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი საწოლი."

ქსელმა ფუნქციონირება 2004 წლის 1 იანვარს დაიწყო. დღეისთვის უკვე რეგისტრირებულია 840 000 მომხმარებელი, მსოფლიოს 232 ქვეყნიდან. გაწევრიანება უფასოა. მასპინძლის სტატუსის მქონე მომხმარებელი მზად არის ერთი ან რამდენიმე ადამიანის დაბინავება უზრუნველყოს. მოგზაურის (სერფერის) სტატუსის მომხმარებელს კი შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უფასო საწოლი მოიძიოს. ასე შეიქმნა couchsurfing.com

ექსტრემალური მოგზაურობის მოყვარულებისთვის ეს მომსახურება ნამდვილი აღმოჩენაა. სასურველ დასახლებულ პუნქტში ღამის თევა მარტივად და რაც ყველაზე მთავარია უფასოდ ხდება. თუმცა ქოუჩსერფინგის იდეა მხოლოდ ღამის უფასოდ გათევაში არ მდგომარეობს, ერთობ მნიშვნელოვანია ადგილობრივი კულტურისა და ადამიანების გაცნობა.
რაც შეეხება უსაფრთხოებას, მომხმარებლის რეალურობის დამოწმების სისტემა რეკომენდაციებზეა დაფუძნებული. ახალბედა იუზერმა უნდა იპოვოს ნაცნობი, რომელიც მის რეალურობას დაადასტურებს. აქედან გამომდინარე მოგზაურობის დაგეგმვისას, მასპინძლის პერსონალურ მონაცემებთან ერთად რეკომენდაციებიც საყურადღებოა.

ყველაფერი ძალიან მარტივია, couchsurfing.com-ზე რეგისტრაციას მაქსიმუმ ათი წუთი სჭირდება. მომდევნო ნაბიჯი დანიშნულების ადგილისა და სასურველი მასპინძლის ძიებაა. თუმცა მხოლოდ უფასო საწოლი არ კმარა, აუცილებელია საწოლამდე მისვლა, რომელიც შესაძლოა ლონდონში ან სულაც ანტანანარივუში იყოს.

"ბილეთი მხოლოდ ერთ გზაზე, ორი ზურგჩანთა, დაახლოებით 600 დოლარი, ცოტა გეგმები და ბევრი ოცნებები - სულ ეს გვქონდა ნიუ იორკში ჩაფრენისას. 1998 წლის 7 ოქტომბერი იყო, ოთხშაბათი. მხოლოდ ის ვიცოდით რომ - გვინდოდა გვენახა მსოფლიო. მთელი მსოფლიო!
ჩვენ არ დაგვიგეგმავს მარშრუტი დეტალურად, მხოლოდ მთავარი მიმართულება ავარჩიეთ. არც რუკები შეგვისწავლია. ჩვენი გიდები ის ადამიანები იყვნენ, გზად რომ გვხვდებოდნენ. გზებს კი ახალ ადგილებამდე, ქვეყნებსა და თავგადასავლებამდე მივყავდით. თავდაპირველად ვერ წარმოვიდგენდით რომ ეს მოგზაურობა ხუთ წელიწადს გაგრძელდებოდა",- ამ სიტყვებით იწყება კინგა ფრისპირიტის წიგნი "ბედს მინდობილი", რომელშიც მსოფლიოს გარშემო კინგასა და შოპენის ავტოსტოპით მოგზაურობის ამბავია აღწერილი.

ავტოსტოპი, იგივე ჰიჩჰაიკინგი უფასოდ გადაადგილების ერთ-ერთი საშუალებაა, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია ლეგალიზებული და სპეციალური საგზაო ნიშნებიც არსებობს. თუმცა ამერიკისა და კანადის რამდენიმე შტატში, ასევე ბრიტანეთისა და გერანიის ჩქაროსნულ ტრასებზე მგზავრთა უსაფრთხოების გამო ავტოსტოპი იკრძალება.

განსხვავებულია მანქანის გაჩერების ფორმაც. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთში ცერა თითს უჩვენებენ, სამხრეთ ამერიკაში მაღლა აშვერილ საჩვენებელ თითს. პოლონეთში გაშლილ ხელის მტევანს უქნევენ. ხშირ შემთხვევაში ჰიჩჰაიკერი ტრაფარეტს/ნიშანს იჭერს ხელში, რომელზეც დანიშნულების ადგილი ან სალაპარაკო ენა წერია.

კინგა მართალი იყო ფსევდონიმის შერჩევისას, სულიერი თავისუფლება მნიშვნელოვანია მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად. ყველაზე საინტერესო კი როგორც ტიბეტური ანდაზა ამბობს ის არის რომ არასდროს იცი რა იქნება ხვალ, ახლი დღე თუ მომდევნო ცხოვრება.

10 comments:

Betty said...

saintereso temaa-rogor axerxeben sxvebi ucxo qveynebshi imas,rasac chven sakutar miwaze ver vaxerxebt.usafrtxo gadaadgilebas da iafad mogzaurobas vgulisxmob.neta tu gamochndebian "uketesi msoflios sheqmnashi" monawileobis msurveli qartvelebi?
"beds mindobili",cota gegmebida bevri ocnebebi,da dro?!dro, romlis daxarjvac dakargva ar iqneba..
da radgan ar vicit ra iqneba xval,uketesi axali dgis imedit mgonia droa momdevno cxovrebistvis daviwyot mzadeba..:)

Lei'la said...

:)

ჩორვენი¹³ said...

au mec minda da me gagoni maqvs ert ert trbiliseltan iyo egre vigac chamosuli erti kvira dahyo da baqosken aigo gezio :D

mokled umagresia raaa :D
axali adamianebi mugamebi eqstremebi da mokled zupaaaa

JoKey said...

ერთადერთხელ ვცადე ავტოსტოპით მგზავრობა ანანურიდან-ფასანაურამდე. იქიდან ნავს ჩამოვყევი და ფული თან არ მქონდა, მაგრამ არავინ გამიჩერა. მერე მარშუტკას გავყევი და ჩემები დამხვდნენ ჭიშკართან, ხელში ორ ლარიანით :( ქოუჩსარვინგზე ბლომად ქართველები არიან, რამდენად ახერხებენ თვითონ სადმე წასვლას არ ვიცი, მაგრამ თბილისში რომ ბევრი სერფერი ჩამოდის ეგ გამიგია. აი, ავტოსტოპის კულტურა საერთოდ არ არის :(

Mother Gong said...

ჩემი მეგობრები ძალიან ხშირად დადიან თბილისი-ბათუმის მარშრუტზე ავტოსტოპით, ძირითადად თურქი მძღოლები აჩერებენ და საერთოდაც საქართველო მარტივად საიჩჰაიქო ქვეყანად ითვლება, ადვილად გიჩერებენ და ანაზღაურებასაც არ ითხოვენ, პირიქით შეურაცხყოფილად იგრძნობენ თავს ფულის შეთავაზებისას.

Mother Gong said...

აუ, თავად პოსტი მხოლოდ ახლა ჩავიკითხე და კინგა ფრისპირიტი ჩემი შთაგონების წყაროა დიდი ხანია! რესპექტ
(ბოდიში დაბლ პოსტისთვის)

babisa said...

hmmm
mominda sadme gadakargva mag sashualebebis gamoyenebiturt da winaswar dadgenili marshrutis gareshe mogzauroba
mara chemtvis siantereso qveynebshi cota sashishia egre xetiali , tan gogostvis da tan marto

mgoni sul mcire erti kargi partniori mchirdeba :)

SunnY said...

ოჰ.. მეც მომინდა :(
მაგრამ საქართველოდან სად შეგვიძლია წასვლა? თითქმის ყველგან ვიზაა საჩირო..

ninendorphine said...

SunnY
arc mtlad egre rtuladaa sakme... stambuli faktiurad acharis gagrdzeleba mgonia me, ra batumamde chasulxar da ra stambulamde :) mainc yvela paputka ikitken midis dziritadad :)

da visas rac sheexeba, aha airchie rac ginda sulo da gulo :D

http://en.wikipedia.org/wiki/Visa_requirements_for_Georgian_citizens#Visa-free_travel

Anonymous said...

Thankss...
Stanbli ki magramm...mand turqettan axlos saberdznetic aris da xom iqac momindeba :D :D
Nu ramodenime weliwadshi imedia sxva situacia iqneba,, manamde ki viocnebo)

SunnY