Monday, December 15, 2008

P.S. I Hate You!


ეს ძაღლიშვილი დრო რა სწრაფად გადის.

ენი ამბობს დრო ორგაზმივითაა, ისე ცოტა ხანს გრძელდება, არასდროს არის საკმარისიო. იმასაც ამბობს, სიზმრები მიყვარსო. მოვლენების, დროისა და სივრცის გრადაცია აღმაგზნებსო. ხანდახან ისეთ რამეს დააბრეხვებს...

უხასიათოდ გაიღვიძა, მაშინვე ყავას ეცა. იისფერი ფოსტლები სავარძლის ქვეშ შეყარა და ფეხები აიკეცა. სადღაც ჯანდაბაში იყურება, არც მიმჩნევს. ორჯერ ჩავახველე და გაზეთიც ავახმაურე. გიყვარვარო?! - მკითხა. არ ვიცოდი რა მეთქვა და კითქო ვუპასუხე. დაიჯერა მგონი, კმაყოფილი სახით გააგრძელა ყავის სმა. მე არაო, უფრო სწორად მგონი არაო. იმდენი ხანია ერთად ვართ, სხვანაირად ვერც წარმომიდგენია, მაგრამ ეს სიყვარული არ უნდა იყოსო. ისევ ჯანდაბაში დაიწყო ყურება. შეიცვალა ძალიან... მეც. დღე ისე ჩაივლის არც მახსენდება რომ არსებობს. არც მას. საღამოს შევიყრებით ერთად და სათქმელი მაინც არაფერი გვაქვს. სულაც არ მინდოდა ურთიერთობა ვალდებულებად ქცეულიყო, თავისით მოხდა ასე. ერთ დღესაც მომბეზრდა ყვავილების მირთმევა, ქათინაურის თქმა და სიყვარულის ახსნა და აი, ასე დავიწყეთ ცხოვრება. დილას ყავა გვაქვს, საუზმესაც ვართმევთ თავს, ვმუშაობთ და საღამოს ვიძინებთ. ცხოვრებაც ეს არის.

ერთ დღეს აიკვიატა სიყვარული სამ წელს ცოცხლობსო. რაღაც წიგნი წაუკითხავს და უმალ მომახვია თავს. უსათუოდ შენი ბრალი იქნება ჩვენ თუ დავშორდებით, მხოლოდ კაცები ანგრევთ სიყვარულს და ქალებს კლავთო. ასე მითხრა.

ერთ დღეს მეც ავიკვიატე უნდა დავშორდეთ დროებით მაინც. გავერკვეთ საკუთარ გრძნობებში და თუ საჭიროდ ჩავთვლით ისევ აღვადგინოთ ურთიერთობათქო. დავშორდით. ასე თავისუფლად დიდი ხანია არ ვყოფილვარ. არც მანამდე მაკავებდა ვინმე, მაგრამ ენის გარეშე სულ სხვაა. იმდენი ქნა, მაინც მომაბეზრა თავი. დილა ყავით იწყებოდა, მერე სამსახურში გარბოდა საქმიანი იერით და საღამოს ეძინა.

ჰმ, დრო ორგაზმიაო. საიდან იცის ნეტავ...

P.S. I Hate You!

6 comments:

OTO said...

http://www.otosblog.com/2008/08/love-hate.html

Betty said...

Ramxela muwebi aqvs am pataras,sad miageni?

archevani arc tu didia.oqros shualedi ar arsebobs?

siyvarulidan --- sidzulvilamde....

muchshi verc erts sheinaxav,gamontavisuplebas ki pasuxismgebloba da gambedaoba schirdeba..

I Hate You!-sashineli mosasmenia,satqmeladac ar aris sasiamovno,tumca dagrovili uaryofitisagan tavis dasagwevad sauketesoa..jobs ar dagchirdes amis tqma...

dro ki mihqris,ho,mihqris da vegar vaswrebt sixarulisa da bednierebis momtan siyvaruls.. :{

P.S.sheni naweri ki yoveltvis sasiamovnod ikitxeba.:)

ho,archevani??????????

I Love You!-jobia...

Lei'la said...

:)

Secrets said...

ხო, წერის კულტურასთან დაკავშირებით ბეტის დავეთანხმები, აუცილებლად.

და რა მაინტერესებს, ჯოზეფ ქეი ვინაა?

JoKey said...

OTO Love & Hate ჩავწერე გუგლში და ეგ ამომიგდო :)

Betty გეთანხმები რთული სათქმელია, თუმცა უთქმელობას სჯობს. ხელოვნურ ურთიერთობაზე საშინელი არაფერია. და მაინც I Love You საუკეთესოა!

Lei'la მიყვარს შენი სმაილიკი. ბევრს ამბობს

Secrets გმადლობ.
ჯოზეფ კეი მე ვარ :P

lilusia said...

ბედნიერი მოვკვდები თუ ჩემი LOVE ბოლომდე LOVE იქნება და არასოდეს გამიხდება მომაბეზრებელი, დასამთავრებელი და ორგაზმივით მოკლე :)

პ.ს შენს ბლოგს ჩავუჯექი ეს დღეეები, ფაივორითებში და ჩემი ბლოგის ბმულებში ჩავიმატე და მოცალეობის ჯამს ვტკბები.