Monday, January 26, 2009

ოჯახიი ხლამი



იმ ნივთების ჩამონათვალი, თითო-ოროლა ყველას რომ აქვს სახლში:

1. გახეხილი ყველის კონტეინერი
2. ნოტები
3. მადონას სერვიზი
4. ზამთარში მეორე სართული სოფელში
5. დედესიტი
6. ლიჟები
7. სპასატელნი კრუგი
8. ძველი ნასკები მასტიკის წასასმელად ან მტვრის გადასაწმენდად
9. სიგარეტი "მაგნას" ცარიელი ყუთები ვინტ-გაიკების შესანახად
10. მარგარინი "ვიტაბის" ცარიელი ყუთი შეშის ფეჩის გასაკეთებლად ან ყვავილების გადასარგავად
11. ორფაზიანი რუბილნიკი
12. დახვეული კაბელი
13. გაფუჭებული სარეცხი მანქანა
14. სამლიტრიანი ბანკები
15. ათლიტრიანი შტოფები
16. ბანბანერკის ყუთები
17. სამანტა ფოქის, სანდრას და საბრინას პლაკატები
18. ძველი ჟურნალები
19. გორგოლაჭებიანი მაგიდა
20. ჩეხური ხრუსტალის 12 სანთლიანი ჭაღები
21. დეკორატიული ბუხარი
22. სატვირთო ლიფტები კორპუსებში
23. ჩამოხსნილი კარ-აკოშკები
24. გაფუჭებული ლამპოვი ტელევიზორები
25. "ვეგას" მაგნიტოფონები
26. ვირტუალური განჯინები
27. სამფრთიანი ტრილიაჟი
28. ნანი ბრეგვაძის, "დიელოს", "რეროს" და "ორერას" პლასტინკები
29. "ბასფის" ცარიელი კასეტები
30. კასეტის დასაწებებელი მანიკურები და გადასახვევი ფანქრები
31. ხრუსტალის ვაზები განჯინის თავზე
32. აშლილი პიანინო
33. შვიდსიმიანი ბაფთიანი გიტარა
34. იონიკა "იამაჰა"
35. როიალი გარაჟში
36. შავი ლეიკოთი გადაკრული პულტები
37. პარკგადაკრული სკამები
38. მოსაჭრელ-ჩასაბარებელი რადიატორები
39. ხის ლამაზი ტოტები
40. ლენინის ნაშრომების სრული კრებული
41. გახეული კალგოტკები ხახვისთვის
42. სეტკა-ჩანთა კარტოფილის და საზამთროს საყიდლად
43. ბოთლების იაშიკი ცარიელი ბოთლებით
44. ბათუმიდან ჩამოტანილი კენჭები და რაკუშკები
45. სათვალის ცალი ყური
46. ბებიაშენის პემზის ქვა
47. ბულავკები
48. ტრუსიკის რეზინა (თეთრი ფერის)
49. ფანჯრის გატეხილი შუშები
50. ნახმარი ზუმფარები
51. ძველი მუშამბები
52. კანფეტის ჭრელი ქაღალდები
53. გადაყრილი ბოტასების თასმები
54. "დონალდოს" ფანტიკები
55. კბილებმოტეხილი სავარცხელი
56. ნახმარი კბილის ჩოთქები თმის შესაღებად
57. "ქინდერის" ყვითელი პლასტმასები
58. ძველი ლამფუჩკიანი რეფლექტორები (ბუხრის პონტში, წყლის ჩასასხმელი კონტეინერით)
59. ხის ჭოჭიალა
60. მამაშენის არტახები
61. შიბაქი
62. მანეჟი
63. ბზრიალები
64. გაფუჭებული ვინტილები
65. გაფუჭებული საკეტები
66. წინა რემონტისას გამოცვლილი, მაშინვე უვარგისი კარის სახელურები
67. დაცლილი პასტები
68. ჟესტის ქილები წარწერით "სახარ", "სოლ", წითელი, თეთრი კოპლებით
69. ჩუსტის დასაწებებლად გამოყენებული, გახევებული ფუნჯი
70. ამოქარული მანკურები
71. ერთმანეთში გადარეული აკვარელის საღებავები
72. ველოსიპედის გახეთქილი კამერა (დასაჭრელად და თმის რეზინად გამოსაყენებლად)
73. წითელი თუმნიანები
74. ვადაგასული წამლები
75. გაფუჭებული "დენდის" ჯოისტიკები
76. შვიშტოკიანი ემალის ჩაინიკები
77. ძველი ესპადრელები
78. ცალი "ინსპექტორი"
79. ვაფლის პირსახოცები
80. "ოკას", "მინსკის" და "დნეპრის" გაფუჭებული მაცივრები
81. კალაშნიკოვის გახვრეტილი გილზა ცეპზე
82. დუხის დაცლილი ფლაკონები
83. გრელკები
84. კლიზმები
85. ზმეიკაგაფუჭებული ჩემოდნები
86. გაჩერებული საათები
87. ჩაკეტილი ბოქლომი გასაღების გარეშე
88. ძველი ტელეფონების დამტენები
89. საბლიტგამის გამოცემული სატელეფონო ცნობარები
90. ტომარაში ჩაქვავებული ცემენტი
91. თმის იმდენად გაწელილი რეზინა, რომელიც წელზე თუ მოგერგება
92. მაგნიტოფონის პასიკები
93. მელხიორის ხანჯლები
94. აბურდული ძაფები
95. ზინგერის გაფუჭებული მანქანები
96. დასამონტაჟებელი ვანა
97. დაცლილი, 20 თეთრიანი სანთებელები
98. ბოლო ზარის საროჩკები
99. საბჭოთა ენციკლოპედია
100. ძველი კონსპექტები
101. ნახმარი კაპიროვკები
102. გაღუნული ლურსმნები
103. გაფუჭებული წნევის აპარატები
104. ყურმოტეხილი კრუშკები
105. ყავის ჭიქების ნაბორი (კედლის კარადაში, ზევით)
106. გაფუჭებული ზმეიკა
107. ტუმბოჩკები
108. დაბლაგვებული მაკრატლები
109. ნესესერები გაქუცული ქლიბით
110. გამოუყენებელი შნურები
111. დამწვარი ვილკები
112. ბაბუაშენის მუხლებგამობერილი, არცთუ მხიარული ფერის კარლსონები
113. ლიპები
114. ლიფის ცალი ბრეტელი
115. გაღუნული ჭიკარტები
116. პენლები
117. ხის სამკუთხედი სახაზავები
118. ბოლომდე გაფერადებული გასაფერადებლები (ვაი, თუ ისე გაგიჭირდეს, შენი შვილი მეორედ გააფერადებს)
119. სამი ფენის ქვეშ გაკრული შპალერის ნარჩენები
120. კრებდეშინის და კრებჟორჟეტის ლასკუტები
121. სხვადასხვა ფერის არშიები
122. კრუჟევა-კრუჟევა ჟაბოები
123. ჩრჩილისგან დაჭმული ნორკის შუბები და მეხები
124. არასწორად გადაჭრილი ჯინსები
125. ნორჩი ლენინელის მედალი
126. პიონერის ყელსახვევი
127. პარტბილეთები
128. ჩათვლის წიგნაკი
129. ამოუცნობი სუბიექტების ფოტოები
130. პოლაროიდი
131. კონტროლ-ჩამოხეული ბილეთები
132. ფანქრით შევსებული კროსვორდები
133. თეატრის, გასახსნელი ლორნეტები
134. სამხედრო ჭოგრიტები
135. დაკვერცხილი ბურთები
136. "ბიგის" ნახმარი ბეზაპასნები
137. შუაზე გადატეხილი ბრიტვები
138. 10 წლის წინანდელი, აწ არარსებული დაწესებულებების ქვითრები
139. სტალინის და ლენინის ფოტოები
140. გაფუჭებული ფარგლები
141. გატეხილი ტრანსპორტირი
142. საკოსტუმე ნაჭრები
143. კოპლებიანი საკაბეები
144. ჩითის ხალათები
145. ხალათის ქამრები
146. გაყიდული მანქანის გასაღები და კოვრიკები
147. გაფუჭებული ნაუშნიკები
148. კაცმა რო არ იცის შიგ რა წერია დისკები
149. შამპუნის დაცლილი ბოთლები საწუწაოდ
150. "ფისოს" პუდრა (ჰერმეტულად დახურული)
151. ტუფლის გამხმარი მაზი და დაძენძილი გუპკები
152. კალგოტკის თვალის ამოსაყვანი
153. ძველი კუბოკრული ადიალის ნარჩენები შუაში ამოჭრილი რგოლით პოლის ჯოხზე ჩამოსაცმელად
154. გაფუჭებული პალატიორები
155. დაბლაგვებული ხერხები
156. ბირდაბირი
157. მწვანედ მოციმციმე კალკულატორები
158. ჩოთქი (აბაკი, საანგარიშო, რომელიც შეიძლება მძივადაც გამოიყენო)
159. ქვადაკარგული დომინო
160. ცალკამათლიანი ნარდი
161. სხვადასხვა ზომის კამათლები
162. შიშველი ქალების კარტი
163. კარტდაკარგული კალოდა
164. ფიგურებნაკლული შახმატი (წამტვრეულთავიანი ცხენებით ან დედოფლებით)
165. კარაკულის შუბები
166. ბეწვიანი უშანკები
167. ტელევიზორის სტაბილიზატორები, სავეცკი
168. დამტვრეული სათამაშოები
169. პატარა საბჭოთა მანქანების კოლექციები
170. მარკები
171. მედალიონები

ტაში!

Sunday, January 18, 2009

Éric Satie - მუსიკა ცხოვრებისთვის

Gymnopédie No.1



Gnossienne No.1



Gnossienne No.4



სახლიდან გასვლამდე მქონდა ჩართული, სანამ მოვწესრიგდი, ჩავიცვი, საუზმე გავიმზადე... მშვენიერი ფონია ცხოვრებისთვის.

Monday, January 12, 2009

გამარჯობა, მე ქართველი ვარ!


ერთხელ უსაზღვროდ საინტერესო სადღეგრძელო მოვისმინე. ჩემს დაჭმუჭნულ საქართველოს გაუმარჯოს, რომ გაასწორებ და მთელს დედამიწას შემოსწვდებაო. სიმართლე გითხრათ ვერ მივხვდი შემოწვდენის მერე რა იქნებოდა.
მაშინ რასაკვირველია არაფერი მითქვამს, უზრდელი ხომ არ ვარ. სამაგიეროდ სადღეგრძელოს ავტორი როგორც კი დავიმარტოხელე მაშინვე ქილიკი დავიწყე სუფრულ ტრადიციებსა და სიტყვების უაზრო რახარუხზე. ის სადღეგრძელოც გავიხსენე და ბევრი ვიცინე. მითხრა, მოცემულ სიტუაციაში ასე იყო საჭიროო.
პოზიორობისა და გადაჭარბებული ამბიციის არ მესმის. ამას კესტლერი რომ კითხულობდეს მეტყოდა სნობი ხარო, არადა თვითონაც შემიძლია აღიარება.

უცნაურია და ქართველისთვის ქურთი, სომეხი, თათარი, ებრაელი (“ურია”), ზიმბაბვე, კენია სალანძღავი სიტყვებია. მხოლოდ აქ არსებობს გამოთქმა “მაგას ფული ისე არ გამოელევა, როგორც სომეხს ტილიო.”
ვინმეზე მეტი მხოლოდ ქართველობით რატომ შეიძლება იყოს ადამიანი ესეც გაუგებარია.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსი ქალი რუსულად ლაპარაკის გამო ისე გამოლანძღეს გადაირეოდა კაცი. არასწორიათქო რომ ვთქვი, მაშინვე მე მომდგნენ, შენისთანები რომ არსებობენ ამ ქვეყანაში, იმიტომ არის ჩვენი საქმე კარგადო.

ჩემს “ძმაკაცებს” (არ მიყვარს ეს სიტყვა და ბრჭყალებში ამიტომ ვსვამ. ამ შემთხვევაში ბავშვობის მეგობრებს ვგულისხმობ) დაუსრულებლად შეუძლიათ “იკაიფონ” ჩემს ნათქვამ “მაისურზე”, “ქურთუკზე”, “ლაბადაზე” ან “პერანგზე”.

ჰო, კარგი ქართული სიმღერა ყოველთვის მომწონდა, თუმცა “კარგის” დეფინიცია ცოტა არ იყოს ბუნდოვანია. ზოგიერთი ისე თავგამოდებით მარწმუნებს ნინო ჩხეიძისა თუ გია სურამელაშვილის გენიალურობაში, ხანდახან ეჭვი მეპარება, ეგება და ჩემი კარგი სულაც არ არის კარგი და ის ზოგი მართალია.
“უდარდელაზეც” მხოლოდ ის გადის რაც ერს უნდა.

დღეს ჩემი თანამშრომელი ბაქიბუქობდა ქართველობით, ყველაზე ნიჭიერები ვართ და უცხოელები ჩვენი ქალების და ბუნების სილამაზით აღარ არიანო.

რა ვიცი...





მოკლედ, გამარჯობა, მე ქართველი ვარ!