Monday, January 12, 2009

გამარჯობა, მე ქართველი ვარ!


ერთხელ უსაზღვროდ საინტერესო სადღეგრძელო მოვისმინე. ჩემს დაჭმუჭნულ საქართველოს გაუმარჯოს, რომ გაასწორებ და მთელს დედამიწას შემოსწვდებაო. სიმართლე გითხრათ ვერ მივხვდი შემოწვდენის მერე რა იქნებოდა.
მაშინ რასაკვირველია არაფერი მითქვამს, უზრდელი ხომ არ ვარ. სამაგიეროდ სადღეგრძელოს ავტორი როგორც კი დავიმარტოხელე მაშინვე ქილიკი დავიწყე სუფრულ ტრადიციებსა და სიტყვების უაზრო რახარუხზე. ის სადღეგრძელოც გავიხსენე და ბევრი ვიცინე. მითხრა, მოცემულ სიტუაციაში ასე იყო საჭიროო.
პოზიორობისა და გადაჭარბებული ამბიციის არ მესმის. ამას კესტლერი რომ კითხულობდეს მეტყოდა სნობი ხარო, არადა თვითონაც შემიძლია აღიარება.

უცნაურია და ქართველისთვის ქურთი, სომეხი, თათარი, ებრაელი (“ურია”), ზიმბაბვე, კენია სალანძღავი სიტყვებია. მხოლოდ აქ არსებობს გამოთქმა “მაგას ფული ისე არ გამოელევა, როგორც სომეხს ტილიო.”
ვინმეზე მეტი მხოლოდ ქართველობით რატომ შეიძლება იყოს ადამიანი ესეც გაუგებარია.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსი ქალი რუსულად ლაპარაკის გამო ისე გამოლანძღეს გადაირეოდა კაცი. არასწორიათქო რომ ვთქვი, მაშინვე მე მომდგნენ, შენისთანები რომ არსებობენ ამ ქვეყანაში, იმიტომ არის ჩვენი საქმე კარგადო.

ჩემს “ძმაკაცებს” (არ მიყვარს ეს სიტყვა და ბრჭყალებში ამიტომ ვსვამ. ამ შემთხვევაში ბავშვობის მეგობრებს ვგულისხმობ) დაუსრულებლად შეუძლიათ “იკაიფონ” ჩემს ნათქვამ “მაისურზე”, “ქურთუკზე”, “ლაბადაზე” ან “პერანგზე”.

ჰო, კარგი ქართული სიმღერა ყოველთვის მომწონდა, თუმცა “კარგის” დეფინიცია ცოტა არ იყოს ბუნდოვანია. ზოგიერთი ისე თავგამოდებით მარწმუნებს ნინო ჩხეიძისა თუ გია სურამელაშვილის გენიალურობაში, ხანდახან ეჭვი მეპარება, ეგება და ჩემი კარგი სულაც არ არის კარგი და ის ზოგი მართალია.
“უდარდელაზეც” მხოლოდ ის გადის რაც ერს უნდა.

დღეს ჩემი თანამშრომელი ბაქიბუქობდა ქართველობით, ყველაზე ნიჭიერები ვართ და უცხოელები ჩვენი ქალების და ბუნების სილამაზით აღარ არიანო.

რა ვიცი...





მოკლედ, გამარჯობა, მე ქართველი ვარ!

8 comments:

ჩორვენი¹³ said...

lol
sagol

tumca saqartvelo martla magaria, es unda vagiarot ai qartveloba ki zalian sadavo sakitxia!


mara shen mainc snobi xar :P

JoKey said...

საქართველო ნამდვილად მაგარია, მაგრამ თითქმის ყველას კიდია.
დღეს მშვიდად ვიყავი, ჩემთვის და ჩემმა თანამშრომელმა ნერვი ამიშალა სულელური ამბიციებით და დიდხანს ვიკამათეთ, მაგრამ ამაოდ!

Pink Panthere said...

უჰ, პოსტზე არაა პასუხი მაგრამ დღეს მივდივარ ბიბლიოთეკაში და ჩემს ქალაქში, ცენტრალურ ქუჩაზე ვიღაც ბიჭი დანჯღრეულ რუსული-კავკასიური აქცენტით ტელეფონზე ვიღაცას უყვიროდა აგრესიულად ”ტი შტო, ზა გრუზინა მენია პრინიმაეშ? ” აი როგორი ხმით იცი, თითქოს გრუზინობა პაზორია.

ძალიან გული მეტკინა, მაგრამ მაინც ვერ გავბედე მისვლა და რამის თქმა :(

Betty said...

კარგი იქნებოდა საამაყოდ და ბედნიერების ერთ ერთ პირობად ქართველობა და საქართველოში ცხოვრება გვქონდეს,ხომ? უხერხულია ამტკიცო,რომ სამშობლო გიყვარს.ეს სიყვარულიც ხომ ყველას თავისებურად ესმის და კამათი ჭეშმარიტებამდე ვერ მიგიყვანს.რაც შეეხება ქართულ სიმღერას......კომპლიმენტი თუ მოგენატრა?!აქ საეჭვო არაფერია.აქ დიდ როლს განათლება,ოჯახური ტრადიციები,აღზრდა,გარემო და ვინ იცის კიდევ რა არ მოქმედებს,ამიტომაც დავად არ ღირს..თუმცა მართლაც და ვინ იცის....

Offline Network said...

ai shen vinc ver gagigebs eg fsevdo kartvelia. :)

female said...

საშინლად კარგი თემაა და შენი აზრიც ამ საკითხზე საშინლად დამაკმაყოფილებელი ჩემთვის

Katieé.Ge said...

"დღეს ჩემი თანამშრომელი ბაქიბუქობდა ქართველობით, ყველაზე ნიჭიერები ვართ და უცხოელები ჩვენი ქალების და ბუნების სილამაზით აღარ არიანო."

უცხოელებს თავისი ბუნება და ქალებიც ყოფნით ;)

ეგ კია, ჩვენს ქალებს განაზება ეხერხებათ, მაგ. ევროპელებს – არა. ფემინისტებ–მოძულებულ ევროპაში შედარებით დამთმობი და უდავოდ ბევრად ყურადღებიანი ქართველი ქალი ნამდვილად მოსწონთ :) სილამაზე არაფერ შუაშია. აქ უფრო ის მომენტია, რომ ქართველი მამაკაცებისგან განსხვავებით ქალს ევროპელები (სხვაზე ვერ ვილაპარაკებ არ მიცხოვროა სხვაგან) მხოლოდ ერთადერთ კრიტერიუმით – გარეგნობით არ აფასებენ, არც ზედმეტი კილოგრამებით და არც დოლჩე და გაბანას სათვალით ;) ყურადღებიანობით და გულთბილობით კი ნამდვილად ვჯობივართ ბევრს იქ. თუ გიჟდებიან, ამიტომაც, თუმცა რამდენად გიჟდებიან, მაინც საკითხავია :D

Anonymous said...

tlpooct mhf howcj black butt

hwstu!

rlbse zzarpu khg blowjob porn