Monday, January 26, 2009

ოჯახიი ხლამი



რამდენიმე იდეინი მეგობარი მყავს, ჰოდა, მოცალეობის ჟამს იმ ნივთთა ნუსხა შევადგინეთ, თითო-ოროლა ყველა სახლში რომ მოიპოვება.

1. გახეხილი ყველის კონტეინერი
2. ნოტები
3. მადონას სერვიზი
4. ზამთარში მეორე სართული სოფელში
5. დედესიტი
6. ურეკში წასაღები ლიჟები
7. ბაკურიანში წასაღები სპასატელნი კრუგი
8. ძველი ნასკები მასტიკის წასასმელად ან მტვრის გადასაწმენდად
9. სიგარეტი "მაგნას" ცარიელი ყუთები ვინტ-გაიკების შესანახად
10. მარგარინი "ვიტაბის" ცარიელი ყუთი შეშის ფეჩის გასაკეთებლად ან ყვავილების გადასარგავად
11. ორფაზიანი რუბილნიკი
12. დახვეული კაბელი
13. გაფუჭებული სარეცხი მანქანა
14. სამლიტრიანი ბანკები
15. ათლიტრიანი შტოფები
16. ბანბანერკის ყუთები
17. სამანტა ფოქის, სანდრას და საბრინას პლაკატები
18. ძველი ჟურნალები
19. გორგოლაჭებიანი მაგიდა
20. ჩეხური ხრუსტალის 12 სანთლიანი ჭაღები
21. დეკორატიული ბუხარი
22. სატვირთო ლიფტები კორპუსებში
23. ჩამოხსნილი კარ-აკოშკები
24. გაფუჭებული ლამპოვი ტელევიზორები
25. "ვეგას" მაგნიტოფონები
26. ვირტუალური განჯინები
27. სამფრთიანი ტრილიაჟი
28. ნანი ბრეგვაძის, "დიელოს", "რეროს" და "ორერას" პლასტინკები
29. "ბასფის" ცარიელი კასეტები
30. კასეტის დასაწებებელი მანიკურები და გადასახვევი ფანქრები
31. ხრუსტალის ვაზები განჯინის თავზე
32. აშლილი პიანინო
33. შვიდსიმიანი ბაფთიანი გიტარა
34. იონიკა "იამაჰა"
35. როიალი გარაჟში
36. შავი ლეიკოთი გადაკრული პულტები
37. პარკგადაკრული სკამები
38. მოსაჭრელ-ჩასაბარებელი რადიატორები
39. ხის ლამაზი ტოტები
40. ლენინის ნაშრომების სრული კრებული
41. გახეული კალგოტკები ხახვისთვის
42. სეტკა-ჩანთა კარტოფილის და საზამთროს საყიდლად
43. ბოთლების იაშიკი ცარიელი ბოთლებით
44. ბათუმიდან ჩამოტანილი კენჭები და რაკუშკები
45. სათვალის ცალი ყური
46. ბებიაშენის პემზის ქვა
47. ბულავკები
48. ტრუსიკის რეზინა (თეთრი ფერის)
49. ფანჯრის გატეხილი შუშები
50. ნახმარი ზუმფარები
51. ძველი მუშამბები
52. კანფეტის ჭრელი ქაღალდები
53. გადაყრილი ბოტასების თასმები
54. "დონალდოს" ფანტიკები
55. კბილებმოტეხილი სავარცხელი
56. ნახმარი კბილის ჩოთქები თმის შესაღებად
57. "ქინდერის" ყვითელი პლასტმასები
58. ძველი ლამფუჩკიანი რეფლექტორები (ბუხრის პონტში, წყლის ჩასასხმელი კონტეინერით)
59. ხის ჭოჭიალა
60. მამაშენის არტახები
61. შიბაქი
62. მანეჟი
63. ბზრიალები
64. გაფუჭებული ვინტილები
65. გაფუჭებული საკეტები
66. წინა რემონტისას გამოცვლილი, მაშინვე უვარგისი კარის სახელურები
67. დაცლილი პასტები
68. ჟესტის ქილები წარწერით "სახარ", "სოლ", წითელი, თეთრი კოპლებით
69. ჩუსტის დასაწებებლად გამოყენებული, გახევებული ფუნჯი
70. ამოქარული მანკურები
71. ერთმანეთში გადარეული აკვარელის საღებავები
72. ველოსიპედის გახეთქილი კამერა (დასაჭრელად და თმის რეზინად გამოსაყენებლად)
73. წითელი თუმნიანები
74. ვადაგასული წამლები
75. გაფუჭებული "დენდის" ჯოისტიკები
76. შვიშტოკიანი ემალის ჩაინიკები
77. ძველი ესპადრელები
78. ცალი "ინსპექტორი"
79. ვაფლის პირსახოცები
80. "ოკას", "მინსკის" და "დნეპრის" გაფუჭებული მაცივრები
81. კალაშნიკოვის გახვრეტილი გილზა ცეპზე
82. დუხის დაცლილი ფლაკონები
83. გრელკები
84. კლიზმები
85. ზმეიკაგაფუჭებული ჩემოდნები
86. გაჩერებული საათები
87. ჩაკეტილი ბოქლომი გასაღების გარეშე
88. ძველი ტელეფონების დამტენები
89. საბლიტგამის გამოცემული სატელეფონო ცნობარები
90. ტომარაში ჩაქვავებული ცემენტი
91. თმის იმდენად გაწელილი რეზინა, რომელიც წელზე თუ მოგერგება
92. მაგნიტოფონის პასიკები
93. მელხიორის ხანჯლები
94. აბურდული ძაფები
95. ზინგერის გაფუჭებული მანქანები
96. დასამონტაჟებელი ვანა
97. დაცლილი, 20 თეთრიანი სანთებელები
98. ბოლო ზარის საროჩკები
99. საბჭოთა ენციკლოპედია
100. ძველი კონსპექტები
101. ნახმარი კაპიროვკები
102. გაღუნული ლურსმნები
103. გაფუჭებული წნევის აპარატები
104. ყურმოტეხილი კრუშკები
105. ყავის ჭიქების ნაბორი (კედლის კარადაში, ზევით)
106. გაფუჭებული ზმეიკა
107. ტუმბოჩკები
108. დაბლაგვებული მაკრატლები
109. ნესესერები გაქუცული ქლიბით
110. გამოუყენებელი შნურები
111. დამწვარი ვილკები
112. ბაბუაშენის მუხლებგამობერილი, არცთუ მხიარული ფერის კარლსონები
113. ლიპები
114. ლიფის ცალი ბრეტელი
115. გაღუნული ჭიკარტები
116. პენლები
117. ხის სამკუთხედი სახაზავები
118. ბოლომდე გაფერადებული გასაფერადებლები (ვაი, თუ ისე გაგიჭირდეს, შენი შვილი მეორედ გააფერადებს)
119. სამი ფენის ქვეშ გაკრული შპალერის ნარჩენები
120. კრებდეშინის და კრებჟორჟეტის ლასკუტები
121. სხვადასხვა ფერის არშიები
122. კრუჟევა-კრუჟევა ჟაბოები
123. ჩრჩილისგან დაჭმული ნორკის შუბები და მეხები
124. არასწორად გადაჭრილი ჯინები
125. ნორჩი ლენინელის მედალი
126. პიონერის ყელსახვევი
127. პარტბილეთები
128. ჩათვლის წიგნაკი
129. ამოუცნობი სუბიექტების ფოტოები
130. პოლაროიდი
131. კონტროლ-ჩამოხეული ბილეთები
132. ფანქრით შევსებული კროსვორდები
133. თეატრის, გასახსნელი ლორნეტები
134. სამხედრო ჭოგრიტები
135. დაკვერცხილი ბურთები
136. "ბიგის" ნახმარი ბეზაპასნები
137. შუაზე გადატეხილი ბრიტვები
138. 10 წლის წინანდელი, აწ არარსებული დაწესებულებების ქვითრები
139. სტალინის და ლენინის ფოტოები
140. გაფუჭებული ფარგლები
141. გატეხილი ტრანსპორტირი
142. საკოსტუმე ნაჭრები
143. კოპლებიანი საკაბეები
144. ჩითის ხალათები
145. ხალათის ქამრები
146. გაყიდული მანქანის გასაღები და კოვრიკები
147. გაფუჭებული ნაუშნიკები
148. კაცმა რო არ იცის შიგ რა წერია დისკები
149. შამპუნის დაცლილი ბოთლები საწუწაოდ
150. "ფისოს" პუდრა (ჰერმეტულად დახურული)
151. ტუფლის გამხმარი მაზი და დაძენძილი გუპკები
152. კალგოტკის თვალის ამოსაყვანი
153. ძველი კუბოკრული ადიალის ნარჩენები შუაში ამოჭრილი რგოლით პოლის ჯოხზე ჩამოსაცმელად
154. გაფუჭებული პალატიორები
155. დაბლაგვებული ხერხები
156. ბირდაბირი
157. მწვანედ მოციმციმე კალკულატორები
158. ჩოთქი (აბაკი, საანგარიშო, რომელიც შეიძლება მძივადაც გამოიყენო)
159. ქვადაკარგული დომინო
160. ცალკამათლიანი ნარდი
161. სხვადასხვა ზომის კამათლები
162. შიშველი ქალების კარტი
163. კარტდაკარგული კალოდა
164. ფიგურებნაკლული შახმატი (წამტვრეულთავიანი ცხენებით ან დედოფლებით)
165. კარაკულის შუბები
166. ბეწვიანი უშანკები
167. ტელევიზორის სტაბილიზატორები, სავეცკი
168. დამტვრეული სათამაშოები
169. პატარა საბჭოთა მანქანების კოლექციები
170. მარკები
171. მედალიონები

ტაში, მეგობრებო!

13 comments:

Lika Kakiashvili said...

ოჯახის ხანდაზმული წევრების ნაქონ ნივთთა ჩამონათვალი რო ჩემი ფავორიტია, იცი, ალბათ!

კარგად კი გავერთეთ, მამენტ, მაშინ, ჰა?.

ჰო, მართლა, თუ ვინმეს მტკივნეულად გეცნობათ აქ ჩამოთვლილი გარკვეული საგნები, არ დაიგრუზოთ და არც თეთრ ყვავებად იგრძნოთ თავი, მათი დიდი ნაწილი ხლამიი სახით ყველა ჩვენგანს გვაქვს ოჯახში! :):):)

P.S. სიტყვაში ხლამიი, მეორე ”ი” აპეჩატკა არ არის! :ბუ-ე-ჰე-ჰე-ს სმაილიკი:

CheshireCat said...

ძალიან, ძალიან, ძალიან მაგარი პოსტია :იეს:

ჩორვენი¹³ said...

genialuria ra magaria roca marto ar xar :D!!!

lol zalian magari postiaa!!!!


es forum.gezec unda dado!!
supa!!

Betty said...

+გაფუჭებული კედლის რადიო
+ძველი ტელეფონის აპარატი
+ მოშლილი მუსიკალური ზარი შემოსასვლელი კარისთვის

m i r a m a x said...

ფაიფურის ბეზდელუშკები :D


ძალიან, ძალიან მაგარი პოსტია ეს უნდა დავაბუქმარქო :D ;)

Mari said...

უი რა კარგი სიაა ...



















... გადასაყრელი ნივთების ^_^

Mari said...

statia.ge-ze imasgikeni ^_^

http://www.statia.ge/story.php?title=Jo_Key_%E1%83%9D%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%98_%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98

ჩორვენი¹³ said...

lol axla vcerdi kak raz statia ge ze gagchita sweetimtqo :d da ukve dauceria tviton :D

JoKey said...

Mari Thank you, so sweet :)

თათია said...

ძალიან მაგარია.
ორიოდე წლის წინ გენერალური რემონტის დროს აღმოვაჩინეთ ეს ნივთები ჩვენ სახლშიც. უფრო სწორად მივხვდით მათ "გამოუსადეგრობას" (სწორია?) :D

mini_pasolini said...

რამხელა ძუძუეები აქვს ამ ქალს?

Sophie Golden said...

რამდენი ხანია ასეთი პოსტი არ წამიკითხავს :D

უცებ გამახსენდა "სამფრთიანი ტრილიაჟი" :D :D :D ჩვენც გვქონდა ეგეთი სახლში & many more "trashie", oh my!! ანტიკვარებია ეგ ყველაფერი, სავეტსკი მუზეუმი უნდა გააკეთოს ადამიანმა.

babisa said...

უჰ
რამდენი ვიხალისე
და იდმენი რამ გამახსენდა რაც შინ მაქვს და რაც ბებიას აქვს
უჰ

:))))
ისე ნეტა რამდენ ხანს წერდით ამ სიას, საკმაოდ დიდია
და კიდევ ალბათ რამდნეი მსგავსი რამ აკლია

ყველანი საბჭოეთიდან მოვდივართ :)))