Thursday, February 19, 2009

გურულ-ქართული ლექსიკონი



ავტორი: თამარ გოგუაძე

გოუნკლოველი – მიუხვედრელი
განკლოვილი- მიხვედრილი
ძიეზი- კლეტკა, ფიფქი - ბუნდღა და ლაი-ლაი ბარათი ტლიკი-ტლიკი (სატელეფონო ტერმინები)
სტორი – მართალი
ა კიდო! – ისევ
გულობიზა – თვის ბოლოსართი(მაგ.ბაღნის გულობიზა - ბავშვისთვის)
ყინტორა – კისერმოშიშვლებული
მოტიალებული - მოცარიელებული, მოსუფთავებული, ვაკე
გატიალებული – მაგარი მთვრალი
წეიკუზეთ! გახაზირდით! არიქა! – მოემზადეთ! ყურადღება ! წინ!
ლოპორწიე – ლოკოკინა
გესამანიე – ჭკვიანი
ორპოჭიკე- (მარტასავით) გამხდარი
ხინტრი – ხრტილი
დანდურება – დამდურება
დაყაბულდი? -დაკმაყოფილდი?
ყაბულს ხარ? – გყოფნის?
აბარძღვა – წაქცევა
მოდღურული – მოტხუპნული
ბურძგატებიანი - ეკლიანი
გადახაპიწებული – მომკვდარუნებული
კვატა- იხვი
ლაფერა- დიდი ხის კოვზი
იალონი - განთიადი, აისი
მწატხე – მლაშე
ზლოკვი – პატარა გველი
კაძახი – გლეხი კაცი
ბობორიკე – ობობა
გულუღმა – ღრმა თეფში
ბარეღმა – ბარემ
ბურკა – კურკა
ბჟოლა – თუთა
ბია – კომში
ბუჯგური – ძებნა
გადელება – გაგიჟება
ბენტერა – დაბნეული
გასკვანჩვა – დაჭერა
დაბღოტილი – დაკაწრული
დაკოტავება – გადაკეცვა
იი – ის
აი –ეს
იქინე – იქ
აქანე - აქ
მაი – ეგ
ცა – გოგო
დაბლეცილი - დაუნი
აშვატიება - ხელში აყვანა
აია იიი თუ იიია აი? - რომელი რომელია?
ფთხუი – უკარება
ამოჩაგვიება - რაიმეს იღლიაში ამოდება
ქვიჯა - სანაყი, ფილთაქვა
ჟვანთქი – წყლიანი ღვინო
გაბურსალებული – გაბრუებული
შომაული - შუაკაცი
გაუშომაულა – გაურიგა
ტინტილა – ხვლიკი
დობირა - მდინარის პირი
ჟვერო – სველი ბალახი
მოიზუკუტურე- ზურგზე მოიკიდე
ბჟუტური- უაზრო ლაპარაკი
ფუფაიკა - თბილი მაისური
რა ზორი აქვს? - რა უჭირს?
მაკვარანცხი - მოხერხებული
ხიბაკობს – იბარგება, ემზადება
გვანი - ნაგავი
ხიბაკი - ბარგი
ჯახირობს-წვალობს
გაკუჭდა - გაბრაზდა
ნაგულა, ნაკოტა - დაფშვნილი სიმინდის ტარო
გოჟოიანი- მუცელგაბერილი
ნაქურჩელა - სიმინდის ფუჩეჩი
დღვაბერა - დონდლო
გაბდღალული - გაბადრული
შენ გნახე მოტაფული(წყევლა)
მოჭვა - კრუხი
მეიკუთა - მოიკრუხა
გუშხამ - უსასრულო წარსული
ელანძე - უსასრულოდ გაწელილი მომავალი
რაცხა - რაღაც
ჩემზა - ჩემთვის
ვიჯეი - ვიჯექი
უჯიკე - უბიძგე
ყაზირალი - მოზრდილი ბავშვი
ბაღანა - ბავშვი
კურცხალი - ცრემლი
კურცხალს აღვარღვალებდა - ცრემლი ჩამოსდიოდა
თხლე - ყურძნის დაწურვის შემდეგ დარჩენილი ჭაჭა
ღჯა, სარი - ჭიგო
ყვაჭიჭა - ბაყაყი
მოხჩა - მოტყდა
სიკორწიალა -საქანელა
გაშპა - გასძვრა
ძნეყვა -დავარდა
მოგესიანთა - მოგინდა
ყოლისფერი - ყველაფერი
დასპარტული - გადატყავებული
ცხვირ-პირი დეისკიპარტა - ცხვირ-პირი დაიმტვრია
დეეთხუე - თავი დაანებე ,შეეშვი
საკარია - საქათმე
უზნეური - უხასიათო
ბღორინობს - ხმამაღლა ტირის
პწკალა - კიბე
გახუჭული - შეჭრილი
დამაყურე - მისმინე
მათხუე - მათხოვე
კარდალა - ჯამი
კურმუხეთი - ჯოჯოხეთი
მოჯაყვა, მომჯაყველი, მოჯაყული - შერცხვენა, შემარცხვენელი, შერცხვენილი
გინდებლარიენ? - გინდათ?
ტარაბუა - თავბრუ
ცახოცი - თავსაფარი
დასტურ ჩივი? – მართალს ამბობ?
დასტურ ხარ? – თანახმა ხარ?
ლახანკა - ვარცლი
ჩახანა - ქვაბი
ფუტი, ბოლი – კვამლი
ბოლი - ტოტი
გახაზირება - გამზადება
დახლიფართული, დასკიპარჭული - დაგრეხილი
როფავს - ყინავს
ფიჟვერა - ფილტვი
ჩხაპუტები, ფოსტლები - ჩუსტები
გაბლიგვებული – გაცივებული, გაშეშებული
მაკვარანცხი - ხიფათიანი, ცელქი
ქარჩხავი - კაპასი
დაგაჩინჩქვალებ! - დაგამტვრევ!
წაი, იქინე, იმაში იგია და მეიტანე - გურულისთვის ჩვეული გამოთქმა, რომელიც უნდა გამოიცნო
ცინტალი - კნუტი
კოხი, ხოშკეკალი - სეტყვა
შლუ - დებილი
გამბუზია - თავკომბალა
გამიშპა - დამისხლტა
ათხრიშინებს ,თხრიშინი - წყლის ჩხრიალი
ღენჭეპო - ნაჭუჭი
მეტოშა - გამიკვირდა
ბუდუა - ნათლია
კუთვა - კვნესა
უბორნია - ტუალეტი
ფარშივი - ყალბი
ბადიში - შვილიშვილი
ნეზვი - დედალი
მარცხი ელანძეა - მოულოდნელი ხიფათი
ოჭვათო - საწვიმარი ღარი
მოჭვა - კრუხი
მიგანგალებიებ - მიგარტყმევინებ
არიქა - დროზე, სწრაფად
მომიბორიე - მომინიავე
ჩარხი,სენთი,მარიფათი- მოხერხება
აასკდა - სწრაფად ავიდა
ზიპლიპიტო - წვრილმანი უსარგებლო ნივთი
მოკაკვული - მოხრილი
კაკვი - მოხრილი ჯოხი ხილის მოსაკრეფად
დათქიშინობენ - დარბიან
ჯანჯუხა - ჩურჩხელა
იმიზა - იმიტომ
რეიზა – რატომ?
სოხვი - ხახვი
ძღინკიანი - ცუდი გაფუჭებული ნივთი
ლენგერა – მსხვილი ჯოხი
აანცება - აკლება
იჟღლემს - ისრესს
გახიკინებული - გამხმარი
გაფშიკინბული - გამომშრალი
ადამ კოკოს დროინდელი - ძალიან ძველი
გადაცრიალება - გამოდარება
მიპოჭიკე - დამეხმარე
იბღოჭინა - ებღაუჭებოდა
დაჟღერტება - ძირს დაგდება
ალაგე - ღობეზე გადასასვლელი
არჩივი - წილი
კალანდა - ახალი წელი
მოკვარახჭინება - მოგვარება საქმის
ბანდალი - ფეხარეული სიარული
სკვარამი - სიბნელე
მეიცა - მოიცადე
მალაზონი, პროხი - ძალიან მოხუცი
გაჯგუშული - გაწეწილი
ოჯგუში - ქვევრის საწმენდი
ჭური - ქვევრი
რეთი? - რამდენი
ყია - კისერი
დევიფსე - დავიღუპე
დასირსვალებდენ- დაფუთფუთებდნენ
აბარბალდება - აალდება
გაბარბალებული სახლი-კეითლმოწყობილი
ფხუკიანი - ფიცხი
ბუნდღა - ბუმბული
ქენქერა - დაუკვირვებელი
დაგიყვლეპია, დაგინჭყერია - დაგიჭყეტია
ჯორკო - დაბალი სკამი
პეტელი - თხის კიკინი
რა სალაკა? – რა ადგილას
თვალი - ოთახი
მრეჩხა - დამარტყა, ვიგრძენი, მივხვდი
დაფილენჯული, მისკირენჯული - დანჯღრეული
ჩამეეტიე - დროზე ჩამოდი
სამიდღემჩიო - სამუდამო
წახანა - რამდენიმე წუთის ან საათის წინ
გაპალაჩებული - განადგურებული
ჩიოდა - ამბობდა
ჩივა - ამბობს
ნაფუნჩხები - ნაფხვენები
პელენძუკა - მაწანწალა
ნალია - სასიმინდე
ყოლიფერი - ყველაფერი
ბჟუტური - უაზრო, უშინაარსო საუბარი
ფინთი - ავი
ჩომპო - ღიპი
ჯინიანი - დაუჯერებელი ურჩი

იბლერცული ღლიბარწი - ფიგურული სრიალი (აჭარული ყოფილა, თამარმა ასე თქვა)

Sunday, February 8, 2009

Spring, Summer, Fall, Winter...and Spring



ამ მდგომარეობას დროის ცისარტყელა ჰქვია. საკურას ყვავილობისას თავიდან გამიცნობ.

ამ მდგომარეობას დროის ქვიშები ჰქვია.
ერთი მარცვალი - ერთი დღეა, ერთი პეშვი - მთელი საუკუნე. ასი ზაფხულით, ასი გაზაფხულით, შემოდგომითა და ზამთრით. უამრავი თვითა და უთვლელი კვირით...
მე დავბერდი თითქმის. ახლა ჩემი ზაფხულის მიწურულია. დავმწიფდი. მარტოხელა დღეები კი ძველებურად ეტრფიან მთვარეს.

ამ მდგომარეობას დროის სიყვითლე ჰქვია.
ერთი ფოთოლი - ერთი დღეა, ერთი ხე - მთელი საუკუნე. ასი შემოდგომით, ასი გაზაფხულით, ზაფხულითა და ზამთრით. უამრავი თვითა და უთვლელი კვირით...
შენი კონტურები სამყაროზე ოდნავ ყვითელია. შეცვლილხარ, ქარვა-ალუჩის ქვეშ აღარ ჩანან შენი კანჭები. დაკოპლილ კაბასაც აღარ გიფრიალებს შემოდგომის ქარი.
ან მე დამავიწყდი. ნოემბრის ოცდაათივით მოგხიე კედლის კალენდრიდან.

ამ მდგომარეობას დროის ფანტელი ჰქვია.
ერთი ფიფქი - ერთი დღეა. ერთი გუნდა - მთელი საუკუნე. ასი ზამთრით, ასი შემოდგომით, გაზაფხულითა და ზაფხულით. უამრავი თვითა და უთვლელი კვირით...
სიჩუმე ხმამაღალია, თავს მატკივებს. შენს ნაფეხურებზე დაუთოვია ბლომად. არა, ძებნას არ ვაპირებდი, გვირილებიანი ნატერფალი შენ გაქვს მხოლოდ.
ვუყვარვარ... არ ვუყვარვარ... ვუყვარვარ... ბარდნის...

ამ მდგომარეობას დროის ცისარტყელა ჰქვია. საკურას ყვავილობისას თავიდან შეგიყვარდები.

ნეტავ დედამიწას თავბრუ არ ეხვევა?!


MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com

Thursday, February 5, 2009

ყურმოკრულები



ყურმოკრული და უნიკალური ფრაზები, რომელსაც ვერსად გაიგებს კაცი და თარგმნაც შეუძლებელია.


ნათელა ახლა ტრაკზე ბუზს რვარ ისვამს და კუდი აქ ყავარზე გადობული, გეგონება ხუთი წლის წინ სოფლიდან ცალი კალოშით მე ჩამევედი!

ჩემ ბიჭს იმისთანა მარწყვივით გოგოები ეძლეოდნენ, ე ქვაზე დახატული ეშმაკი რამ მოაყვანინა?!

გულნაზის ბიჭი იმისთანა ფუტკარივით მშრომელია, სიპ ქვაზე რო დაასახლო, აშენდება.

ჩემი ლუიზა ჩემ სიძეს ისე უყვარს, თვალში რო ჩოუვარდეს, ხელს არ ამეისობს.

ჩემი მეზობელი მზაღოს გოგო ისეთ ბედშია ჩავარდნილი, იმის წყალი გადასხმოდეს შენ სამივე ქალიშვილს.

იმისთანა წყვილია, ავ თვალს არ ენახვება, ქე არიენ და-ძმასავით.

ფერი-ფერსაო, ჩემ ჟუჟუნაზე და რამაზიზეა ნათქვამი.

ამაი ბიჭო?! ამაი ტყუილი გასდი კატი ბეწვივითა.

თავში ქვა გიხლია და მუცელში სამართებელი. ისემც გიქნია, კინჩხი და კისერიც გიტეხია.

ელგუჯა ისეთი ძუნწია,ისეთი, მაგაზეა ნათქვამი, ყვავს კაკალი გააგდებიე, ისიც თხილიაო.

რას მეცხვირება ე ქალი, რაი ვიცი. შამჭამეი, გაგონილა?! ყველაი როგორ უნდა უგორო კოჭი და წითელი ვაშლები!

გუშინ ისეთი გურგულა და ხოშკანკალა იყო, ჩაჟივდა ბაღჩა-ბაღები.

ქალაქში იმფერი ყინვა ყოფილა, დოუროფია თურმე ყორიფელი!

ნათელაი ქალი იმფერ აფუილებს, არ თქვა, არ თქვა! მაგას გოუმწარდეს ი დედის ძუძუები!

ჩემი რძალი იმფერი დოუნახავია, იერბო-კვერცხი რო შოუწვა ხელის გულზე, იმასაც არ დაგიფასებს.

ე ქალი იმფერი ხამნაცემია, უნახავმა რა ნახა და დედიმისისაო!

კაპანაძეები იმითანა ძუნწები არიან, რო ჯვამენ, უკან იხედებიან, მეტი არ მოგვივიდესო. (გვარი დაწერილია დლია კრასნოგო სლოვცა. :ბეზობიდსმაილიკი:)

საწყალმა თალიკიემ რო გეიგოს, მის რძალს სიგარეტი არ გოუგდია პირიდან, საფლავში გადაბრუნდება.
უფ, ქალი რო პაპიროსს ჩეიდებს პირში, ის ყორიფელს ჩეიდებს მერე.

ერთი ე საკუბოვე ჩითი-კაბა დამიტოვა ცხონებულმა ჩემმა ქმარმა, მისი მოსაკითხი იქანე ყავდეს!

ინგუსიემ რო მეიყვანა ცირეი, გონია, ელამია. იავიცი, ე თვალები ქე აქ შაშიბეშივით, და... (ინგუსიე ქეა კაცის სახელი და იავიცი, იავიცი...)

კლარაიას იმფერი მოკლე ხელები აქ, ქეა ვენერიე მილოსელივით.

აი კვაწარახი იმფერი მჟავეა, ომბალო აქ ნაქნარი, ნამტვილად. რა ვიცი, მე ქე დამანახა ამერიკა...

ე წიწაკა ისეთი მწარეა, ფუტი გამივიდა ყურებიდან.

ვანელმა ქათამი თუ დაგიკლა, ან ვანელია ავად, ან ქათამიო. (ანდაზა)

ამფერი ლამაზი კვტარი მისდღემჩი არ მინახავს. ცოცხალივით იწვა კუბოში ი საცოდავი ჯემალიე! მაგ უბედურის ამბავი რო გევიგე, ჩამწყტა კეკალი გული. კაცი შავ მასკვლავზე რო დეიბადება... დეიბადება და დეიბადებაო, ნათქვამია.

ორი შვილი მყავ, მესამე შენ იყავი, ი მესამე შვილი მომიკვტეს თუ ტყვილ გეუბნებოდე!

ლამზირიე იმფერი კაი ოჯახისშვილია, ჯერე შარაზე გამონავალი კაციშვილს არ დოუნახია.

ემზარიეს გოგოს იმისთანა გადაწკეპილი ულვაშები აქვს, პატარიკოს ბაბუას შეშურდებოდა, რო მოსწრებოდა ეგ უბედური.

მე რო მყინვარზე დავდიოდი, შენ კუასა ტყლეჭდი შარვალში!

მევიდა ვინცხა ცა, გადმოუგორდა კურცხალი და ფილმი დამთავრდენ. ("კომანდოს" შინაარსი აჭარულად)

იმ სასიკვტილე სინდიოფალამ ორი ფრთა ქათამი შემარჩინა თქლა.