Sunday, February 8, 2009

Spring, Summer, Fall, Winter...and Spring



ამ მდგომარეობას დროის ცისარტყელა ჰქვია. საკურას ყვავილობისას თავიდან გამიცნობ.

ამ მდგომარეობას დროის ქვიშები ჰქვია.
ერთი მარცვალი - ერთი დღეა, ერთი პეშვი - მთელი საუკუნე. ასი ზაფხულით, ასი გაზაფხულით, შემოდგომითა და ზამთრით. უამრავი თვითა და უთვლელი კვირით...
მე დავბერდი თითქმის. ახლა ჩემი ზაფხულის მიწურულია. დავმწიფდი. მარტოხელა დღეები კი ძველებურად ეტრფიან მთვარეს.

ამ მდგომარეობას დროის სიყვითლე ჰქვია.
ერთი ფოთოლი - ერთი დღეა, ერთი ხე - მთელი საუკუნე. ასი შემოდგომით, ასი გაზაფხულით, ზაფხულითა და ზამთრით. უამრავი თვითა და უთვლელი კვირით...
შენი კონტურები სამყაროზე ოდნავ ყვითელია. შეცვლილხარ, ქარვა-ალუჩის ქვეშ აღარ ჩანან შენი კანჭები. დაკოპლილ კაბასაც აღარ გიფრიალებს შემოდგომის ქარი.
ან მე დამავიწყდი. ნოემბრის ოცდაათივით მოგხიე კედლის კალენდრიდან.

ამ მდგომარეობას დროის ფანტელი ჰქვია.
ერთი ფიფქი - ერთი დღეა. ერთი გუნდა - მთელი საუკუნე. ასი ზამთრით, ასი შემოდგომით, გაზაფხულითა და ზაფხულით. უამრავი თვითა და უთვლელი კვირით...
სიჩუმე ხმამაღალია, თავს მატკივებს. შენს ნაფეხურებზე დაუთოვია ბლომად. არა, ძებნას არ ვაპირებდი, გვირილებიანი ნატერფალი შენ გაქვს მხოლოდ.
ვუყვარვარ... არ ვუყვარვარ... ვუყვარვარ... ბარდნის...

ამ მდგომარეობას დროის ცისარტყელა ჰქვია. საკურას ყვავილობისას თავიდან შეგიყვარდები.

ნეტავ დედამიწას თავბრუ არ ეხვევა?!


MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com

13 comments:

Katten försvann said...

Spring, Summer, Fall, Winter...and Spring - ფილმი ნანახი გაქვს ?

CheshireCat said...

10/10 ))

მომეწონა :)

JoKey said...

Katten försvann კიმ კი-დუკის ფანი ვარ. ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე რეჟისორია.
CheshireCat მადლობა :)

Betty said...

ასჯერ წავიკითხე და ასჯერ გადავიკითხე..
უამრავლჯერ გავიფიქრე და ამდენჯერვე ვთქვი-რა ლამაზია..
და სევდა,საიდან და რატომ მოდის ეს სევდა მშვენიერი,ლაიტმოტივად რომ გასდევს, საინტერესოს და სასიამოვნოს რომ ხდის შენს ნაწერებს...

JoKey said...

Betty ბავშვივით მახარებს შენი კომენტარები. არასდროს გეზარება ვრცლად და შინაარსიანად წერა. გმადლობ ჩემო :)

Lika Kakiashvili said...

საუცხოოა!

Lei'la said...

:) :) :) :) :) :) :)

Mari said...

wow!

iasamani said...

ეს რა შენ დაწერე?
wow
ძალიან ლამაზია
ზედმეტი კუწი პუწის გარეშე, უბრალო და კარგად დაწერილი
ყოჩაღ

JoKey said...

გმადლობ iasamani, მე დავწერე ნამდვილად :)

Lalena said...

ბრავოოოო & ბის!!!

female said...

ძალიან ლამაზად წერ :)

tamuna said...

ჩვენც ყოველ წელს ვიზრდებით და ვბრუნავთ, სიტყვებში, ქმედებებში, აზრებში, ღირებულებებში. ემოციაც წელიწადის დროების შესაბამისი გვაქვს.. მე არ მეხვევა თავბრუ ჯოკეი :)