Monday, March 16, 2009

Quitter



არ მახსოვს ვინ თქვა ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ანებებს მოწევას თავს, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ისინი უბრალოდ იხოცებიანო.

ორიოდე დღის წინ აღმოვაჩინე რომ ღმერთი მწეველია. თიკო და მე სამსახურის კიბეზე ჩავდიოდით ციდან ანთებული სიგარეტი რომ ჩამოვარდა. (ან ზედა სართულზე უზრდელები მუშაობენ).

ჩემთვის მოწევა ურთიერთობის ფორმა უფროა, ვიდრე მავნე ჩვევა. სიგარეტი მშვენიერი მიგნებაა მაშინ როცა არ იცი ხელები სად წაიღო. სიმსუქნის გამო შარვლის ჯიბეები აბსოლუტურად გამოუსადეგარია ამ შემთხვევაში. ხელების შემოწყობა თავზეც შეიძლება, მაგრამ ასე სიარული რთულია.

იმასაც ამბობენ სიგარეტისთვის თავის დანებების საუკეთესო გზა უბრალოდ გადაგდებაა, ყოველგვარი თუს, დასა და მაგრამის გარეშეო. მართალიცაა! იმდენჯერ გადავწყვიტე ორშაბათიდან სიგარეტის გადაგდება, ჩამოსათვლელად თითები არ მეყოფა.

“ქვითერს ინკის” წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ მომინდა მოწევისთვის თავის დანებება, თითებსაც გავწირავდი... გადავიფიქრე!

თამბაქო კლავს და ფინჯან ჩაისთან ერთ ღერ სიგარეტს არაფერი სჯობს.
თუ სიგარეტს გადავაგდებ... და...
მაგრამ არა!

სიგარეტის ერთ მხარეს ცეცხლია, მეორე მხარეს იდიოტიო.









მწეველი ვარ!

11 comments:

ჩორვენი¹³ said...

me mevaseba sigareti torem gadagdeba araferi araa :D
ramdenjerac damchirda sruliad mizanmimartulad yvelanairi problmis gareshe gadavagde, tumca me moweva imdenad momwons rom aseve mizanmimartulad davicye isev.
roca gadamivlis es xushturi albat sigaretioc mombezrdeba

iasamani said...

წიპა გამარჯობა, მე ჯოკეი ვარ და მწეველი ვარ ))) და მერე ტაში და სიტყვები ზენგ იუ ფორ შერინგ ))

მიუხედავად იმისა, რომ უკვე მესამე თვეა, აღარ ვეწევი, სთილ ჩემი უსაყვარლესი რაღაცაა სიგარეტი
დაჟე დღეს მივეპარე და ყვავას ბლოგზე რომ მალე ვიდეო დაიდება, იქ ჩანს, როგორც მივეპარე ))
თან მავნე ჩვევებზე ვლაპარაკობდი იქ

ხო, ეს ჯასთ
ხოდა მოწიე, კაცო, მოწევა კარგია

ჰელიოფილი said...

არ ვიცოდი ღმერთები ჩვენთან, მეორე სართულზე თუ ბინადრობდნენ! :D


ეჰ, საწყალი, მოხუცი ვალო...

Lalena said...

აი, რომ ვეწეოდე მმმმმმმმაგარ კომენტარს გავაშვანშვალებდი, აი პოსტს როპმ მოუხდებოდა ისეთს, მაგრამ არ ვერწევი და ...
:დ:დ:დ

Lika Kakiashvili said...

სიგარეტი მშვენიერი მიგნებაა მაშინ როცა არ იცი ხელები სად წაიღო.

huh!! ი ეტო პრავდა!
იასამანის კომენტის დასაწყისმა ალჩუზე დასვა. :))))))))

ally said...

რა ვქნა, "დაჟე" ჩემი საყვარელი მარლბორო ლაითის კოლოფზე ახლადგაჩენილი საზარელი წარწერებიც კი არ მოქმედებს ჯერ-ჯერობით და ღიმილით და ანთებული ღერით ხელში დავყურებ ხოლმე სიტყვებს: "მოწევა კლავს!" ან "მოწევა იწვევს ნელ და მტანჯველ სიკვდილს!" თან ეს ყველაფერი დიიიდი, ბოლდი ასოებით წერია (წიპა "პავტარიაუ დლია სლეპიხ") აუცილებლად.
თუმცა, რამდენჯერმე უბრალოდ აღარ მომინდა მოწევა და თვეები არ ვეწეოდი სრულიად უპრობლემოდ. ასევე უპრობლემოდ მოვუკიდე და განვაგრძე მოწევა, როგორც კი მომინდა, თვეების მერე, ისე, თითქოს 5 წუთის წინ ჩამექროს წინა ღერი...

არის სიტუაციები, სადაც უბრალოდ წარმოუდგენელია უსიგარეტობა, არ მოწევა დანაშაულია :))) (მწეველები გამიგებენ). მაგრამ აი ერთი ის არის, რომ თმაზე და თითებზე სიგარეტის სუნს სუნამოს სუნი მირჩევნია. საღამოს განმავლობაში ერთ სივრცეში მინიმუმ 5 კაცი/ქალი რომ ეწევა და თუ სახლში არა და კაფეში ვართ, ხანდახან 5X მეტიც კი, მაშინ ჩემი ქალური მომხიბვლელობის სურნელოვანი ნაწილი იკარგება და ეს არ მომწონს.... :))))

მაინც იმედი მაქვს, რომ ოდესმე მივალ იმ აზრამდე - არ მინდა ნელი და მტანჯველი სიკვდილი და გადავაგდებ :))))

აუ, რამდენი ვილაპარაკე. პოსტზე დიდი კომენტია მგონი :)))

Grigol said...

და ვინ თქვა მოწევა მავნებელიაო?
სხვათა შორის, არსებობს სტატისტიკური კვლევა ევროპაში, რომლის მიხედვითან მწეველები 1 წლით მეტ ხანს ცოცხლობენ ვიდრე არამწეველები. ალბათ შური კლავთ, ან კიდევ ჩვენს მიერ გამოშვებული ბოლი :დ

ხოდა წიე და იყავი, კაი რანცხაა მაი, მა კოლუმბი ცუდ რამეს წამოწიტებდა ”ინდიელებიდან”?

Sophie Golden said...

მე სიგარეტთან დაკავშირებით არ "მოვსულვარ" აქ :P ჯონი მიტჩელის სიმღერა აღმოვაჩინე ფლეილისთში და გამიხარდა... მადლობა!

JoKey said...

გმადლობ Sophie Golden, მეგონა არავინ ისმენდა პლეილისტს :)

Lei'la said...

:)

embrioni said...

sigaretistvis tavios danebebas ra unda,atjer mainc maqvs tavi danebebuli :))))))))
da kide ara amrto amshin,roca ar ici xcelebi sad caigo,mashinac sauketeso gamosavalia,roca ar ici ra chamo,an ra aketo...