Tuesday, April 7, 2009

The Secret Life Of Daydreams



ამბავი ასე დაიწყო

"ძვირფასო დედა

კორტონაში ბაზრობის დღეა. ქალაქის მოედანზე ერთი დიდი წვეულებაა, სადაც დაუპატიჟებელი სტუმარი არ არსებობს, თითქოს ყველა გზამ აქ, ამ წერტილში მოიყარა თავი.
ყურძნის მწიფე მტევანს ვჭამ, იისფერი გემო აქვს. სურნელიც კი იისფერია ირგვლივ.
ვწუხვარ დიდხანს რომ ვერ ვრჩები, ეკლესიის ზარები უმალ მახსენებენ დროს, ასე რომ გარბის, "დინგ-დანგ-დონგ..."

კარგი იქნება შენც აქ იყო ახლა.

სიყვარულით..."



მერე იყო მატარებლის ამბავი.

"ალპებში მიუვალ ადგილას რკინიგზა დააგეს, თუმცა იმ დროისთვის მატარებელი არ არსებობდა.
რელსებს მაინც დიდი მონდომებით ალაგებდნენ ვენისა და ვენეციის დასაკავშირებლად. იმიტომ რომ იცოდნენ, ერთ დღეს აუცილებლად გაივლიდა აქ თბომავალი..."


იქ, ზღვასთან ახლოს სურნელოვანი ხე იზრდებოდა მახსოვს, ვარდისფერი ყვავილებით. ისეთი კარგი არომატი იდგა ყოველთვის...

ლიანდაგაგებზე კიდევ ხურდებს ვალაგებდი და მატარებელს ველოდი უფრო ბრტყელი და დიდი მონეტები რომ მქონოდა.

მაღაზიაში, ლითონის თაროებზე შემორჩენილი გასაფერადებელი ნაცარქექია?!

ზაფხულის მოლოდინი, რომ ზღვას უფრო ახლოდან ვნახავდი.

მერე იყო ომი.

დედაჩემის ხელი მახსოვს, პირზე რომ მაფარებდა. იარაღასხმული კაცებისგან ბუჩქები გვყოფდა და ჩვენ მივიპარებოდით... აეროპორტისკენ.

სიხარული, რომ გადავრჩით...
და სევდა, რომ ბებო იქ დარჩა.

არც ვიცი რატომ გავიხსენე მეხსიერებაში ფრაგმენტებად შემორჩენილი ბავშვობა.
ლიკას პოსტმა მოახდინა განსაკუთრებული შთაბეჭდილება და...

ოცნებებს საიდუმლო ცხოვრება აქვთ, ისინი უსათუოდ სრულდებიან, უნდა გჯეროდეს უბრალოდ.

10 comments:

iasamani said...

მდაჰ....
ლამაზია

Lalena said...

:s

ომი, რომ იყო ჩვენი უბნოდან ტანკები გაჰყავდათ, ირგვლივ უამრავი ჯარისკაცი იყო (ჩემი კორპუსის გვერდით რუსული სამხედრო ბაზა იყო) მახსოვს დედა ფანჯრებს გვარიდებდა მე და ჩემს დას გვეფერებოდა და გვიმღეროდა...

ეს ისე, გამახსენდა და :შ

Sophie Golden said...

ახლა თვალებს მაგრად დავხუჭავ და ჩემს ოცნებებს ვირწმუნებ!!! გამათბო ამ პოსტმა, გმადლობ!

ჰელიოფილი said...

შენ და ლიკამ ჩემი მორალური განადგურება გადაწყვიტეთ! :))))))))))


ძალიან ლამაზია, სევდიანად ლამაზი.

ally said...

რა დღეს ეს, მოგონებების, სევდის და ღიმილის....

ლამაზი პოსტი იყო

Lei'la said...

:) :) :) :) :) :) :) :) :) :) :)

Asklypiodota said...

ხსოვნა უძირო ჭასავითაა,რომელშიც არასოდეს შრება წყალი....ამ პოსტის წაკითხვის მერე ცაზე ყველა ვარსკვლავი გორგოლაჭიან ჭად იქცა...მადლობ ამ ემოციისთვის

Lika Kakiashvili said...

მერამდენედ მოვინდომე კომენტარის დატოვება აქ და სიტყვები ვერ მოვნახე. გჯერა? არა? მეც მიჭირს ამის დაჯერება.

ვერაფერს გეტყვი, გარდა იმისა, რომ ამ პოსტით თავიდან გიპოვეთ შენ და ჟღალთმიანი გოგო, სკოლის საპირფარეშოსთან მორცხვად ატუზული. იმაზე მეტად მეფიქრება იმ გოგოზე, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი. გაგეცინება, სიზმრადაც ვნახე ორიოდ დღის წინ. უცნაურია!

mini_pasolini said...

საინტერესო ტექსტია... :) ზედმეტად დახვეწილიც კი

female said...

ლამაზი პოსტი იყო