Tuesday, May 12, 2009

პარამნეზია, ომენი, სინქრონია და ანანურის ამბავი



პოსტის აუდიო ვერსია.


Ananuri tale | Music Upload

ათასი ღმერთის ქვეყანაში ცვლილებების წიგნს ვფურცლავ.
გამახსენდი იმიტომ რომ შენ ფიქრობ ჩემზე.
ყოველთვის ვგრძნობ როდის გეფიქრები, დასანანია რომ იშვიათად ხდება ასე.

მხოლოდ მაშინ გგრძნობ, როცა პირველად შენ მიხსენებ და არასდოს მაშინ როცა ჩემს შემდეგ იწყებ ფიქრს.

ხანდახან მინდა ვთქვა რომ არ ხარ საკმარისი, მაგრამ არასდროს ვაკეთებ ამას.
რაღაცნაირი შიში მაქვს, რომ ვერ გაიგებ, არც სენტიმენტები მინდა.

და მაინც, ნორმალურია, როცა ადამიანი 24 წლის ასაკში ჯერ კიდევ ძიების პროცესშია ჩაკარგული?!
არ ვიცი, ღირს კი ამის შესახებ ბლოგზე წერა, თუმცა ფაქტია ვწერ.
არ გამოვრიცხავ კონკრეტულ პასუხებს ველოდე ყველასგან, ვისაც ერთხელ მაინც შემოუხედავს აქ.

ბუნდოვანება რთული ასატანია მოგეხსენება. რაღაც შუალედური არსებულსა და არარსებულს შორის. რაღაც გააზრებული და თან გაუგებარი. ეს ყველაფერი ძაფის აბურდულ გორგალს გავს, არავინ იცის სად არის მეორე ბოლო.

ვფიქრობ ეს არის პარამნეზია, დამთხვევა, ომენი, სინქრონია და ინტუიცია ერთად აღებული და მე.



ანანურის ამბავი

რამდენიმე დღის წინ მეგობართა ჯგუფი ანანურში წავედით. უფრო სწორად თბილისიდან გასვლისას გადავწყვიტეთ რომ final destination ანანურია.
ლიკა და მე ხიდთან შევყოვნდით ფოტოების გადასაღებად, დანარჩენებმა გზა გააგრძელეს.
გრიშას თურმე გაახსენდა რომ იქვე სახლი აქვს. ჩვენ ფოტოები გადავიღეთ, აუღებელზე ავედით და გველების ხაროც საგულდაგულოდ დავათვალიერეთ, რომელიც საიდუმლო გასასვლელია და მეტი არაფერი. ლიკამ დაიჩემა გველები ბუდობენ ბლომადო და მეც გველების ხაროდ მოვნათლე.
მერე დანარჩენებიც შემოგვიერთდნენ და აუღებელზე კიდევ ერთხელ მოგვიწია ასვლა. თან ვგიდობდი (ცუდი არაფერი იგულისხმება, გიდის ფუნქცია ვიკისრე). რაც მანამდე ლიკამ მომიყვა იმას ვყვებოდი და სიამაყით ჩავიყვანე ხალხი გველების ხაროში.

ყველაზე შტამბეჭდავი გრიშას სახლის ეზო იყო. მდინარის პირას, მწვანე მოლი, იქვე ტყემლის ხის ჩერო და ვან გოგის ყვავილები, მთები.

ცეცხლი დავანთეთ.

მოგვიანებით ლიკა და მე მთაზე ავღოღდით და ჩამოსვლისას გავარკვიეთ რომ მშვენიერი გზა ადიოდა თურმე იქამდე.



მარტოხელა სოკო, ყვითელ მინდორზე თეთრად გადაპენტილი ტყემალი და ცარიელი ფიცრული, რომელსაც ალბათ წვიმისგან თავშესაფრად იყენებდნენ ერთ დროს.

ლიკამ თქვა ერთხელაც აქ დავსახლდებიო და უცებ შევთხზეთ ისტორიაც.
მე მოლბერტს და სეღებავებს წამოვიღებ, ლამაზ ხედს შევარჩევ და დავხატავ. ლიკა სარწეველაზე ჩამოჯდება და მოქარგავს. გრიშაც მოქარგავს და სალომე ფეხის გულებზე მასაჟს გაუკეთებს. ლიკამ თქვა მასაჟის მერე დაუთბილავს კიდეც ფეხებსო.
გრიშას რომ თბილად დაიგულებს მერე ჩანაწერებს გააკეთებს გაცრეცილ ყდიან უბის წიგნაკში და გვიან ღამით, ეზოში კოცონი რომ აგიზგიზდება ხმამაღლა წაგვიკითხავს.
დათო ქალბატონ ასკლიპიოდოტას მოხვევს ხელს და ყურში ჩასჩურჩულებს რომ უყვარს იმ მთამდე სულ ბოლოში, ქვეყნის დასალიერთან რომ ჩანს და მუდმივად დათოვლილია.
ასკლიპიოდოტა გამოტყდება რომ შემთხვევით ორი კაბა ჩაუცვამს უთენია.
მსუქანი დათო ცეცხლის ჩაქრობაში დაგვეხმარება გამთენიისას, ვან გოგის ყვავილებსა და მწვანე მოლს სისველე რომ შეეპარება.



ერთ დღეს დასრულდება იდილია იმ მარტივი მიზეზის გამო რომ არსებობს ვალდებულება – სამსახური.

მაგრამ ერთხელაც ისევ მოდის უქმეები და მე მოლბერტით, ლიკა საქარგით, გრიშა ფეხებით, სალომე გაცრეცილ ყდიანი უბის წიგნაკით, დათო ასკლიპიოდოტათი და მსუქანი დათო სავსე შარდის ბუშტით ისევ ავალთ აყვავებულ ტყემალთან.


P.S. ჩანაწერის მეორე ნაწილმა განაპირობა პირველი.
რომ არა ანანური არ იქნებოდა ასეთი ბოდვაც.

P.P.S. ანანურის ფოტო ჩემია და მე ვამაყობ ამით!

P.P.P.S. მადლობა Ravi Shankar-სა და Yehudi Menuhin-ს მუსიკალური ფონისთვის, რომ არა East Meets West და Raga Piloo სიჩუმეში მომიწევდა კითხვა.

P.P.P.P.S. აყვავებული ტყემლისა და ვან გოგის ყვავილების ფოტო ლიკასია.

P.P.P.P.P.S. მსუქანო დავით, ჯერ მხოლოდ 24-ის ვარ, ნუ მომკლლავ. ლიკამ მითხრა და თვითონაც ვიცი რომ ცეცხლის ოსტატურად ჩაქრობის გარდა არაჩვეულებრივად უკრავ გიტარაზე, მღერი, გემრიელ მწვადებს წვავ და წყლის ამოტანაშიც არ გყავს ბადალი.

13 comments:

Lika Kakiashvili said...

პირველ რიგში, ცხენის კბილა (ერთად იწერება??) დაგავიწყდა, რომელიც იქვე განისვენებს, სადაც განვასვენე. ქალბატონ ასკლიპიოდოტას შევპირდი, მოგართმევ მეთქი, მაგრამ ვგონებ, ჭრელი ”ნასკების” ჩაცმა მომიწევს. ვერ გავიმეტებ! :)

მეორე რიგში, ვერ გეტყვი, ზუსტად როგორ მოგკლავს ძმაო დავითი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამ სისასტიკის ხილვა ჩემს ძალებს და მორალურ პრინციპებს აღემატება!

მესამე რიგში, მოაშორე მაი ვინცხას ფოტო და საკუთარი დადე, უკეთესიცაა და თან პლაგიარიზმი ცუდიაო, გამიგონია! ჩემი ფოტოების დადების ნებას გრთავ, თუ გვიკადრებთ! :))))

ამას გარდა, ყოველივე იმის შემდეგ, რაც ფუტკრებზე, აფეთქებულ მონიტორზე და მსგავს პარანორმალურ მოვლენებზე მოგიყევი, ალბათ არ გაგიკვირდება, თუ გეტყვი, რომ ის ტყემლის ხე უკვე ნანახი მქონდა. არარეალურში! (გეთანხმები, ვაფრენ და ხშირად!)

დაბოლოს, ან ბედნიერია, ან სულელი. სხვა გზა არაა. სულელი იმ შემთხვევაში, თუ არ იცის, რამდენად ბედნიერია! ეს ისე, ლირიკული გადახვევისთვის! (ამოხვნეშის სმაილიკი გაითვალისწინე)

Asklypiodota said...

ვუყვარვარ არა ის კიდე:)აგერ მადგას თავზე და არ მაცდის ერი ორი თაბახი კომენტარი მოგწერო:)მაგრამ ამას ყავაში დიაზეპამს ჩავუყრი და დავბრუნდები:)აუცილებლად,:)

Lika Kakiashvili said...

მსუქნად (რატო არ მოვკვდები!) როა მოხსენიებული ამ პოსტში, ის ადამიანი გიტარას წამოიღებს შარდის ბუშტის გარდა და გვიმღერებს, რა სჯობს ამას?! და ანეკდოტებს მოგვიყვება. და წყალსაც მოგვაზიდინებს. მწვადს შეწვავს, თითებს ჩაიკვნეტ. მე მიყვარს ძმაო დავითი! სოსიკომ თქვა, მურადამ გამანდო სიკვდილის წინ, დათო კარგი ბიჭიაო!

PS-ები აკლდა ამ პოსტს და ერთსაც დავუმატებ, დათ, არ მოკლა, ახალგაზრდაა ჯერ, იხუმრა თან, არისტაფან...

მორიგი პი-ესი... რა შარში ვართ?!!!!!!

corupted said...

სქელი დათოო არა?!
მეორედ შენ მაგ სილამაზეს ვეღარ ნახავ სიხარულის ბუკეტო! რაც გინახავსო,გეყოფაო! ნათქვამია... მკითხველნო ამა ბლოგისა ისმინე წინასწარმეტყველება!..
გასვენება ზეგე... ხაუ! ია ვსიო სკაზალ!

female said...

პოსტის პირველ ნაწილს შევეხები :)

ეს ყველაფერი ძალიან ნაცნობია ჩემთვის :)

"ვფიქრობ ეს არის პარამნეზია, დამთხვევა, ომენი, სინქრონია და ინტუიცია ერთად აღებული და მე. "

ამას მე იმპულსებს ვეძახი :)

ხანდახან მაწუხებენ კიდეც

iasamani said...

უი, მე კიდევ მეგონა, რომ მარტო მე მქონდა ეგეთი შეგრძნება, თითქოს როცა ვიღაცაზე ვფიქრობ, ისიც ფიქრობს ჩემზე... ასწორებს ეგ შეგრძნება )))
ხოდა ძიების პროცესს რაც შეეხება, ეგ რომ შეწყდება, პიროვნების განვითარებაც გაჩერდება

და კიდევ ეგ გრიშა თუ ის გრიშაა, მე რომ მგონია, მოსაკლავია ნამდვილად )))

JoKey said...

iasamani ძველი შეგონება ხომ გახსოვს მითხრი რომელ გრიშაზე ლაპარაკობ შენ და გეტყვი რომელზე დავწერე მეო (nod)

Grigol said...

მინდა ვთქვა, რომ თქვენი ინფორმატიული ტონით წაკითხული თქვენივე პოსტი, საკმაოდ სასიამოვნოდ ჟღერს და კარგადაც აღწერ იმ დღის ემოციებს :))

თუმცა აი პს-ებიც რომ წაგეკითხა, ალბათ შესაძლებელი იქნებოდა ”მსუქანი დათოს” რისხვის არიდება :)))))))))

ხოლო ძიების პროცესი, სიცოცხლის ნაწილია, რომლის დაკარგვის შიშიც ბევრს სასწაულის გაკეთებაშიც კი ეხმარება :)(ია ტაკ დუმაიუ!! :p)

iasamani said...

აი ამაზე, შენს მერე რომ დაპოსტა
სურათების ქურდი
ერთი სურათიც კი არ მოუცია მაგ უნამუსოს :ვიკ:

Betty said...

თურქულ ენაზე დაგვიანება ასე ისმის "ქალმა".
პირველი იყო ეს ბლოგი სადაც შევიხედე და უამრავლჯერ ჩავიხედე,იცი შენ,მაგრამ ახლა დამიგვიანია...
დამიგვიანია,მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო და გვიან მაგრამ, მიხარია რომ დაგიღწევია თავი მომაბეზრებელი ყოველდღიურობიდან და საყვარელ ადამიანებთან ერთად საყვარელ ადგილს წვევიხარ,სასიამოვნოს თვალისთვის, სულისთვის და მთლიანად სხეულისთვის.
ფოტოები მართლაც კარგია,თუმცა სიამაყის საბაბის ჩამოთვლა უფრო შორს წაგვიყვანს...
აუდიო ვერსიით მოვიხიბლე...ყველაზე საუკეთესო ეთერს და სარეკლამო რგოლს და კიდევ რა ვიცი რას აჯობა და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა...არც ვიცი რა ვთქვა...
ვისთვისაც გინდა იყოს ჩაწერილი,მშვენიერია..
მუდმივი უკმარისობის შეგრძნებით ცხოვრება ძნელია და მძიმე,თითქოს სუნთქვაც კი ჭირს..რატომ იჭირვებ,არ ვიცი..ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასაო..ზოგჯერ სიტყვები სათქმელს ვერ ამბობენო...და ზოგჯერ სიჩუმეც არის ბევრის მთქმელიო... მაგრამ,პირველად ხომ იყო სიტყვაო,ჰოდა აბურდული ძაფის გორგალის მეორე ბოლოს მოძებნაც არ არის შეუძლებელი,რომ იცოდე..ყოველ შემთხვევაში ეს ძებნა ჯობია მუდმივ გაურკვევლობაში ყოფნას..
ბოდიშს ვიხდი,ვრცელი კომენტარი გამომივიდა მგონი...იმედია ბოდვაში არ ჩამითვლი..

Lalena said...

გახსოვს, რომ გითხარი შენი პოსტი მომეწონა მაგრამ მიკომენტარება ვოინ მაცადათქო? მოგატყუე, ამ გადაკითხვისას რომ მომეწონა ისე ძააან არ მომწონებია, და კიდევ რომ წავიკითხავ იმ ემოციასთან შედარებით არაფერი იქნება ეს, იცი იმ შუშის სპილუკასგან მიღებულ აღფრთოვანებას გავს... მადოლი :)

Sophie Golden said...

I'm in love... :)

JoKey said...

Thanks everyone :)
Sophie Golden That's fine, really, really great you're in love :)