Monday, May 4, 2009

Jambo Bwana



ახლა ბოდვების გუდას მოვხსნი თავს და თუ ამ ჩანაწერს ბოლომდე ჩაიკითხავ, ესე იგი გამიძელი.

ვფიქრობ კონკრეტული ქმედება არ უნდა იყოს საპასუხო ქმედებით ინსპირირებული.
გიგა ნაწყენი იყო რამდენიმე მეგობარზე რომლებსაც ერთ დროს დახმარების ხელი გაუწოდა, თქვა რომ მას არასდროს დაეხმარნენ როცა სჭირდებოდა.

ვთვლი იმასაც რომ, ნებისმიერი ურთიერთობა იქ მთავრდება სადაც ვალდებულებები იწყება.
უმთავრესი თავისუფლება და დამოუკიდებლობაა!

მგონია რომ ახალი ნაცნობობისას არ არის აუცილებელი პოზიორობა და თამაში, თუმცა ყოველთვის ასე ვიქცევი. პირველ შეხვედრაზე საშინლად ვღელავ და ვცდილობ განსაკუთრებულად პოზიტიური ვიყო. ალბათ მემჩნევა ოდნავი სიყალბე, თუმცა მადლობა ყველას ვინც ეს ხმამაღლა არ თქვა. (აქვე აღვნიშნავ რომ საოცრად დადებითი და ქარიზმატული ტიპი ვარ).
ოდნავ გაუგებარია, რატომ უნდა იყო განსაკუთრებული პერიოდულად და არა ყოველთვის.

როცა გაგონილ ამბავს სხვას უყვებ, მძიმედ ასატანია, მაგრამ როცა თვითონ იგონებ ამბავს და ნებსით სხვის ინტიმურ ცხოვრებაში მარცხენა ხელის ფრჩხილ-დაუჭრელ მტევანს აფათურებ, მარტივად რომ ვთქვა უხერხულია.
არადა, ჭორიკანა ადამიანს არაფერი დალევს!

ერთმა კარგმა ადამიანმა მითხრა, ცხოვრება ზუსტად ისეთია, როგორიც შენ გინდა რომ იყოსო.
რა დასამალია და ვერაფერი გავიგე ან საკმარისად არ მინდა.

ერთხელაც, ჯამო კენიატას საერთაშორისო აეროპორტში ტრაპზევე ვიგრძნობ სერენგეთის მინდვრებიდან მოტანილ სპილოს ექსკრემენტების სასიამოვნო სურნელს და უსაშველოდ შავგვრემანი მასპინძელი, რომელსაც სავარაუდოდ აბირია ერქმევა “ჯამბო ბვანას” ამომძახებს. მე გამიხარდება, რომ სუახილზე ნათქვამი სალამი სწორად გავიგე.

პირველ ღამეს მასაი მარას ნაციონალურ პარკში, კარავში გავათევ.
ღამის სამისკენ ლომების ღრიალი გამაღვიძებს და ცეცხლით ხელში დაზაფრული გავვარდები გარეთ, იმ იმედით რომ კატისებრთა ოჯახის ამ მშვენიერ არსებებს შევაშინებ.

მანამდე, ყვითელ ბარხანებზე ფრენისას ამაყი ვიქნები, რომ ათეისტი ვარ და ისტორიულ სამშობლოს ვუბრუნდები.
უფრო მანმადე, თურქეთის ტურბულენტურ ზონაში უსირცხვილოდ ჩავიკითხავ მამაო ჩვენოს ბოლომდე და ბორტგამცილებლის სასიამოვნო ხმაზე ჩამეძინება.

უფრო მანამდე ათა თურქის აეროპორტში ორმაგ ესპრესოს მოვსვამ და ტულეტის ძებნას საათზე მეტს მოვანდომებ. მერე ხელებს საგულდაგულოდ დავიბან და უსაზღვრო რაოდენობით ლახათლუხუმს ვიყიდი, გზად თურქიშის უგემური სენდვიჩები რომ არ მივირთვა.

უფრო, უფრო მანამდე საცობად ქცეულ გაგარინს გავყურებ, სისულელეებზე ვფიქრობ და საშინლად მეძინება.

10 comments:

Lika Kakiashvili said...

გაგიძელი... მერე მეორედ, მესამედ და მეოთხედაც გაგიძელი ერთი ამოსუნთქვით და მეხუთედ რომ გადაგიკითხე, მაშინღა მივხვდი, ათი წუთის განმავლობაში ოთახში მარტო მყოფს უნებლიედ მეღიმებოდა. ვინმეს ვენახე, დიაგნოზის დასმა არ გაუჭირდებოდა.

ბოდვა მაშინაა ბოდვა, როცა არავის ესმის შენი - მათ შორის, არც თავად. ჰოდა, რა ვიცი, არ გიბოდვია და ტყუილად არ შეიფერო, აჯობებს, მგონი.

სუახილის სწავლა ჩემს ძალებს აღემატება, როგორც ჩანს, და გადამითარგმნო ოდესმე იქნებ, არ გაგინებენ, გესალმებიანო.

”ნებისმიერი ურთიერთობა იქ მთავრდება სადაც ვალდებულებები იწყება”, - Say hallelujah!

Lalena said...

ბოდვების გუდას ხშირად მოხსნე ხოლმე თავი რააა, მე კიდევ ბოლომდე ჩავიკითხავ, გეფიცები...

ერთმა კარგმა ადამიანმა მითხრა, ცხოვრება ზუსტად ისეთია, როგორიც შენ გინდა რომ იყოსო.
რა დასამალია და ვერაფერი გავიგე ან საკმარისად არ მინდა.
მე კიდე სადღაც (ეს სადღაც რომ არ არსებობდეს რა მეშველებოდა) წავიკითხე: გინდა იყო ბედნიერი? იყავი...

მართალია ხან გამომდის და ხან არა, მაგრამ მინდა...

რა შუაშია? ვინ იცის... არც მე :(

JoKey said...

მადლობა ბავშვებო კომენტებისთვის, მე კიდევ ვღელავდი, კომენტარებს აღარავინ მიტოვებსთქო.
Lika, Say Hallelujah Throw up your hands...
Lalena, სადღაც წაკითხული მართალია. ბედნიერებას უმარტივესი ფორმულა აქვს, უბრალოდ იყავი ბედნიერი! აი, შესასრულებლად ცოტა არ იყოს რთულია, მე ვერაფერი გავუგე და

Lei'la said...

ver gaige...... ginda room??? :) :)

Betty said...

ებერსს უთქვამს-ვიდრე ადამიანს სურვილი და იმედი აქვს,მრავალი ტანჯვის ატანა შეუძლია;ბედნიერებაც რომ არ ეწეოდეს ადამიანს,მაინც მისი მოლოდინი სასიამოვნოა.ასეთი მოლოდინი შეიცავს ისეთ სიტკბოებას,რომელიც სინამდვილის მაგივრობას წევს...მგონი ასეა.. ძილბურანში ყოფნასავითაა..

ლახათლუხუმი მეც მიყვარს :) :)

female said...

იმ კარგ ადამიანს ვეთანხმები ვინც თქვა "ცხოვრება ზუსტად ისეთია, როგორიც შენ გინდა რომ იყოსო."

ცხოვრებას ჩვენ ვქმნით, უსამართლობად მიმაჩნია როცა უნამსუდ აბრალებენ ხოლმე ნებისმიერ წარუმატებელ ნაბიჯს და ა.შ ცხოვრება მაგარი ტიპია ;)

ცოტა უცნაური ხასიათი აქვს და უნდა გაუგო უბრალოდ :)


"ვთვლი იმასაც რომ, ნებისმიერი ურთიერთობა იქ მთავრდება სადაც ვალდებულებები იწყება.
უმთავრესი თავისუფლება და დამოუკიდებლობაა!"


ამ სიტყვებს კი ორი ხელსი აწევით ვეთანხმები

iasamani said...

მადლობა რომ გაიხსენე, რომ გაქვს ბლოგი )))
მომწონს შენი ბლოგი და იქნებ უფრო ხშირად გაიხსენო მისი არსებობის შესახებ ა?

Sophie Golden said...

"ერთმა კარგმა ადამიანმა მითხრა, ცხოვრება ზუსტად ისეთია, როგორიც შენ გინდა რომ იყოსო." - ეგ მე ვიქნებოდი ;) ან ღმერთი :)

Levan said...

"ერთმა კარგმა ადამიანმა მითხრა, ცხოვრება ზუსტად ისეთია, როგორიც შენ გინდა რომ იყოსო."

ხო, კარგისა რა მოგახსენო, მაგრამ შესაძლოა ჭკვიანია :)))) თუმცა ია ვიცი... ია ვიცი....

Levan said...

ალბათ, მაგ კარგ ადამიანს ბლოკის ეს ფრაზა ქონდა სადღაც წაკითხული: "Если что нибудь хочется то объязательно сбудется. Если не сбылось, то не очень хотелось. А если сбылось чтото другое, то разочерование кажуещееся потому что сбылось именно то что хотелось."