Thursday, May 7, 2009

Read but keep it hush-hush!



1.5 კოლოფი სიგარეტი დღის განმავლობაში დიდი მიღწევაა. მე ვამაყობ საკუთარი თავით!

დეპრესიაში ვარ, ამჯერად მიზეზებიც მაქვს.
ხანდახან ხდება, ყურადღების მისაქცევად ათას ხრიკს მივმართავ, მაგრამ დღეს ნამდვილად დეპრესიაში ვარ!

ჩემი დეპრესიის 10 მიზეზი:

1. ნატა 48 წუთის განმავლობაში ლაპარაკობს ტელეფონზე, არადა მეც დასარეკი მაქვს, ანონსებია გადასანაწილებელი.

2. გიგა მეზობელ სტუდიაში სტუმრებთან ერთად. პერიოდულად ფილოსოფიური გამომეტყველებით მიდი-მოდის და ღრმად ინტელექტუალურ განცხადებებს აკეთებს. (ინტელექტუალური რათქმაუნდა ბრჭყალებში.)

3. თაკო სურამელაშვილთან ჩაწერილ დუეტს აგერ უკვე მეათედ მასმენინებს ხმამაღლა.

4. ავტორადიოს ნატალია გორული აქცენტით მემეტყველება. უნიჭოდ. მომბაძოს მაინც. (საარტისტოზე უნა ჩამებარებია.)

5. დაცვა გოჩა ტვინს ხნავს მაღალ მატერიებზე საუბრით.

6. საინფორმაციოს სტუდიის ნაუშნიკებში იმხელა ხმაზე ისმის მუზიკა, ტელევიზორის ყურება აზრს კარგავს. არადა, ნატას ტელეფონზე საუბარს ხომ არ შევაწყვეტინებ.

7. ინტერნეტი ურემივითაა! ფეისბუქზე პეტებში შევალთქო და 15 ველოდი პინოს გამოჩენას, მერე ნერვი მიმეშალა და საინ აუთის გარეშე დავხურე ბრაუზერი.

8. მშია! ანონსებზე გასულ ხალხს დავაბარე საჩმელი, მაგრამ ფული არ აღმოაჩნდათ, გამყიდველმა კიდე ნისიად არ გამოატანა რატომღაც და დავრჩი ასე.

9. ვალ’ო (“ლ” წერისას როგორ მოვარბილო არ ვიცი აბა) ბიძიას ყავის სმისგან აღარ ვარ. მგონი სამოვარად ვიქეცი. იდეაში თერმოსი უფრო უნდა ვიყო, მაგრამ სამოვარი უკეთ ჟღერს და.

10. ფოტოებში ამ ბოლო დროს მსუქანი ვარ. რეალურადაც!


ერთი დღისთვის საკმარისია.




P.S. ეს წუთია სამი ცალი კაი სოჩნი ღვეზელი მივირთვი.

Life's good!

9 comments:

ჩორვენი¹³ said...

lol sou sviT
yvela probema sasamxurtan kavshirshi rocaa
ertaderti azri unda gachndes
xom ar shevicvalo samsaxuri :D

JoKey said...

გეთანხმები ჩორვენ. ახლა მაგ საკითხზე ვმუშაოფ :P

female said...

ცოტა ნაცნობი სიტუაციაა, სხვა სახელებით და სხვა პროფესიებით :|

iasamani said...

კხმ
შეიძლება ერთი თამამი განცხადება?
ეგ სამსახური ყელში გაქვს და სასწრაფოდ შვებულება გინდა, ან ახალი სამსახური, სადას სიამოვნებით იმუშავებ ))

cantchooseausername said...

მეც მაქვს დეპრესია :(

იმიტომ რომ ეგ ყველაფერი მომენატრა :(

Asklypiodota said...

მაგ ყველაფერს თუ სხვა კუთხით შეხედავ დეპრესიაც თვალსა და ხელს შუა გაქრება:)ანუ:1.ნატას შეიძლება საათი და 45 წუთი ესაუბრა ტელეფონზე,მან კი მხოლოდ 48 წუტი იკმარა:)2.გიგას შეეძლო პოლიტიკური განცხადებები ეკეთებინა:)3.წარმოიდგინე თაკოს ვახტანგ ჯავახაძესთან რომ ჩაეწერა დუეტი:)4.ნატალიას შეიძლება მოხეური აქცენტით ემეტყველა უნიჭოდ:)5გოჩასაც თავისუფლად შეეძლო კანტის ტრანსცენდენტალურ ესთეტიკაზე და მის აპრიორულ ცნებებზე ესაუბრა:)6.ტელევიზორში საინტერესო და სანუგეშო მით უმეტეს არაფერია:)7.აქ ვერაფერი გავიგე,მე მაპატიე:)8.კარგია რომ გამყიდველმა ნისიად ტკბილფუმფულოვანი მილაკი(იგივე"ტრუბოცჰკა")არ გამოატანა ან რამე მაგდაგვარი ნისიად,რადგან შენს წონას არა მგონია წაადგეს:)9.ჩემს კეთილ რჩევას არ ითვალისწინებ და მიტომ დაემგვანე სამოვარს.გუფთა მიირთვი:)10.ფოტოაპარატის ობიექტივში თუ თავსდები ჯერ კიდევ,ესე იგი ყველაფერი გამოსწორებადია:)ეს იმის გამო რომ დღეს უჩემოდ ხართ კარგად:(

Sophie Golden said...

...and I love your playlist here :)

ally said...

შენა და... სად მუშაობ?! :)))))

და ლ-ს შესარბილებლად არსებობს ერთი ნიშანი კლავიატურაზე ;) ნაცადი ხერხია... :))))

JoKey said...

ally თუ მიაგკი ზნაკს გულისხმობ, არ გამოდგება, რუსული კლავიატურა არ მაქვს :S