Sunday, July 5, 2009

Bodorna Trip

კოორდინატები: 42°5′19.67″N 44°42′14.6″E

რუკა: ბოდორნა

პირველ რიგში მცირე ისტორიულ-გეოგრაფიული ექსკურსი.
ბოდორნა პატარა სოფელია საქართველოს სამხედრო გზაზე, დუშეთიდან 8 კილომეტრში. ყველას გაგივლიათ იქ ოდესმე თუ ყოფილხართ ანანურში, ჟინვალში, გუდაურში ან ფასანაურში.
ბოდორნის ღვთის მშობლის ეკლესია კი სოფლის ზემოთ, მთაშია. სამხედრო გზიდან ხეებში ჩაფლული ეკლესიის გუმბათი ჩანს მხოლოდ.



სალოცავამდე ორი გზა ადის. ერთი სოფელ ბოდორნადან, მეორე კი - ბაზალეთის ტბის ასახვევიდან. ვფიქრობ ბოდორნის გზა ერთ-ერთი საუკეთესო მარშრუტია ოფროუდისთვის, განსაკუთრებით წვიმაში. გზად ნაშალი ქანები, დაბურული ტყე და ქვის დიდი გოროხებია.

ჩვენ სოფლიდან ავედით. გზა რამდენჯერმე ვიკიტხეთ და დაახლოებით 15 წუთში გამოჩნდა მწვანეში ჩაფლული ექვს საუკუნოვანი ეკლესიაც. სხვათაშორის ბოდორნის ღვთისმშობლის ტაძარი XV საუკუნეში აიგო.

სოფლის სამხრეთით 15 მეტრის სიმაღლის სვეტია, რომლის წარმოშობაც ამ დრომდე უცნობია. ვარაუდობენ რომ ეს ბერის გამოსახულებაა და ადამიანების მიერაა შექმნილი. იქვე ახლოს მღვიმეა, რომელსაც მტრის შემოსევის დროს თავშესაფრად იყენებდნენ.
1390-იან წლებში თემურ ლენგის შემოსევისას არაგვის ხეობის მოსახლეობა ამ გამოქვაბულმა იხსნა.

ეკლესია დაკეტილი დაგვხვდა. ეზოში საშენი მასალა და ხარაჩოებია, როგორც ჩანს ტაძრის რესტავრაცია მიმდინარეობს.

საოცარი სიმშვიდეა ირგვლივ.

უახლოეს მომავალში აუცილებლად წავალ სალაშქროდ ბოდორნაში და გამოქვაბულს საგულდაგულოდ დავთვალიერებ.

ესეც ტელეფონით გადაღებული ფოტოები:























5 comments:

Lika Kakiashvili said...

აუ, ძალიან ლამაზი ადგილია, მაგრამ მე ვერ გავბედავ მანდ ასვლას ჯერ :( მეშინის! :(:(:(:( მშურსსავიტ :( არა, სავით რა შუაშია??? მშურს!
ისა და ვანდერერს დაამშვენებდა ეს პოსტი მგონი! :):)

Dreamer Kikito said...

dzalian lamazia :)

Betty said...

ათასჯერ მაინც გამივლია..
ამ მთებს საოცარი ხიბლი აქვს ზამთარ-ზაფხულს..
თუ არ ვცდები გზად ადვილად მისადგომი მხოლოდ ანანური გვხვდება,ამიტომაც სხვა არაფერი მინახავს(სტეფანწმინდამდე ვგულისხმობ)ლომისობაზეც კი არ ვყოფილვარ..
სიამოვნებით მოვილოცავდი ბოდორნის სალოცავს,რომლის გუმბათიც ასევე ათასჯერ დამინახავს..
:))))

embrioni said...

martla zalain lamasi eksesaa da rogorc qartuli eklesiebisumetesobas gadasarevi mdebaeoba aqvs,magram restavracias rac shexeba,me mgoni aarsebuli estavracica mimdinareobs,mito ro celicadse meti xnis cin viyavi bolos da zustad egre iyo daketili da zustad egre gamoiyureboda...

Lalena said...

აუუუ რა ლამაზიააა...