Friday, July 10, 2009

Jag är Karlsson

ყველაფერზე ვილაპარაკებ. შიშებზე, კომპლექსებზე, მაგრამ არა ტაქსისტებზე!

თანმიმდევრობას დავიცავ და შიშით დავიწყებ. ფსიქოლოგებისთვის კარგი საკბილო ვარ ვფიქრობ.
არ მეშინია ქვეწარმავლების, მწერების, უფეხოების, თავფეხიანების, ჩლიქოსნების და საერთოდ ფაუნის არცერთი წარმომადგენლის, სამაგიეროდ მეშინია ჭექა-ქუხილის. ამ დროს აგორაფობიის შეტევა მაქვს და მგონია წუთიწუთზე დამეცემა მეხი. შიში იმდენად ძლიერია, თმები ყალყზე მიდგება.

კიდევ წყლის სიღრმის შიში მაქვს. თუ ღრმად გავცურე, საკუთარ თავს ვარწმუნებ რომ ჩემს ქვემოთ რომელიღაც მითიური არსება დაცურავს, რაღაც ჰიდრას მსგავსი, ბევრი თავით და საცეცით.
ან პოსეიდონია ჩასაფრებული და დროზე თუ არ გამოვალ სამკაპს მიჩხვლეტს ფეხის გულზე. მე ტკივილისგან სპაზმი დამემართება და დავიხრჩობი.
ან დიდი თეთრი ზვიგენი, რომელიც საერთოდ არ უჩივის მადას.

მორიგი დაუძლეველი შიში ინგლისურ ბულდოგს უკავშირდება. ძაღლის ეს ჯიში ძალიანაც მომწონს, მაგრამ თუ მას ნიღაბი უკეთია ჩათვალეთ რომ იქ დამენძრა. მადლობა ამისთვის გრიშას, დავითს, ლიკას, დიბუკსა და "unborn"-ის შემქმნელებს.
მოკლეთ საშინელებათა ფილმები ჩემი აქილევსის ქუსლია.
საღამოხანს თუ სადმე ტყიან ადგილას მოვხვდი, ჩემს ფანტაზიას გასაქანი ეძლევა.
...საკმაო მანძილი გამოვიარე. შემოდგომაა, ქვაფენილზე ყვითელი ფოთლებია მოფენილი. მზე თითქმი ჩავიდა, გარემო ბურუსშია გახვეული. საეჭვო არაფერი ხდება ირგვლივ, მაგრამ ვიღაცის მზერას ვგრძნობ. უკან ვბრუნდები და თერთმეტიოდე წლის ბიჭი დგას, ლურჯი ხელთათმანით და ეს ნაბიჭვარი ინგლისური ბულდოგი ნიღბით.
არაფერს მიშავებენ რეალურად, მაგრამ საშინელი აურა აქვთ. მე მეშინია.



კომპლექსებს რაც ეხება, მივედი იმ დასკვნამდე რომ რელიგიისადმი ჩემი დამოკიდებულება კომპლექსებს უკავშირდება. მე მელოტი ვარ და საშინელი კომპლექსი მქონდა ერთ დროს. რაც თმის ცვენა დამეწყო იმის მერე ყოველთვის რაღაც მეხურა თავზე. არ აქვს მნიშვნელობა რა, ქუდი, ფეხსაცმლის ყუთი, ცელოფნის პარკი, ქაღალდის პაკეტი, ბენდენა. ყოველთვის რაღაც მეხურა.
კარგია რომ ჩემს გვერდით არსებობენ ადამიანები, რომლებიც დამეხმარნენ ამის დაძლევაში. სამწუხაროდ ტუტორიალს ვერ დავწერ, როგორ დავძლიოთ სიმელოტის კომპლექსი, რადგან არ მახსოვს კონკრეტულად როგორ მოხდა ეს, მაგრამ ფაქტია ყველანაირი თავსაბურავი გავაჩუქე ან გადავაგდე.

რა შუაშია ათეიზმი სიმელოტის კომპლექსთან?! პასუხი ძალიან მარტივია. მართლმადიდებელი ეკლესია კრძალავს სალოცავში მამაკაცის ქუდით შესვლას. მეც იძულებული ვიყავი მომეხადა კეპი. დაკომპლექსებული ვიდექი ხოლმე ტაძრის კუთხეში და ჩუმად ვბუტბუტებდი მამაო ჩვენოს.

ახლა ვიტყვი სიმართლეს, რომელიც ყველაზე გამცვდარია.
მთავარია შენ გიყვარდეს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ!

ზომიერად ფერხორციანი, სიმპათიური და ქარიზმატული მოწიფული მამაკაცი ვარ.



P.S. კარლსონები ჯერ კიდევ არსებობენ ;)

15 comments:

Betty said...

გულწრფელობის წუთები შიშებისა და კომპლექსების გარეშე...
:) :) :)

Lika Kakiashvili said...

Do you want to talk about it?? :))))

ზომიერად ფერხორციანი, სიმპათიური და ქარიზმატული მოწიფული მამაკაცი ვარ. - WOOOW! Not bad! :)))

Sometimes you are the best! Sometimes is not THAT often! :))))) Today IS sometimes! Don't get vain! :))))

Hugs!

P.S. Loved it!

Tomushka said...

რადგან კარლოსნი შვედი იყო, უკეთესი იქნება თუ დაწერდი
Jag är Karlsson

Asklypiodota said...

როგორი იმედი მქონდა,რომ ამ ძაღლის ფოტოს აღარ ვნახავდი:)დამესიზმრება დღეს:)აღიარო საკუთარი შიშები და კომპლექსები-იშვიათად გამოსდის ვინმეს,ეს მათი გადალახვის საუკეთესო გზაა:)ამ პოსტის მერეც კი ძალიან მიხარია რომ გაგიცანი:):)

JoKey said...

Betty, Lika მადლობა
Tomushka, მადლობა შენც. ცავასწორე სათაური
ქ-ნ ასკლიპიოდოტი, თქვენთვის წერილს ვწერ დიდის გულისყურით, ვნახოთ რა გამომივა

Sophie Golden said...

კიდევ კარგი, კეფიდან არ ივარცხნი თმას და სიმელოტეს ისე არ ფარავ, ზოგმა კაცმა რომ იცის, ხო ხვდები :ლოლ: =))
ბულდოგები მიყვარს, ისე ისე ისე, რომ მგონია, სადაცაა დამელაპარაკებიან, საწყალი თვალები აქვთ, don't you think? :) You don't I can tell :D

JoKey said...

I don't Sophie!!

ე.წ. ტალავერიც არ მაქვს, სასაცილო ვიქნებოდი ისე ამოვარცხნილი თმებით :D:D:D

Lalena said...

ისა მეშინია: სიბნელის, სიღრმის, სიმარტოვის, სიმაღლის (გააჩნია როგორ ხასიათზე ვარ) ჭექა-ქუხილის, გრუხუნის, ძლიერი წვიმის (ამ დროს სამყაროს აღსასრულზე ვიწყებ ფიქრს) ყველა მწერის თუ არსების რაც დაცოცავს, დაბოჯიალობს, დაძრწის; ლიფტების, მაღალი კიბეების, ლოთების, გიჟების, ზოგჯერ დანების თოფების, ელ ხელსაწყოების, ხანდახან სიახლის :(((( მოსიარულე ფობია ვარ ხო? :S

Lalena said...

ა ხო კიდევ მწერების დაკბენის (განსაკუთრებით კრაზანისა და ფუტკრის), ზვიგენის კბენის (თუ გაგლეჯვის რა ვიცი, რავიცი), ავია კატასტროფების, გემისაც, არ არსებული ურჩხულების, რომლებსაც მე ვქმნი და ჯერ კიდევ ბავშვობიდან მოყოლებული მჯერა, რომ საწოლის ქვეშაა როცა ბნელა და შუქი არ ანთია, შესაბამისად არაფრის დიდებით ვჯდები საწოლზე, რომ მსტაცოს ხელი და არასებულ მახინჯთა სამყაროში გადამიყვანოს პაწაწინა ხვრელიდან კაციშვილმა არ იცის რატომ ან როგორ?

cantchooseausername said...

ყველაზე საყვარელი მელოტი ხარ მსოფლიოში და ყველაზე ნაკლებად მოგიხდებოდა თმა :) :*:*:*:*:*

Kate said...

რა საშინელი სურათია, არ მესიამოვნა.

ხოდა რაც შეეხება შიშებს, ყველას გვაქვს ჩვენ–ჩვენი, უბრალოდ ვცდილობთ ამაზე არ ვისაუბროთ და თუ სხვები საუბრობენ, მოვერიდოთ.

მე მაგალითად საღამო საათებში ოჯახი შიმშილით რომ კვდებოდეს, პურზე არ გავალ მაღაზიაში. და ეს შიში მაქვს მგონი დაბადებიდან.
კიდევ სიკვდილის შიში მაქვს, საშინელი.
კიდევ მაგ ქვეწარმავლების და რავიცი, კიდევ ბევრი რამის, რაც ახლა არ მახსენდება.

Lalena said...

და კიდევ გზაზე გადასვლის მეშინია :))))

Tomushka said...

ra kargiaa :)
axla namdvili karlsoni xar :P

Grigol said...

cantchooseausername <- ამას რატომ არ ვიცნობ? თუ ვიცნობ და არ ვიცი?

ჩვენიანია მოკლედ :) აშკარად იზიარებს ჩემს მოსაზრებას თმებზე :))

შიშებს რაც შეეხება ამ ბოლო დროს მწვანე მიცუბიშების შიში გამიჩნდა :))))))

ბუშკა said...

ოჰ ეს კარლსონები. იმდენი ჩანახატი, მოთხრობა თუ მინიატურა ვწერე კარლსონზე, ბოლოს კარლსონომანია, კარლსონოფილია და კარლსონოფობია დამემართა ერთად.
ძალიან მიყვარს ეს ბლოგი- ნერვოზულად ემოციური რომ ვარ, აქ შემოვდივარ ხოლმე და ვკითხულობ.
პ.ს გველების მეშინია ძალიან :/