Saturday, August 29, 2009

La Vie En Rose (Part Two)


MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com



La Vie En Rose By Edith Piaf წლევანდელი ზაფხულის ჰიტი იყო. საიდან ამომიტივტივდა არ ვიცი, მაგრამ მთელი 11 დღე ამოჩემებული მქონდა.

ზღვასთან მისასვლელად ქუჩა უნდა გადაჭრა. ათასი თვალი და ყურია საჭირო სანაპირომდე ცოცხალმა რომ ჩააღწიო.

აქეთ პატარა ნაკადული ჩამოდის და გადასასვლელთან მოზრდილი ქვა დევს. თუ ვერ შეამჩნევ ლიკასავით წაბორძიკდები. მაშინვე ასაკს დავაბრალე, ისეთ ასაკში ხარ, რა გასაკვირია ამხელა ლოდი რომ ვერ შეამჩნიეთქო.



მერე კიბე იწყება, რამდენი საფეხურია არ დამითვლია. მარცხნივ დაფნის, თხილისა და ციტრუსის ხეებია, ქვემოთ ტყე, მარჯვნივ ბუჩქები, თითოს ერთდროულად თეთრი, ვარდისფერი და ცისფერი ყვავილები ასხია.
კიბის თავზე ჭა და ჭის გვერდით ფორთოხალი.

მერე ჩვენი სახლია.

***

მატარებელში ბევრი ვსვით, მოულოდნელი სეილების სადღეგრძელო მანდ შეისვა.
დილაც სმით იწყებოდა, დილის მადლი, ოთხი სახარება - ჩვენი გახარება, იქ ნათელი - აქ სანთელი...



21 აგვისტო

ჩემი დღეა და არ მიყვარს.
მილოცვები წინა დღის 12-დან დაიწყო და მომდევნო დღის ბოლომდე გაგრძელდა. სახელდახელოდ გაკეთებული ტორტი ისეთი შთამბეჭდავი იყო. ლიკა ნამდვილი კულინარია. ორცხობილები კრემით მორთო და ემ&ემსები დაალაგა ზედ.
დიასახლისი შორენაც აღფრთოვანებული იყო, დიდის ამბით ჰკითხა, "ზანგის ქალს" შენ როგორ აკეთებო. ლიკამ მოუბოდიშა, რა მახსოვს, ჩაწერილი მაქვს სადღაცო.

დაბადების დღის მოლოცვის მერე, ცოტნეს ძუძუების თამადობით თიკოს, ლიკას და ნათიას სამი ზომის სადღეგრძელო შევსვით.

I was king of sorrow! რატომ კაცმა არ იცის.


ამერიკელის ამბავი

ბათუმის გარეუბანში ამერიკელი გამოიჭირეს და 30 ევროდ მიაქირავეს სახლი.
გაგიმარჯოს, საქართველოში ვართ! ასეა, სოციუმის სახეს ცალკეული ინდივიდები ქმნიან.
თბილისშიც ასე არ არის?! თუ უცხოელებზე აქირავებ სახლს, არარეალური ფასი უნდა დაადო.
არ მახსოვს ვიღაც ამბობდა, მწვანე კონცხზე ბოტანიკურ ბაღში ქართველებისთვის შესვლა 1 ლარი ღირს, უცხოელებისთვის ხუთიო.

არგაგონილი ამბავია, უნიკუმი.


საწოლის გატანის ამბავი

მაგიდასთან ვიდექი, პირში სიგარეტით, სანთებელას ვეძებდი და ცოტნე დამადგა არიქა თქვენი საძინებლიდან საწოლი გამომატანინეო.
საწოლის დაშლა ვერ მოვიფიქრეთ, ისე კი არ ეტეოდა კარში. მოკლედ, ამოვატრიალეთ და ლეიბი მე დამეცა თავში, ზეწარ-ბალიშები ცოტნეს, თან მეორე საწოლზე მომიხდა ახტომა და ასე ციმციმ გადმოვაგორეთ საწოლი.

წაკითხვა არაფერია, ეს უნდა მოისმინოთ. ცირკია.

***

ცუდი ამბებიც იყო. ჯერ დათო დაიწვა, მაწონს და დამწვრობის საწინააღმდეგო მალაომებს მორიგეობით ვუსვამდით.
მერე ნათელიკო გაგვიცივდა და არადადეგების ყველაზე მზიან დღეს საწოლში კრუსუნებდა.

***



მოსკვიჩი მერსედესის ნიშნით და საბჭოთა ნომრებით!

***

ასე იყო ყველაფერი. უი, Sunset Tour გამომრჩა, მზის ჩასვლას გემიდან ვუყურე, დავმუნჯდი.



P.S. ამით ვასრულებ თხრობას, ვეღარ ვწერ ბოლო დროს. რაღაც მაკლია და აბდა-უბდა გამომდის.

P.P.S. მახინჯაურში მარკესის "მარტოობის ასი წელი" აღმოვაჩინე და პირველი 110 გვერდი ზრდილობიანად წავიკითხე.
ნათიას ვკითხე წიგნის მოპარვა ტეხავსთქო და ძალიანო. დავტოვე მარკესი იქ :(

P.P.P.S. ერთ საღამოს ღრმად ინტელექტუალური სახეებით ვისხედით ლიკა, დათო და მე და კაბალაზე ვსაუბრობდით. ამ საუბრის გამო ცოტნე ტუალეტში არ შედიოდა. საინტერესოა და რამეს გამოვტოვებო.
მერე კარმაც ვახსენეთ და ცოტნემ დაიჩემა ეგ გამათბობელიაო.

P.P.P.P.S. გაბომ თქვა ყოველი შენი დღე დაამსგავსე უკანასკნელსო!

Thursday, August 27, 2009

La Vie En Rose (Part One)



"If I were never to leave you
If I were always alone
If I would never to see you
If I could set the sun
If I could set the sun"

Nitin Sawhney - Sunset. Tantra Lounge is my passion.
ასე დაიწყო ზაფხული.


MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com



ცხოვრებაში პირველად ვთქვი მოულოდნელი სეილების სადღეგრძელო.
წარმოიდგინე, ვივიან ვესტვუდის მაღაზიაში შარვალი ნახე 300 ლარად, დიდი წვალების მერე შეაკოწიწე ეს თანხა, მიდიხარ მაღაზიაში და გხვდება წარწერა "Sale 50%", მთელ 150 ლარს დაზოგავ, საღამოს ახალ შარვალს ჩაიცვამ და მეგობრებთან ერთად სახინკლეში ჩასკდები.

ბათუმი (დღე პირველი) - დაპუტული პეროების საღამო. ამ თემას არ განვავრცობ, მტკივნეულია.

ბათუმი (დღე მეორე) - Adjara Music Hall - Global DJs Party.

ოო, ცეცხლოვანი საღამო იყო. წელს ზემოთ შიშველი ვცეკვავდი და კლუბის დაცვა დამადგა სასწრაფოდ ჩაიცვით აკრძალულიაო. მერე დინამიკებთან ახლოს მივედი, მუსიკის ვიბრაციას ვიგრძნობ უკეთთქო და ესეც აკრძალული ყოფილა.
აჭარა მიუზიქ ჰოლი, იგივე პროზაკი ყველაზე ცუდი კლუბია დედამიწაზე. საპირფარეშოში არცერთი კაბინის კარი არ იკეტება და ფეხსალაგის ნელსურნელებაც აუტანელია.

მახინჯაური - რესტორანი "კრისტალი"

სადილისას ორგაზმის სიკეთეზე, ტინტო ბრასის ქალების გაუპარსავ იღლიასა და პედრო ალმოდოვარის მანდილოსნებზე ვისაუბრეთ. მიმტანი გოგონა დაზაფრული მოდიოდა ჩვენს მაგიდასთან, განსაკუთრებით ორგაზმის გაგონებისას შეცბა.
ორგაზმზე ლაგოდეხი გამახსენდა. ერთ მშვიდ საღამოს, ერთმა ჩემმა მეგობარმა თქვა ორგაზმის დროს ხმამაღლა ვკივიო და მერე დასძინა ვიცოდი ყოველთვის გაინტერესებდათო. სიცილი რომ დავიწყეთ, უზრდელები გვიწოდა ყველას და დასაძინებლად გაიქცა.

მახინჯაურში ეს თემა აივანზე გაგრძელდა. პოზებს განვიხილავდით. 69 ყველასთვის ცნობილია, მივედით დასკვნამდე, რომ 66 ფეხზედგომელაა და 99 ვვერხ ნაგამი დუდღნაობა.


MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com



აივანი საერთოდ ცალკე თემაა. ზღვის ხედი იშლება. დაისი იყო და თიკომ თქვა მზის ჩასვლისას ყოველთვის წუთისოფლის ამაოებაზე მეფიქრებაო. მართალია, მწუხრიც ამიტომ ქვია ალბათ. სამაგიეროდ დილით ისევ ამოანათებს და იმედიც ბრუნდება გაშლილი ხელებით.

სახლი ტყეშია ჩაფლული და გზიდან ქვის კიბეები ამოდის. ცოტნემ დაიჩემა კიბე უთუოდ თამარის დროინდელი იქნებაო. ყველაფერი მეთორმეტე საუკუნეს დაუკავშირა. პლაჟზე ჩატარებული გათხრებისას აღმოჩენილი ნიჯარის ფრაგმენტებიც თამარ მეფის დროინდელი იყო.

მგონი იმ საღამოს აღმოვაჩინეთ სახლში როინ მეტრეველის წიგნი თამარზე. დასკვნაში გარკვევით ეწერა ქართველი დედოფალი სამების მეოთხე იპოსტასიაო. შევთანხმდით რომ მეტრეველი ***ა, წინააღმდეგ შემთხვევაში პირჯვარი ოთხი თითით უნდა გადაიწეროს კაცმა.



ერთ დღესაც ვიფიქრე მედიტაციას ვცდითქო და ლოტოსის პოზაში მჯდომმა ქარის მუდრა გავაკეთე. თან აფირმაციას ვიმეორებდი და ლურჯ ჰორიზონტს ვუყურებდი. თეძოზე უზარმაზარმა ბზიკმა მიკბინა. ძლივს გადავრჩი.
მახინჯაური ბზიკების მექაა, ღამით ნამდვილი ომი მქონდა ხოლმე.



ეს ყვავილი ნიას საჩუქარია, თიკოს მიართვა.

მერე დათო მოიტაცეს ამერიკელებმა და აღარავის გვინახავს თვალით.



საწოლიგ გატანის ამბავი

To be continued...

Saturday, August 1, 2009

Adjara's waiting for me



შვებულებამდე 13 დღე დარჩა, ბლოგის ქაუნთდაუნ ტაიმერი ასე ამბობს და არ მგონია მატყუებდეს.
მოკლედ 14 აგვისტოს მატარებელში ჩავსხდებით და 15-ში დილას უკვე მახინჯაურში ვიქნებით.



დილას სირბილი პლიაჟზე, გრილი ზღვა, მზე, სახელდახელოდ შემწვარი ხამანწკები ლანჩზე, მერე ისევ ზღვა, ბათუმი, პორტის კაფეში ნაყინი ან ჭიქა რომი და დღეც გაილია.



2007-ში მწვანე კონცხზე ფასიანი პლაჟი აღმოვაჩინე, ყოველთვის ცოტა ხალხია და მამაკაცების შესვლა 10 ლარი ღირს. ირგვლივ სულ კლდეებია, შეზლონგები და ქოლგები უფასოა, სასიამოვნო კლუბური მუსიკა უკრავს და ბარში გემრიელი სასმელები აქვთ. წელსაც მივალ.



მიყვარს მახინჯაური, სიმშვიდეა, სანაპიროზე ყოველთვის ცოტა ხალხია და ზღვაში ჩასვლისას არასდროს სჭირდება ნივთებს დარაჯობა.
თან ეზოდან გასვლისთანავე პლაჟი იწყება.

არ არის გამორიცხული თურქეთის სანაპიროსაც ვესტუმრო. ბათუმიდან სამ დღიანი ტურია გემით, საინტერესო უნდა იყოს. თან თურქულ ჩაიხანაში ფინჯან ჩაისა და ნოტიო ბაქლავას არაფერი სჯობს.

შუამთობის დღესასწაულზე, 17 აგვისტოს ალბათ ბეშუმში ავალ. ლამაზი სოფელია, ეს უნდა ნახო.

აუცილებლად დავათვალიერებ აჭარის ტელევიზიას და ბათუმის მეჩეთშიც შევალ. ერთ ღამეს ბათუმში გავათევ სავარაუდოდ, გარიჟრაჟზე მუეძინის ლოცვა რომ მოვისმინო.



ძალიან მინდა მტირალას ნაციონალურ პარკში და კინტრიშის ნაკრძალში ასვლა, დანარჩენები თუ დავითანხმე კარგი იქნება.



დაბადების დღეზე იქ ვიქნები და ტრადიციულად ბოტანიკურ ბაღში გადავიხდი. პატარა პიკნიკს მოვაწყობთ, მზის ჩასვლას ვნახავთ და ღამით ზღვაში შევცურავთ.

მინდა ზღვა