Saturday, August 1, 2009

Adjara's waiting for me



შვებულებამდე 13 დღე დარჩა, ბლოგის ქაუნთდაუნ ტაიმერი ასე ამბობს და არ მგონია მატყუებდეს.
მოკლედ 14 აგვისტოს მატარებელში ჩავსხდებით და 15-ში დილას უკვე მახინჯაურში ვიქნებით.



დილას სირბილი პლიაჟზე, გრილი ზღვა, მზე, სახელდახელოდ შემწვარი ხამანწკები ლანჩზე, მერე ისევ ზღვა, ბათუმი, პორტის კაფეში ნაყინი ან ჭიქა რომი და დღეც გაილია.



2007-ში მწვანე კონცხზე ფასიანი პლაჟი აღმოვაჩინე, ყოველთვის ცოტა ხალხია და მამაკაცების შესვლა 10 ლარი ღირს. ირგვლივ სულ კლდეებია, შეზლონგები და ქოლგები უფასოა, სასიამოვნო კლუბური მუსიკა უკრავს და ბარში გემრიელი სასმელები აქვთ. წელსაც მივალ.



მიყვარს მახინჯაური, სიმშვიდეა, სანაპიროზე ყოველთვის ცოტა ხალხია და ზღვაში ჩასვლისას არასდროს სჭირდება ნივთებს დარაჯობა.
თან ეზოდან გასვლისთანავე პლაჟი იწყება.

არ არის გამორიცხული თურქეთის სანაპიროსაც ვესტუმრო. ბათუმიდან სამ დღიანი ტურია გემით, საინტერესო უნდა იყოს. თან თურქულ ჩაიხანაში ფინჯან ჩაისა და ნოტიო ბაქლავას არაფერი სჯობს.

შუამთობის დღესასწაულზე, 17 აგვისტოს ალბათ ბეშუმში ავალ. ლამაზი სოფელია, ეს უნდა ნახო.

აუცილებლად დავათვალიერებ აჭარის ტელევიზიას და ბათუმის მეჩეთშიც შევალ. ერთ ღამეს ბათუმში გავათევ სავარაუდოდ, გარიჟრაჟზე მუეძინის ლოცვა რომ მოვისმინო.



ძალიან მინდა მტირალას ნაციონალურ პარკში და კინტრიშის ნაკრძალში ასვლა, დანარჩენები თუ დავითანხმე კარგი იქნება.



დაბადების დღეზე იქ ვიქნები და ტრადიციულად ბოტანიკურ ბაღში გადავიხდი. პატარა პიკნიკს მოვაწყობთ, მზის ჩასვლას ვნახავთ და ღამით ზღვაში შევცურავთ.

მინდა ზღვა

8 comments:

Betty said...

გზა მშვიდობისაა..
იმედია დაგეგმილზე უკეთ გამოვა ყველაფერი,.დაისვენებ,გაერთობი და მეტს ისიამოვნებ,ვიდრე გგონია...
გარიჟრაჟზე მუეძინის ლოცვას რაც შეეხება,გოდება-ღიღინი-ტირილ-სიმღერა უფროა,ვიდრე ლოცვა.ერთი თვე ყოველ გარიჟრაჟზე სასჯელივით მქონდა გამოწერილი..ვერაფერი ბედენაა...შენი სმენა ჯობია :))))))ამით მაინც გავნებივრდები უახლოეს 13 დღეს,მერე ისევ ყოველ გარიჟრაჟზე ზემოთ თქმული გამეორდება..
დაბდღეს ისევ შორიდან მოგილოცავ და საჩუქარიც ისევ დაგვიანებული იქნება..
ყოველთვის მაინტერესებდა,რატომ ჰქვია მაგ ლამაზ ადგილს მახინჯაური?იქნებ გამანათლო..
სექტემბრის პოსტიც მაინტერესებს,ჰოდა დაველოდები...
:)))))))))))))))))

Lalena said...

ბედნიერი ხარ! თან მართლა ბედნიერი.

ბათუმი მაგარი ადგილია. ზღვა, გართობა...

ხო, ლამის დამავიწყდა, ბედნიერ წუთებს ნუ შეიმცირებ და აჭარის ტელევიზიაში ცხვირის შეყოფაც კი არ გაბედო! უაზრობაა, საშინელებაა და მოკლედ, რაც არხია, ის შენობა აქვს! კ ა ტ ა ს ტ რ ო ფ ა ა ა ა! მაშა!

გრიგოლი :ჵ

female said...

ბეტის არ იყოს მეც სულ მქონდა ეგ შეკითხვა მახინჯაურთან დაკავშირებით :)

tuta said...

მე კიდე არსად მინდა წავლა, მაგრამ ისიც ზუსტად ვიცი, რომ თბილისზე საშინელი ადგილი ,აგვისტოში, ალბათ მხოლოდ ქუთაისია :)
ეს რამდენიმე დღე ტელეგრაფს დავუთმობ და მერე მეც წავალ, ალბათ უფრო ზღვაზე და თუ მაინცდამაინც იქ გნახავ...მართლა, რამდენი დღით მიდიხარ? რა მოსაწყენი აგვისტო მელოდება 19-ის შემდეგ რადიოში...წარმოგიდგენია ალბათ

Sophie Golden said...

შეიძლება მეც გავიარო აჭარისკენ აგვისტოს შუა რიცხვებისთვის.
კარგ დასვენებას გისურვებ, dear Jo!

zurriuss said...

წადი და ჩემ მაგივრადაც გაერთე... :(
ზღვა ძალიან მიყვარს :(
პოსტი მშვენიერია. ზუსტად ასე მიყვარს მეც წერა (შინაარსს არ ვგულისხმობ): საუბარი+სურათი+საუბარი+სურათი... ;)

canikeepyou said...

როგორ დაგამატო?

JoKey said...

როგორ დამამატო სად? :)