Saturday, August 29, 2009

La Vie En Rose (Part Two)


MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com



La Vie En Rose By Edith Piaf წლევანდელი ზაფხულის ჰიტი იყო. საიდან ამომიტივტივდა არ ვიცი, მაგრამ მთელი 11 დღე ამოჩემებული მქონდა.

ზღვასთან მისასვლელად ქუჩა უნდა გადაჭრა. ათასი თვალი და ყურია საჭირო სანაპირომდე ცოცხალმა რომ ჩააღწიო.

აქეთ პატარა ნაკადული ჩამოდის და გადასასვლელთან მოზრდილი ქვა დევს. თუ ვერ შეამჩნევ ლიკასავით წაბორძიკდები. მაშინვე ასაკს დავაბრალე, ისეთ ასაკში ხარ, რა გასაკვირია ამხელა ლოდი რომ ვერ შეამჩნიეთქო.



მერე კიბე იწყება, რამდენი საფეხურია არ დამითვლია. მარცხნივ დაფნის, თხილისა და ციტრუსის ხეებია, ქვემოთ ტყე, მარჯვნივ ბუჩქები, თითოს ერთდროულად თეთრი, ვარდისფერი და ცისფერი ყვავილები ასხია.
კიბის თავზე ჭა და ჭის გვერდით ფორთოხალი.

მერე ჩვენი სახლია.

***

მატარებელში ბევრი ვსვით, მოულოდნელი სეილების სადღეგრძელო მანდ შეისვა.
დილაც სმით იწყებოდა, დილის მადლი, ოთხი სახარება - ჩვენი გახარება, იქ ნათელი - აქ სანთელი...



21 აგვისტო

ჩემი დღეა და არ მიყვარს.
მილოცვები წინა დღის 12-დან დაიწყო და მომდევნო დღის ბოლომდე გაგრძელდა. სახელდახელოდ გაკეთებული ტორტი ისეთი შთამბეჭდავი იყო. ლიკა ნამდვილი კულინარია. ორცხობილები კრემით მორთო და ემ&ემსები დაალაგა ზედ.
დიასახლისი შორენაც აღფრთოვანებული იყო, დიდის ამბით ჰკითხა, "ზანგის ქალს" შენ როგორ აკეთებო. ლიკამ მოუბოდიშა, რა მახსოვს, ჩაწერილი მაქვს სადღაცო.

დაბადების დღის მოლოცვის მერე, ცოტნეს ძუძუების თამადობით თიკოს, ლიკას და ნათიას სამი ზომის სადღეგრძელო შევსვით.

I was king of sorrow! რატომ კაცმა არ იცის.


ამერიკელის ამბავი

ბათუმის გარეუბანში ამერიკელი გამოიჭირეს და 30 ევროდ მიაქირავეს სახლი.
გაგიმარჯოს, საქართველოში ვართ! ასეა, სოციუმის სახეს ცალკეული ინდივიდები ქმნიან.
თბილისშიც ასე არ არის?! თუ უცხოელებზე აქირავებ სახლს, არარეალური ფასი უნდა დაადო.
არ მახსოვს ვიღაც ამბობდა, მწვანე კონცხზე ბოტანიკურ ბაღში ქართველებისთვის შესვლა 1 ლარი ღირს, უცხოელებისთვის ხუთიო.

არგაგონილი ამბავია, უნიკუმი.


საწოლის გატანის ამბავი

მაგიდასთან ვიდექი, პირში სიგარეტით, სანთებელას ვეძებდი და ცოტნე დამადგა არიქა თქვენი საძინებლიდან საწოლი გამომატანინეო.
საწოლის დაშლა ვერ მოვიფიქრეთ, ისე კი არ ეტეოდა კარში. მოკლედ, ამოვატრიალეთ და ლეიბი მე დამეცა თავში, ზეწარ-ბალიშები ცოტნეს, თან მეორე საწოლზე მომიხდა ახტომა და ასე ციმციმ გადმოვაგორეთ საწოლი.

წაკითხვა არაფერია, ეს უნდა მოისმინოთ. ცირკია.

***

ცუდი ამბებიც იყო. ჯერ დათო დაიწვა, მაწონს და დამწვრობის საწინააღმდეგო მალაომებს მორიგეობით ვუსვამდით.
მერე ნათელიკო გაგვიცივდა და არადადეგების ყველაზე მზიან დღეს საწოლში კრუსუნებდა.

***



მოსკვიჩი მერსედესის ნიშნით და საბჭოთა ნომრებით!

***

ასე იყო ყველაფერი. უი, Sunset Tour გამომრჩა, მზის ჩასვლას გემიდან ვუყურე, დავმუნჯდი.



P.S. ამით ვასრულებ თხრობას, ვეღარ ვწერ ბოლო დროს. რაღაც მაკლია და აბდა-უბდა გამომდის.

P.P.S. მახინჯაურში მარკესის "მარტოობის ასი წელი" აღმოვაჩინე და პირველი 110 გვერდი ზრდილობიანად წავიკითხე.
ნათიას ვკითხე წიგნის მოპარვა ტეხავსთქო და ძალიანო. დავტოვე მარკესი იქ :(

P.P.P.S. ერთ საღამოს ღრმად ინტელექტუალური სახეებით ვისხედით ლიკა, დათო და მე და კაბალაზე ვსაუბრობდით. ამ საუბრის გამო ცოტნე ტუალეტში არ შედიოდა. საინტერესოა და რამეს გამოვტოვებო.
მერე კარმაც ვახსენეთ და ცოტნემ დაიჩემა ეგ გამათბობელიაო.

P.P.P.P.S. გაბომ თქვა ყოველი შენი დღე დაამსგავსე უკანასკნელსო!

7 comments:

cantchooseausername said...

:))))) ჩემი ყველაზე თბილწვიმიანი და ყველაზე ლამაზი ზაფხულის დასასრული :)

Lika Kakiashvili said...

ასაკი მან იკითხოს, ვისაც მილის გადანაჭერი ქვა გონია! ვოტ! :P :D

არ მახსოვს ვიღაც ამბობდა, მწვანე კონცხზე ბოტანიკურ ბაღში ქართველებისთვის შესვლა 1 ლარი ღირს, უცხოელებისთვის ხუთიო.

ნუ, ეს ყველგან ეგრეა მამენტ, მაგრამ იმ ამერიკელს რომ მაგარი გაუჩალიჩეს, ეგ მართლაც უნიკალური შემთხვევა იყო. მართალია, ჩვენთან გადმოცხოვრების მერეც გარეთ დადიოდა ტუალეტში, მაგრამ გაცილებით იაფი უჯდებოდა ეგ ამბავი... ვგონებ! :):D

CheshireCat said...

როგორ მიყვარს შენი ნაწერები და რა იშვიათად წერ :)

Sophie Golden said...

ლიკას დაუწერია... ჰოდა, ეგ ნორმალურია ;) ჩვენთვის ბოტანიკური საერთოდ უფასო უნდა იყოს :სოციალისტიარხუმრობს:

მე წიგნის წამოღების ცდუნებას ალბათ ვერ გავუძლებდი... :|

Lika Kakiashvili said...

ბატონი ჯო არ დამძრახავს, იმედია, ოფტოპიკისთვის და, სოფი, სმაილიკმა მიწასთან გამასწორა! უძალიანძლიერესი სმაილია! :სოციალისტიარხუმრობს: ბუე-ჰე-ჰე... იუ რულ, გერლ! :))))))))))

Asklypiodota said...

არააა,მაგიტომ არა,რაც დღეს ვთქვი,ორი წუთის წინ წავიკითხე შენი კომენტარი და...შემიძლია დავიფიცო მსგავსი კომპლიმენტი არავის უთქვამს,არასოდეს,დღეს საოცარი დღეა,ჯერ იყო და ლიკამ მითხრა თითქმის იგივე,მერე ეს კომენტარი,ხოდა დღეს დავიჯერე რომ (მიჭირს ტქმა:))რომ არც თუ ისე ცუდად ვწერ,ოღონდ ეს ხვალ დილამდე დაჯერებაა:)რაც შეეხება შენს პოსტს,ერთი რამ არის რითიც შენს ნაწერს ათასში გამოვარჩევ,ჩვეულებრივ გარემოს არაჩვეულებრივად გადმოსცემ,ისე რომ ვხედავ თხილის ხეებს,ფორთოხალს და მზის ჩასვლასაც დავინახავ თვალი თუ დავხუჭე,მარკესს კი ალბათ იქ არც არავინ გადაშლის,მე შენს ადგილას წაოვიღებდი და მერე უფრო ტკბილი გემო ექნებოდა:)მიხარია,რომ დაბრუნდიიიიი

zurriuss said...

აბდაუბდა პოსტია, მაგრამ ეს ჩემი გადმოსახედიდან უფროა, იმიტომ რომ:
1. არ გიცნობ
2. შენთან ერთად არ ვისვენებდი :)))
ისე კი ოცნებად მაქვს, მზის ჩასვლას ციდან და გემიდან ვუყურო.
წიგნის კითხვის სურვილმა ამ ზაფხულში მხოლოდ 100 გვერდს გასტანა და "დორიან გრეის პორტრეტი" ვეღარ დავამთავრე :(