Saturday, September 12, 2009

ბავშვობაში მეგონა რომ...



ჩორვენს დავუთაგივარ და ახლაღა ვნახე.

რთული იყო. დიდი ბატალიები და პერიპეტიები.
ჟღალთმიან გოგოს ვერ ვიშორებ, ბავშვობის ყველაზე ნათელი სახეა. სკოლის საპირფარეშოსთან მინახავს ძირითადად. ის აფხაზი იყო. ჩვენი სკოლები ერთ ეზოში იდგა და რანდევუ მხოლოდ საზიარო საპირფარეშოსთან ხერხდებოდა. პაემანი გადაჭარბებული სიტყვაა, არაფერი სერიოზული. ტუალეტში შესვლამდე ვუყურებდი ხოლმე.
ხანდახან მეფიქრება, ნეტავ როგორ არის ახლა? დიდი იქნება. ისეთივე ლამაზია როგორც მაშინ? თვითონ თუ ვახსოვარ?! სავარაუდოდ არა!

პირველი სიყვარული?! პუტკუნა გოგო, ცოტა სასაცილო. ფიზკულტურის გაკვეთილამე შიშველი ვნახე და მიხაროდა, მეგონა გავიზარდე.

მერე ომი.

მერე თბილისი. 90-იანი წლები და ფეხბურთი 35-ე სკოლაში. თამაშისას მოტეხილი ფეხის გამო გამოტოვებული ზაფხული და ასე იქცა სპორტის ეს სახეობა საძულველად.
მერე ჩოგბურთი, მოგვიანებით ბეიზბოლი და ამერიკელი ინსტრუქტორები.

პირველი სიგარეტი, სკოლის ზემოთ გორაზე. ვიკეროი ბუ და მონოქსიდი, ყველა ასე ეძახდა, რას ნიშნავს დღემდე არ ვიცი. 50 თეთრი ღირდა მგონი. როტმანსი და მორე – ყველაზე სვეცკი სიგარეტები.

პირველი ჩხუბი სკოლის დერეფანში აყრილი პარკეტებით და ჟანა მასწავლებელი, ბაკებს რომ გვაპუტავდა.
ფრანგულის ლონდა?! მოხუცი იყო და გულს ვუხეთქავდით დღეს შატალოზე ვაპირებთ წასვლასო. ვიცოდით ვერ დაგვეწეოდა მაინც, ყვირილსა და აყალმაყალსაც არ დაიწყებდა, რაფინირებული ქალი იყო.

პირველი სექსი.

ამასობაში გავიზარდე.

ამ გადასახედიდან მოსაწყენს ვერ ვუწოდებ ჩემს ბავშვობას. მშვენიერი თავგადასავალი გამომივიდა.

P.S. პოსტი დავწერე ბავშვობაზე და მერე წავიკითხე, თურმე იმაზე უნდა დამეწერა რაც ბავშვობაში მეგონა :(

P.P.S. ბავშვობაში ყველაფერი პირველად ხდება. (ფილოსოფიური ჰაზრების ფრქვევას ვერ გადავეჩვევი :P)

7 comments:

Lika Kakiashvili said...

დიდი ხანია, ესეთი პოსტი არ დაგიწერია, სოს! ძალიან, ძალიან, ძალიან!

ისა... ბავშვობაში მეგონა, რომ... არა, მეგონა რა შუაშია? აშკარად ამარკორდში ვცხოვრობდი... შენც!

ჟღალთმიან გოგოზე ნათქვამი მაქვს უკვე! :):):)

და მასწავლებლებიიიიიი... იუ რულ, მენ!

tamuna said...

ლამაზი ჩანახატი გამოგივიდა ბავშვობაზე :) მართალია ეს უკვე მოსმენილი მქონდა, მაგრამ წაკითხვა რაღაცნაირად სხვანაირად სასიამოვნო იყო :) მაოცებს შენი გულწრფელად წერა.. შეიძლება ყოველთვის არ წერ გულწრფელად მაგრამ არ ეტყობა :) იმდენად გულწრფელი მეჩვენება ხოლმე ხანდახან ბოდიში მინდა მოვიხადო ინტიმურ სივრცეში შემოჭრისათვის :)

ჩორვენი¹³ said...

nice :)
yvelaze gansakutrebuli bavshvobashi megona posti gamovida!! gut

nati kuda said...

bavSvobaSi megona imdenma dawera, xibli dakarga. es posti zalian kargi gamovida.

JoKey said...

many thanks guys :*

Lalena said...

ამ გადასახედიდან მოსაწყენს, რომ ვერ უწოდებ ეგააა ყველაზე კეთილი შეგრძნება :)

ბაბისა said...

აი დღეს უკვე მეორე ბლოგი აღმოვაჩინე, მშვენიერ ! :))