Sunday, September 27, 2009

Crap

ფიქრები 2012-ზე (ფუტურისტული სისულელე)

ასე დავკარგეთ ზაფხული. შემოდგომამ ჩაანაცვლა, რომელიც ძალიან ჰგავს ზამთარს.
არ ვიცი იქნება თუ არა გაზაფხული.
მაგრამ დარწმუნებით ვიცი, ირემი მოიტაცებს მზეს და წყვდიადი ჩამოწვება მიწაზე.
თვალებამოღამებულები ვივლით ფარნებით ხელში, დროს ერთმანეთის ძებნაში მოვკლავთ უშედეგოდ.
მერე გამოჩნდება ახალი მზე – ნიბირუ – დასასრული.

რა ეშველება ნეტავ ლონდონის ოლიმპიადას?!


პარიზი



არ მიყვარს! ბანალურად საყვარელია თითქმის ყველასთვის და მაგიტომ. “სიყვარულის ქალაქი” – იმდენჯერ ითქვა სხვადასხვა კონტექსტში რომ გახუნდა ერთიანად. თუ ვინმე პარიზიდან ჩამოდის, უსათუოდ უნდა გისახსოვროს ეიფელის კოშკი. ისევე როგორც ლონდონიდან – ბიგ ბენი, ბერლინიდან – ბრანდერბურგის ჭიშკარი, ამსტერდამიდან – უსაშველოდ ვიწრო და მაღალი სახლი...
საყვარელია ბანალურობამდე!

არადა ერთ დროს... ველოსიპედით შემოვლილი ქუჩები, თბილი კრუასანები სენას სანაპიროზე და მონპარნასის კუთხეში კაფე როტონდა მიყვარდა. მერე ვიღაცამ ეიფელის კოშკი მაჩუქა და პარიზი ასე უხილავად გაცვდა.

ბოლო რამდენიმე წელია ციურიხზე ვარ ჩაფიქრებული, ალბათ იმიტომ რომ სიმბოლო არ აქვს. არ თქვათ ახლა ტრამვაი ან ტბაო.

სიმბოლოები ჩარჩოში სვამენ ქალაქს და ერთ დიდ სტერეოტიპად აქცევენ.


სიზმარი

მიტოვებულ სანატორიუმთან ბავშვი ვნახეთ. მშობლების ძებნა დავიწყეთ მაშინვე, მაგრამ ვერავინ ვიპოვეთ ირგვლივ. სანატორიუმი წარმოსახვით ზღვასთან იდგა და მეც მეტაფიზიკურ მეგობრებთან ერთად ვიყავი.
პატარა გოგონა გვეხვეწებოდა ტან წამიყვანეთო. უგლოები აღმოვჩნდით ყველა და დავტოვეთ.
საღამოს ერთი მიზეზით ვურეკავდით ერთმანეთს არარსებული მეგობრები, უკლებლივ ყველას გულის რევის შეგრძნება გვქონდა და საშინელი კივილი გვესმოდა დრო და დრო.

შუაღამისას ნჯღრევით გამეღვიძა.

13 comments:

ბაბისა said...

ho martlac ase cvdeba da banalurdeba ragaceebi.. da neta ra iqneba 2012 wels, ar mjera, magram mainc :)

JoKey said...

arc me. katastrofis ar mjera. vfiqrob ubralod axali etapi ndasruldeba da axali daiwyeba, sheidzleba ragac gardatexa moxdes inteleqtualuri an ragac magdagvari.

Betty said...

ბანალურია,მაგრამ უსიტყვოდ ვერ ჩავიარე,..
ეს "ფუტურისტული სისულელეც" მომეწონა...
ყველაფერზე ითქვა და დაიწერა და საკუთარი ემოციის გამოსახატავად გაცვეთილი სიტყვების გამეორებას ერიდები?
რა ვუყოთ ამდენ წინასწარმწტყველ სიზმარს და დამთხვევებს,რომელთაც თვლა არ აქვთ?
ნებისმიერ ბანალურ სიტუაციაში შეიძლება საკუთარი არაბანალურის მოძებნა და თქმაც,ვფიქრობ ამის საუკეთესო მაგალითები გაქვს..მიხვდერბი იმედია რასაც ვგულისხმობ..

შუაღამისას ნჯღრევით გამოღვიძება საშინელებაა..

Lika Kakiashvili said...

არსებობს ფრაზა, როგორ და-გვ-იკეტეს როტონდა, არა, ჯოზეფ?!.. (მონპარნასი არაფერ შუაშია აქ! :)))

არსებობს კინჭრიკვა ბანალური ეიფელის კოშკის ნაცვლად...

სიყვარულის ქალაქი არის ქალაქი, სადაც გიყვარს და არა, პარიზი, ან თუნდაც სიღნაღი (რატომ ღმერთი არ გაიცინებს?)...

ჰოდა, რატომ არ იკიდებ იმას, რაც მოხდება 2012 წელს?!. იქამდე მთელი ცხოვრებაა დარჩენილი...

Life is simply, fuckin' beautiful here and now!

P.S. გპირდები, ოდესმე პარიზიდან პარიზულ ჰაერს ჩამოგიტან უბრალო პლასტმასის ბოთლით! :))))

Sophie Golden said...

კარგი რა!
მე არ მაინტერესებს, ვის რა უყვარს. პარიზში მინდა გასეირნება ერთი-ორი დღით... თუ ფული დამრჩა კი... :| ბლინ, ყველაფერს ეს ფული აფუჭებს, თორემ ბანალურ სიყვარულს არაფერი უჭირს.

Lei'la said...

:) :) :)))))))

Lalena said...

მაინც მიყვარს ბანალური, გაცვეთილი პარიზი და მის ვიწრო ქუჩებში მინდა ქოლგით ხელშჳ ბოდიალი :)

Asklypiodota said...

მერე ვიღაცამ ეიფელის კოშკი მაჩუქა და პარიზი ასე უხილავად გაცვდა-არსებობენ ფრაზები ჩემს მეხსიერებაში,რომელიც არასოდეს მავიწყდება,რადგან ემოცია მათი წაკითხვისას იყო ისეთივე მძაფრი როგორიც ახლა დამეუფლა

Grigol said...

კერგი რა სოსო, კერგი რა. 2012 წელს ორივემ ვიცით, სულ რომ ცა დაგვემხოს მეც და შენც (და ვვარაუდობ, ლიკაც) იმ საუკეთესო რაკურსის ძებნას დავიწყებთ, საიდანაც ყველაფერს კარგად დავინახავთ :)

ხოდა პარიზი, დიდი სისულელეა, ლამაზი სისულელე. ისეთი, ბევრი რომ გსმენია, ოდესღაც შენით რომ გინდოდა ნახვა და დღეს, იმის და მიუხედავად რომ ბანალურია, მაინც მიგიწევს იქით გული. უბრალო ჩვევაა, თუმცა ლამაზი.

ხოდა ხიურიხში თჲ მოვხვდი, აუცილებლად წამოგიღებ სათამაშო ტრამვაის. თუ ვერ ვიპოვი, მაშინ მატარებელს. თუ მაგასაც ვერ ვიპოვი, მაშინ ”სუპერში” იყიდება რელსებიანი მატარებელი და იმას მოგიტან :)))))))))))

Lika Kakiashvili said...

გრიშოლ ბატონო, რას ქვია, ვვარაუდობო???? ჰმ! აპარატი არ დაგრჩეს სახლში, გენც!!! :)))))))

Lalena said...

სოოოს დაგთაგე :ჵ

Natalia said...

პარიზი ჩემთვისაც კრუასანების სუნთან და კაფეებთან ასოცირდება :) და ამელისთან კიდევ :love:

c. said...

:))) მაგარი იყო :)
და ვიკაიფე დამთხვევაზე: გუშინ ღამე ვუყურებდი ჩემი საწოლის თავთან "ტუმბოზე" (:D ) მიმობნეულ სუვენირებს - ზოგი საკუთარი და ზოგი სხვების ჩამოტანილ-ნაჩუქარია. მერე ავდექი და რამდენიმე ფოტო გადავუღე. რაიმეს დაწერა მინდოდა ამაზე და ფოტომასალით გაფორმება :))
ახლა გონების თვალითაც გადავხედე ფიზიკური თვალის ხედვის არეალში ვერ მოხვედრილებს და ამაყად შემიძლია განვაცხადო, რომ მათ შორის არც ერთი არ არის ბანალური :) რომელი ქვეყნიდან მოხვდა აქ, ამას მიხვდება კაცი, მაგრამ არა სტანდარტული ხედვით :)