Saturday, October 24, 2009

დეკალოგი 6: არ ჰკლა



გინახავთ, როგორ კლავენ ღორს?

კიდურებს თოკებით უმაგრებენ, შემთხვევით ვინმე რომ არ დააზიანოს, კისერს გადაუწევენ და სასუნთქ გზას უჭრიან.
მუქი წითელი სისხლი ასხამს ირგვლივ. ღორი ფართხალებს და საშინელ ხმებს გამოსცემს. რაღაცნაირი სუნი აქვს სისხლს, უსიამოვნო, დიდხანს რჩება ყნოსვით მეხსიერებაში.
დაკლულ ღორს ხის მაგიდაზე ათავსებენ. ტვინი მუშაობას განაგრძობს, სხეულს შეგრძნებები ჯერ კიდევ აქვს, მაგრამ მდუღარე წყალს ასხამენ და გაპუტვას იწყებენ.

დაკვლის კიდევ ერთი მეთოდია, თუმცა ამას დაკვლა არც ჰქვია. რამდენიმე ადამიანი იჭერს ცხოველს. კიდევ ერთი მძიმე საგანს, მაგალითად უროს არტყამს თავში და მერე ღორს უშვებენ.
ცხოველი ტვინის შერყევით კვდება. სხეულის სიკვდილის წინა კონვულსიები, არეული ნაბიჯები, საშინელი ხმა ისევ, მაგრამ მკვლელობა უსისხლოდ.


საქონელს?!

აბსოლუტურად იგივენაირად.

დიდ ფერმებში სპეციალური კონტეინერებია, რომელსაც ერთი მხარე მჭრელი აქვს. ძროხას შეუშვებენ შიგნით, კონტეინერიდან მხოლოდ თავი ჩანს. მერე ეს კონტრუქცია სწრაფად დატრიალდება და საქონლის თავი კონტეინერს გარეთ ვარდება.

საგულდაგულოდ აგროვებენ სისხლსაც. ყველა ადამიანს განსხვავებული გემოვნება აქვს.


ძალიან საინტერესოა კურდღლის მოკვლის ერთ-ერთი ხერხი.
ფუმფულა ბოცვერს უკანა კიდურებით იჭერ ჰაერში და მუშტს ურტყამ თავში. ორი წუთის საქმეა. მერე კიდებ და ატყავებ.
თუ ფიტულის გაკეთებას გეგმავ, ფრთხილად უნდა ჩამოატყავო. ისე, კუდიც მშვენიერი სამშვენისია.


აზიის ზოგიერთ ქვეყანაში ძაღლის ხორცი დელიკატესია. არასდროს მინახავს როგორ კლავენ საჭმელად ძაღლს, მაგრამ რთული წარმოსადგენია, რომ ჩემი პინო ვიღაცისთვის პოტენციური სადილია.

კიდევ ერთი დელიკატესი მაიმუნის ტვინია. ამბობენ რომ ცოცხალს განსაკუთრებული გემო აქვს. ამ მიზნით სპეციალური მაგიდებიც არსებობს, რომელსაც შუაში ნახვრეტი აქვს. სადილობისას, მხოლოდ მაიმუნის ქალა ჩანს. დამშეულ ადამიანებს პატარა ჩაქუჩები უჭირავთ, რომელიც მარტივად ტეხს თავის ქალას.


მე ვეგეტარიანელი ვარ და უკვე აღარ მიჩნდება კითხვა, რატომ არ სურს ადამიანთა ნაწილს ცხოველური საკვები.

12 comments:

tamuna said...

მაგ ყველაფრის უკეთ აღსაქმელად fastfood nation ნახე ფილმი.
მეც ვეგეტერიანელი ვარ! და სულაც არაა ასე ცხოვრება ცუდი :)

babisa said...

ho dakvla-mokvlis sanaxaoba zalian cudia, magram amis gamo sakvebze uars ar vambob, me shevcham tu ara, mat mainc xocaven da magaziebic sul savsea :)

clown said...

საშინელებაა :S

CheshireCat said...

ცხოვრებაში ბევრ საკითხზე მაქვს ჩემი რაღაც შეხედულება, რომელიც შემიძლია არგუმენტირებულად დავიცვა. ვეგეტარიანელობა ის საკითხია, რომელზეც არ ვკამათობ. არ ვიცი, ვერ..
ერთის მხრივ, არ მეშინია იმის აღიარების, რომ ცხოველი ვარ და ისევე ვმონაწილეობ კვებით ეკოლოგიურ ჯაჭვში, როგორც სხვა ცხოველები.
მეორეს მხრივ, უბრალოდ მეცოდებიან ცხოველები. როდესაც აწამებენ, სცემენ, კლავენ.
ასე რომ, უბრალოდ არ ვიცი...

journalistuss said...

ვეგეტარიანელი არ ვარ, მაგრამ ცოტაც და ადამიანს ცხოველს დავუძახებ და ცხოველს – ადამიანს. დაე გაუცვალონ ერთმანეთს ადგილი.
ერთმა ტიპმა მითხრა, ცხოველებს უფრო მეტი ადამიანურობა შერჩათო და მართალიცაა.

Asklypiodota said...

მე ძალიან დიდხანს ვიყავი ვეგეტარიანელი,მანამ სანამ ჩემი ჯამრთელობა ამის საშვალებას მაძლევდა,დღემდე წინააღმდეგი ვარ "სტუმრის საპატივცემულოდ" ცხოველთა დაკვლის.ბავშვობაში ძალიან ხშირად მიწევდა მთაში დღესასწაულებზე ყოფნა,დღემდე მახსოვს ცხვრის თავების უზარმაზარი გორა და რატომღაც ამ ცხვრებს თვალები ღია დარჩენოდათ,ეს თვალები არასოდეს დამავიწყდება

Lalena said...

ქათამსაც უმოწყალოდ კლავენ :(

Natalia said...

ღმერთო ჩემო..

ხორცი დიდად არ მიყვარს, იშვიათად ვჭამ. ამ პოსტმა კი შემაძრწუნა :(

Lalena said...

მე არ ვარ ვეგეტარიანელი!
ამისთვის კი მიზეზი მაქვს.
1. ადამიანები, ჭკვიანი რასა ვართ. ხორცი რომ გვინდა, საშენი გვაქვს, ვამრავლებთ და ჩვენვე მოვიხმართ.
2. ეს ადამიანები უამრავ ფულს ხარჯავენ ამ საქმიანობაში, შესაბამისად, შენ არ ჭამ ხორცს, ის არ ჭამს ხორცს, ესენი მშივრები რჩებიან. კოტრდებიან.
3. მე ადამიანები უფრო მიყვარს ვიდრე ნებისმიერი ცხოველი, ასე რომ მე არ ვარ ვეგეტარიანელი!

პს. ლამის გამომრჩა. ინექციით თუ მოკლავ ცხოველს, ხორც გააფუჭებ. თოფით მოკვლა ცუდ ტონად ითვლება და თან მიდი და მერე ეძებე საფანტები. ხოდა მიირთვით და ისიამოვნეთ. თქვენ ხომ არ კლავთ? ხოდა ჭამეთ ვა

პატივისცემით,
გრიგოლ სიდამონიძე

Lika Kakiashvili said...

grigol, exla shematyobines, jojoxeTis meshvide shreshi shentvis adgili gautavisuflebiat! :))))))))

c. said...

რა მაზოხიზმი იყო ახლა ჩემი მხრიდან ძილის წინ ამის წაკითხვა... თან როგორი სიმშიდით და პრაგმატული მიდგომით დაწერილი პოსტია :)

ღორის დაკვლა - ნანახი მაქვს.ბავშვობაში და არაერთხელ. და დღემდე ზუსტად მახსოვს ის საოცარი ხმა, რასაც გამოსცემენ დაჭერილი, გაკოჭილი ყელთან დანამიბჯენილი ღორები. სისხლი გაგეყინება ძარღვებში... მაშინ მგონი ისე ვერ აღვიქვამდი და ახლა უფრო მტკივა რაღაცნაირად, როცა მახსენდება.

ცხოველია ადამიანი, უბრალოდ ორფეხა. და მე, მომიტევეთ, მაგრამ მაინც ვგიჟდები ხორცზე :( ჭამის დროს საბედნიეროდ თუ საუბედუროდ არ მახსენდება ეს ყველაფერი, ასე რომ...

tuta said...

ვგიჟდები ქათმის თეთრ ხორცზე, მაგრამ მისი ჭამისას არასოდეს ვიხსენებ ქათმის დაკვლის პროცესს.

მაგრამ მახსოვს, ადრე, ძალიან ადრე, მაშინ, როცა პატარა ვიყავი,კურდღელი მოიყვანეს.
დაკლული კურდღელი ფეხმძიმედ იყო, თურმე.
დიდხანს ვდარდობდი კურდღელზე, კურდღლის ხორციც არასდროს მიჭამია, არც ცხვრის და თიკნის.

რაც ფუმფულა და ლამაზია მეცოდება, როგორც ჩანს :)
ჩემი სოფლის ვერანდაზე შეკრებილი ხალხი კი ტუჩებს ილოკავდა ცხელი კერძებით და ყველა ბედნიერი იყო.

:არავეგეტარიანელი: