Saturday, October 17, 2009

Red White & You



თეატრში ვმუშაობ, ჩემი მაყურებელი ათასი ყურია.
ვლაპარაკობ ბევრს და ყურებად ქცეული აუდიტორიის რეაქციას ველოდები მშვიდად.
სუფლიორი - ხოჭო, ლოყაზე მაზის.

სცენაზე რომ გითხარი მიყვარხართქო, ვიცრუე. გარკვევით ეწერა სცენარში: „როცა ვუყურებ შენს თვალებ, გული დედამიწად იქცევა უმალ და გამალებით ბრუნავს. მიყვარხარ ვიდრე...“
აქ ყოველთვის ვჩერდები, სიტყვები მავიწყდება. მაგრამ მახსოვს მუხლმოყრილი უნდა ვიდგე, მოსასხამი მარჯვნივ მქონდეს გადაგდებული და მარჯვენა ხელი გულზე მედოს.
რა ბანალური სცენაა, მე ასეთ სპექტაკლს არ ვნახავდი. თან უანტარქტოდ, თან სამი საათის განმავლობაში.

სუფლიორი მუნჯია, თვალებით ცდილობს თქმას.
მე ბრმა, ჩემი სამყარო უფეროა, შავი. მხოლოდ სასიამოვნო ხმები იკვეთებიან კონტურებად.

უანტარქტო სპექტაკლის მერე ყავარჯენს ვიშველიებ სახლამდე მისასვლელად. 58 საფეხური, ლიფტი არასდროს მუშაობს, არადა ზუსტად მახსოვს ზემოდან მეოთხე ღილაკი ჩემი სართულია.
ლიფტის გარეთ სველი ტილო დევს, ზედმიწევნით სუფთა, მისის ტეილორის დაფენილი, ლავანდისა და სანდალოზის სურნელით.

სახლის კარი ლურჯია, მამამ და მე შევღებეთ ერთ დროს. მარჯვნივ ზარის ქათქათა ღილაკი. მარტო ვცხოვრობ და მაინც ვრეკავ, ყოველთვის. იმ იმედით, რომ ერთ დღეს გამიღებს ვინმე.
კარი მართლა იღება, ოღონდ არა ჩემი. მისის ტეილორის სასიამოვნო ხმა აკუსტიკურ სადარბაზოში ერთი ორად ხმოვანია . „ევანს, კიდევ კარგი მოხვედით, თორემ ჩამთვლიმა და ლამის სერიალი გამოვტოვე.“
მე მშვიდი ვარ, როგორც ყოველთვის. „საღამო მშვიდობის მისის ტეილორ. ბედნიერი ვარ, რომ უნებლიეთ დაგეხმარეთ.“

საკეტში გასაღების მორგება ყოველთვის მიჭირდა. კარის მარჯვნივ საკიდია, ლაბადას, რომელიც სავარაუდოდ რუხია, ვკიდებ. ქუდსაც.

ვცდილობ აღვიდგინო ჩემი ოთახი. რადგან დილით არ დამილაგებია, საწოლი არეული იქნება. ალილურია, ამის მიხვედრას რაღა უნდა. ღამის განმავლობაში ისე გამოვტყვერი, სადღაც რომის ბოთლიც ეგდება, არ წამაქცევს იმედია.
ტელევიზორი არ მაქვს, მხოლოდ რადიო. ყურებად ქცეული მაყურებელი ვარ, ვისმენ ბევრს და წამყვანის რეაქციას ველოდები. მე არ მყავს სუფლიორი, მომდევნო ქცევას კონკრეტული განცდა განაპირობებს. ბუნებრივია, თუ ფიზიოლოგიური მოთხოვნილება მაწუხებს, ტუალეტში გავრბივარ დაუფიქრებლად. ჩაიდანი თუ გულის გამაწვრილებლად სტვენს, გაზქურას ვრთავ და ტელეფონს რეკვისას ვპასუხობ.

კიდევ რას?! უამრავ რამეს. ფანჯრებს ვწმენდ, მუდმივად დარწმუნებული რომ იდალურად ბზინავს. ჭურჭელსაც ვრეცხავ, ასევე დარწმუნებული, რომ სუფთაა, სანამ ფონდიუს ჭამისას წინა დღის ჟულიენის გემოს არ ვიგრძნობ...

უსინათლობა გამოსავალია. რომ არ დავინახო ნაგავი, სიძულვილად ქცეული ქალაქის ქუჩები, პოლიეთილენის ხეები, სიგარეტის ნამწვავების კიბე, ფეკალიებით გადავსებული მდინარე და თევზები, წყალშიც რომ არაკომფორტულად გრძნობენ თავს, ტროტუარზე მიგდებული ბოთლები - კოკა კოლის ალბათ და ჩემი დროის სლოგანი „წითელი, თეთრი და შენ.“

არადა ეს წითელი სადღაც გაქრა, თვალის ჩინივით.

დასანანია, რომ სმენა და ყნოსვა ჯერ კიდევ მაქვს.


Radio is "the theater of the mind." /Steve Allen/

10 comments:

Lika Kakiashvili said...

Thanks! Actually, double thanks!

დასანანია, რომ სმენა და ყნოსვა ჯერ კიდევ მაქვს.

Maaaaannnn.... Am in urgent need of a painkiller!!!

Asklypiodota said...

უამრავჯერ წავიკითხე და ყოველ ჯერზე ახალი განცდა და ახალი შეგრძნება.პარადოქსია,მაგრამ ვერც ერთს ვერ ვწერ,უბრალოდ ვგრძნობ,მტკივა,მეღიმება და მიხარია რომ გიცნობ კი არადა ჩემიანი ხარ

Natalia said...

mmm... :love:


შენ თარგმნე? :)

JoKey said...

Many thanks guys.
Natalia, რა ვთარგმნე უკაცრავად?

Natalia said...

აჰ, შენი შექმნილია? მეგონა უცხოური ნაწარმოები თარგმნე...

babisa said...

აუ მომეწონა როგორ :]]

JoKey said...

Natalia, კი მე დავწერე :P
babisa, მადლობა :*

tamuna said...

"უსინათლობა გამოსავალია. რომ არ დავინახო ნაგავი, სიძულვილად ქცეული ქალაქის ქუჩები, პოლიეთილენის ხეები, სიგარეტის ნამწვავების კიბე, ფეკალიებით გადავსებული მდინარე და თევზები, წყალშიც რომ არაკომფორტულად გრძნობენ თავს, ტროტუარზე მიგდებული ბოთლები -"
ქმედებაც გამოსავალია :)

როდესაც ნაწერს ავტორისაგან განზოგადებულად კითხულობ და მაინც მოგწონს, ეს უკვე რაღაც მეტია, ვიდრე "უბრალოდ ბლოგური"
მე მომწონს!

ally said...

ვახ. გადავირიე. ძალიან კარგი იყო. ძალიან მომეწონა. ძალიან!

m i r a m a x said...

WOW!
გამაჟრჟოლა :)