Wednesday, November 18, 2009

Mes nuits sont plus belles que vos jours



შხაპისთვის 7 წუთი და 4 წამი დამჭირდა. ასე დაზუსტებით ვერ ვიტყოდი ნორა ჯონსს ანუშკა შანკართან და კარშ კალესთან ერთად ზედიზედ ორჯერ რომ არ ემღერა.


MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com



სიტარს განსაკუთრებული ჟღერადობა აქვს.
რავი შანკარის და იეჰუდი მენუჰინის „West Meets East” და Raga Piloo პირველად რომ მოვისმინე, სრული შოკი იყო. აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს, სიტარი ერწყმის ვიოლინოს და იქმნება უნივერსალური ხმოვანება. შთამბეჭდავია, სისხლის გამყინავი, ემოციური. სამყაროს შექმნას გავს.
სიტარის ათ წამიანი ქაოსი, მეთერთმეტე წამიდან ვიოლინოს გამოკვეთილი ბგერები და სამყაროს შავი ხვრელიდან ლურჯ-ყავისფერი დედამიწა გამოგორდა, ატმოსფეროს გამჭვირვალე მანტიით.

ანჯეი ჟულავსკის „ჩემი ღამეები თქვენს დღეებზე მშვენიერია“ გახსოვთ? მე კი!
ჰოდა, მეხსიერებას რომ ვკარგავდე, საყვარელი მუსიკის დიდ კატალოგს დავტოვებდი, დაწვრილებითი ინფორმაციით.

დღის განმავლობაში, ნებისმიერ დროს Deva Premal – Om namo Phagavate


MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com



დილით Frederika Stahl – Oh, sunny, sunny day


MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com



შუადღის თორმეტისკენ Jeff Buckley - We All Fall In Love Sometimes


MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com



ოდნავ მოგვიანებით Priscella Ahn – Rain, მითუმეტეს თუ წვიმიანი დღეა.


MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com



ან სულაც Regina Spektor – Better


MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com



საღამოსკენ The Crew Cuts - Sh Boom (Life Could Be a Dream)


MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com



ჩამონათვალის გაკეთება დაუსრულებლად შეიძლება. ყოველთვის აქვს მნიშვნელობა განწყობას, გარემოს, ამინდს, სურნელს, განათებას, ფერს, კომპანიას...


ბევრჯერ ვიცხოვრე.
ერთ-ერთი რეინკარნაცია ინდოეთში მოხდა, გუპტას პერიოდში, ვატსიაიანა მერქვა. მიცნობდეთ უნდა.

მეორეთაც ინდოეთში, გასული საუკუნის 50-იანებში. რავი შანკარის მსმენელი ვიყავი, ლალიტი.

ახლა აქ ვცხოვრობ, თბილისში, დროებით.

Tuesday, November 10, 2009

Dharma Bums



არაფერ შუაშია კერუაკი და ნიკოლა კონტე!!!

***

მე შენ მიყვარხარ!

ხანდახან მავიწყდება ჩემებს სიყვარულში გამოვუტყდე, არადა მნიშვნელოვანია. გასაგებია, რომ იციან, მაგრამ გამეორება არაფერს მიზამს, ისინიც აივსებიან.

ასეა, დამირეკავს ჩემი ლანა პარიზიდან, ფრანგული, რბილი "ლასით" მეტყვის ორ სიტყვას და გამისკდება სიყვარულის ბუშტი. მერე ვზივარ, ვუსმენ რაულ მალოს "Feels like home"-ს და ვფიქრობ. ახლა გვიანია, დედას ვერ გავაღვიძებ სიყვარულის ასხსნელად, ხვალ დილას აუცილებლად ვეტყვი რომ უკანასკნელ ვარსკვლავამდე მიყვარს, დედამიწიდან რაც სჩანს.
ისიც ვიცი, ხვალ დილას გვიან გავიღვიძებ, პარიზული ემოციები ღამის განმავლობაში გაქრებიან სადღაც და მეც ლანას ზარის მოლოდინში გადავდებ სიყვარულს.

გვანცა ამბობს ყველაზე გაბედული სიმთვრალეში ხარო. არადა მაგის მერე 2 წელი იქნება გასული. გავიზარდე, რაღაცეები აღმოვაჩინე და რაღაცაც აღარ მოვიწონე საკუთარ თავში. ახლა აბსოლუტურად სხვანაირად აღვიქვამ საკუთარ თავს და გარე სამყაროს. ვიცი, ჩემზე მნიშვნელოვანი ადამიანებიც არსებობენ და მოვლენებიც. აქამდე გულის წყვეტით მივედი. უცნაური ნათქვამია, მაგრამ არ ავხსნი.

ერთხელ მითხრეს ბოდიშისთვის არასდროს არის გვიანო და მეც გზავნილის წერა დავიწყე. "გაბომ თქვა, ყოველი შენი დღე დაამსგავსე უკანასკნელსო. დღეს რომ ჩემი უკანასკნელი დღე იყოს, მოგიხდიდი ბოდიშს განვლილი დღეებისთვის."
იყო პასუხი და მერე აღარ იყო არაფერი, თუმცა ეს საერთოდ არ არის მთავარი.

ამდენი იმიტომ ვიბოჯიალე რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სიყვარული.

მიყვარხართ ყველა, ვინც ხართ ჩემს გვერდით, იმიტომ რომ არსებობთ და მავსებთ.

***

დჰარმის მაწანწალა ვარ, ფეხმორთხმული ველოდები გასხივოსნებას.