Tuesday, November 10, 2009

Dharma Bums



არაფერ შუაშია კერუაკი და ნიკოლა კონტე!!!

***

მე შენ მიყვარხარ!

ხანდახან მავიწყდება ჩემებს სიყვარულში გამოვუტყდე, არადა მნიშვნელოვანია. გასაგებია, რომ იციან, მაგრამ გამეორება არაფერს მიზამს, ისინიც აივსებიან.

ასეა, დამირეკავს ჩემი ლანა პარიზიდან, ფრანგული, რბილი "ლასით" მეტყვის ორ სიტყვას და გამისკდება სიყვარულის ბუშტი. მერე ვზივარ, ვუსმენ რაულ მალოს "Feels like home"-ს და ვფიქრობ. ახლა გვიანია, დედას ვერ გავაღვიძებ სიყვარულის ასხსნელად, ხვალ დილას აუცილებლად ვეტყვი რომ უკანასკნელ ვარსკვლავამდე მიყვარს, დედამიწიდან რაც სჩანს.
ისიც ვიცი, ხვალ დილას გვიან გავიღვიძებ, პარიზული ემოციები ღამის განმავლობაში გაქრებიან სადღაც და მეც ლანას ზარის მოლოდინში გადავდებ სიყვარულს.

გვანცა ამბობს ყველაზე გაბედული სიმთვრალეში ხარო. არადა მაგის მერე 2 წელი იქნება გასული. გავიზარდე, რაღაცეები აღმოვაჩინე და რაღაცაც აღარ მოვიწონე საკუთარ თავში. ახლა აბსოლუტურად სხვანაირად აღვიქვამ საკუთარ თავს და გარე სამყაროს. ვიცი, ჩემზე მნიშვნელოვანი ადამიანებიც არსებობენ და მოვლენებიც. აქამდე გულის წყვეტით მივედი. უცნაური ნათქვამია, მაგრამ არ ავხსნი.

ერთხელ მითხრეს ბოდიშისთვის არასდროს არის გვიანო და მეც გზავნილის წერა დავიწყე. "გაბომ თქვა, ყოველი შენი დღე დაამსგავსე უკანასკნელსო. დღეს რომ ჩემი უკანასკნელი დღე იყოს, მოგიხდიდი ბოდიშს განვლილი დღეებისთვის."
იყო პასუხი და მერე აღარ იყო არაფერი, თუმცა ეს საერთოდ არ არის მთავარი.

ამდენი იმიტომ ვიბოჯიალე რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სიყვარული.

მიყვარხართ ყველა, ვინც ხართ ჩემს გვერდით, იმიტომ რომ არსებობთ და მავსებთ.

***

დჰარმის მაწანწალა ვარ, ფეხმორთხმული ველოდები გასხივოსნებას.

5 comments:

c. said...

როგორი მართალი ხარ, ცამდე მართალი! გვრცხვენია ამის ნეტა? გვერიდება სიყვარულის გამოხატვის?
მე ამ ყველაფრის დაწერაც კი ვერ გავბედე, ne to chto ამის გამოხატვა ზეპირსიტყვიერად. არა და სულ შიგნით მიტრიალებს და ვიცი, რომ საჭიროა. თუნდაც იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დაინახო ღიმილი შენი საყვარელი ადამიანების სახეზე.

კარგი იყო, მოკლედ, ძალიან

პ.ს. ჩემს ამ წუთის განწყობას კიდე ეს პოსტი უნდოდა? :( :)

JoKey said...

გმადლობ C :))

clown said...

ბოდიშის თქმა ხანდახან მეც მიჭირს ხოლმე :უსერ:

babisa said...

ho, mec ase vfiqrob da vici es simartlea, mara rac vicit imis shesruleba mainc ar gvindeba xolme, tan mgonia, rom xshiri tqma ragaceebs cvets..
bodishis moxdaze ki ase gamigonia da momwons : mzem ar dagaswros chasvlao- ar chaiyolo zilshi da meore dges ar daucadoo :)))))

Taa said...

My Blog List

taa.ge :)