Wednesday, November 18, 2009

Mes nuits sont plus belles que vos jours



შხაპისთვის 7 წუთი და 4 წამი დამჭირდა. ასე დაზუსტებით ვერ ვიტყოდი ნორა ჯონსს ანუშკა შანკართან და კარშ კალესთან ერთად ზედიზედ ორჯერ რომ არ ემღერა.


MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com



სიტარს განსაკუთრებული ჟღერადობა აქვს.
რავი შანკარის და იეჰუდი მენუჰინის „West Meets East” და Raga Piloo პირველად რომ მოვისმინე, სრული შოკი იყო. აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს, სიტარი ერწყმის ვიოლინოს და იქმნება უნივერსალური ხმოვანება. შთამბეჭდავია, სისხლის გამყინავი, ემოციური. სამყაროს შექმნას გავს.
სიტარის ათ წამიანი ქაოსი, მეთერთმეტე წამიდან ვიოლინოს გამოკვეთილი ბგერები და სამყაროს შავი ხვრელიდან ლურჯ-ყავისფერი დედამიწა გამოგორდა, ატმოსფეროს გამჭვირვალე მანტიით.

ანჯეი ჟულავსკის „ჩემი ღამეები თქვენს დღეებზე მშვენიერია“ გახსოვთ? მე კი!
ჰოდა, მეხსიერებას რომ ვკარგავდე, საყვარელი მუსიკის დიდ კატალოგს დავტოვებდი, დაწვრილებითი ინფორმაციით.

დღის განმავლობაში, ნებისმიერ დროს Deva Premal – Om namo Phagavate


MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com



დილით Frederika Stahl – Oh, sunny, sunny day


MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com



შუადღის თორმეტისკენ Jeff Buckley - We All Fall In Love Sometimes


MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com



ოდნავ მოგვიანებით Priscella Ahn – Rain, მითუმეტეს თუ წვიმიანი დღეა.


MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com



ან სულაც Regina Spektor – Better


MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com



საღამოსკენ The Crew Cuts - Sh Boom (Life Could Be a Dream)


MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com



ჩამონათვალის გაკეთება დაუსრულებლად შეიძლება. ყოველთვის აქვს მნიშვნელობა განწყობას, გარემოს, ამინდს, სურნელს, განათებას, ფერს, კომპანიას...


ბევრჯერ ვიცხოვრე.
ერთ-ერთი რეინკარნაცია ინდოეთში მოხდა, გუპტას პერიოდში, ვატსიაიანა მერქვა. მიცნობდეთ უნდა.

მეორეთაც ინდოეთში, გასული საუკუნის 50-იანებში. რავი შანკარის მსმენელი ვიყავი, ლალიტი.

ახლა აქ ვცხოვრობ, თბილისში, დროებით.

4 comments:

tamuna said...

საინტერესოა სად იქნება შემდეგი რეინკარნაცია :)

babisa said...

მეც ასეთი დამოკიდებულება მაქვს მუსიკასთან, მაგრამ ეს ცუდიცაა, ყველა რაღაც პერიოდს, კონკრეტულ განწყობას მახსენებს და ამიტომ ერთ დროს საყვარელ სიმღერებს ვეღარ ვუსმენ. ეს არ ნიშნავს, რომ ცუდს მახსენებს,ჯუსტ სხვა დღისაა, სხვა განწყობის .
უკეთესი იქნებოდა არ ინახავდნენ ჩვენს მეხისერებას, აჰამ :]

Sophie Golden said...

კიდევ კარგი, აქ ყველანი დროებით ვართ ;)
Have a great week end! :)

Tomushka said...

sitaris jgeradoba mec dalian mikvars. Tumca shxapis qvesh naklebad vusmen Ravi shankars :)

Norah Jonss ar vusmen saertod.