Saturday, December 12, 2009

ხეფი ნიუ იერ



არანაირი ტრაგიზმი და პათოსი, მხოლოდ არსებული ფაქტებისა და განცდების კონსტატაცია.

ტრაკულად ვარ.

ასეა ყოველ ახალ წელს, დაბადების დღეზეც. გასულ წელს ვაჯამებ და...

ყოველდღიური რუტინა აუტანელია. ყველა დღე ერთმანეთის მსგავსი.
საუზმე, სამსახური, ლანჩი, სამსახური, მეგობრები ცოტა ხნით (ეს დღის ყველაზე ნათელი ნაწილია), ვახშამი, ძილი.

ეს ყველაფერი გადაამრავლე 344-ზე და ესეც შენი ერთი წელი. ამ სისულელეს იმდენი დრო მიაქვს, ცხოვრებას ვეღარ ვასწრებ.

თუმცა არსებობს ზამთარი, თოვლი და გუდაური. სხვათაშორის სეზონი 20-დან იხსნება.


ყოფითი წვრილმანები?! კონკრეტულად ბანკებს ვგულისხმობ. ჩემი ტკივილია. რაც ყველაზე მთავარია, არასდროს ვიცი რაში დავხარჯე ფული. უფრო მფლანგველი იშვიათია.

ჟურნალისტიკიდან კარგა ხნის წამოსული ვიქნებოდი, რომ არა არსებული ვალები. კი არ ვწუწუნებ, არა! თან, სამწუხაროდ საქართველოში ჟურნალისტიკა მოკვდა. ანგაჟირებული ჟურნალისტებისას ვერასდროს გავიგებ. შემოსავალი მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობს რაღაც რასაც არ უნდა გადააბიჯოს ადამიანმა. ასე მესმის.

ხშირად ვსაუბრობთ მეგობრები კინო დოკუმენტალისტიკაზე, გეგმებს ვადგენთ, პროექტებს განვიხილავთ. ვთანხმდებით, რომ მხოლოდ შორი ხედები და წაკითხული ტექსტები ამ შემთხვევაში არ გამოდგება. მაყურებელმა სიტუაციის ნაწილად უნდა აღიქვას თავი, უნდა ჩართო, აჩვენო დეტალურად ყველაფერი, აუხსნა, გულწრფელად ელაპარაკო, გაუღიმო...
უკვე აღარ მინდა კინო დოკუმენტალისტიკა. სწავლის პერიოდში ვოცნებობდი ტელევიზიაში მუშაობაზე, ნეიშენელ ჯეოგრაფიკის და დისქავერის ტიპის ფილმებს გავაკეთებ ველურ ბუნებაზეთქო ვფიქრობდი. მერე რეალობა ახლოდან ვნახე და მივხვდი შეუძლებელია.
ადრე, UNDP-ს პროექტს ვაკეთებდით და ბოლოს მივხვდი, რომ საქმეს მეტისმეტად სერიოზულად მივუდექი. მემონაჟე გაოგნებული მიყურებდა კადრირებით და გაწერილი ქრონომეტრაჟით რომ დავადექი. ასე მალე არასდროს დამისრულებია მონტაჟიო.
ბოლოს აღმოჩნდა რომ მე ენთუზიასტი ვარ.

ერთხელ თუთამ მკითხა, წარმოიდგინე ძალიან ბევრი ფული გაქვს და არ მუშაობ, რას გააკეთებდიო. ვერაფერი მოვიფიქრე მაშინ. ახლა ვიცი, ლანდშაფტის არქიტექტურას ვისწავლიდი, ხელნაკეთი ნივთების სალონი და ვეგეტარიანული კაფე "გრინი" მექნებოდა.

2010-დან ვიწყებ გეგმების განხორციელებას.

ბედნიერ წელს გისურვებთ.

11 comments:

Lika Kakiashvili said...

A sincere and friendly advice for you, mon amie - open up and see your inspiration. One day you'll come to it! But remember, it will NEVER EVER come TO YOU!

Happy New Year!

Natalia said...

გეგმა და მიზანი რომ გაქვს, უკვე კარგია :) ბევრი კი არ არის ასე. აი მე რომ წარმოვიდგენ ჩემი ასაკის გოგოებს, უმეტესობას გათხოვების მეტი არაფერი დარჩენიათ, აბა მეტი რ აუნდა აკეთონ.. და ამ დროს ბედნიერად ვგრძნობ ხოლმე თავს.

wish you good luck in 2010!

mr.picasso said...

მეც რაღაც შევაჯამესავით ჩემი გასული წელი. და დაახლოებით მაგ აზრზე ვარ რაც შენ:). ხელნაკეთი ნივთების სალონი კარგი იდეაა ... მეც მინდა თუ მინდოდა მსგავსი რაღაცის გაკეთება. ნუ თან წინასწარ ვიცი რომ შემოსავალი საკმარისი არ იქნება :) 4 წელია მინანქარს ვაკეთებ და ჯერ ჯერობით ჩემს ხელფასზე არ მიცხოვრია .

c. said...

"Все казалось — не живу, а так, черновик пишу, еще успею набело..." აი ეს ფრაზა მახსენდება ხშირად, სამწუხაროდ. უფრო სწორად ვცდილობ აღარ გავიხსენო, ქშ, ქშ - ასე ვიცილებ ხოლმე.
ეხ, რამდენი ნაცნობი შეგრძნება და სურვილი აღმოვაჩინე და რა ახლოს იყო ეს პოსტი ჩემთან (და ალბათ ბევრთან). ვისურვებდი რომ ასე არ ყოფილიყო :)

Dv0rsky said...

ყველაზე მაგარი პოსტია ახალ წელზე და ვაბშე :)

JoKey said...

Thanks a lot guys, wish you all the best :)

babisa said...

jer kidev 2 kvira .. 2 kviris rutina winaa :D
kiara nateli wertilebis gamravlebas unda shevudget :]
good aura davigrovot :)))

xissunianisaxli said...

მე მქონდა კარგი წელი
გავიზარდე
:ოპტიმისტი:

Lalena said...

ხეფი, ხეფი...

ჟურნალისტიკა გავიაროთ...

მე უსაშინლესი წელი მქონდა :(

იქნებ უბრალოდ დროა რამე შეიცვალოს? ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ იმაზე რაზეც ბოლოს ვილაპარაკეთ.

ნან said...

ცუდი წელი იყო. ხეირიანი ვერაფერი გავაკეთე და არც გეგმები მაქვს :(

სწორედ ამიტომ მომინდა პირველად რომ ხალისიანი ახალი წელი მქონდეს, მაგრამ მგონი არც მაქედან გამოდნება არაფერი.

ჰეჰ

Kate said...

ჰაჰ...
ამის "საუზმე, სამსახური, ლანჩი, სამსახური, მეგობრები ცოტა ხნით (ეს დღის ყველაზე ნათელი ნაწილია), ვახშამი, ძილი." ჩემეული ვერსია ასე გამოიყურება.

საუზმე, სამსახური, ლანჩი, სამსახური მილიონ დეგენერატთან ურთიერთობა,მაგისტრატურის ლექცია, სახლი.

მეგობრებისთვის დრო ფაფუ.
გუდაური და მისთანები საერთოდ სხვა პლანეტა მგონია. ან ვინ მიშვებს რო, 1,5 წელია შვებულება რა არის, არვიცი. ბათუმიც უკვე გადამავიწყდა.
4 დეკემბერს "გურუ"–ში ვიყავი საყვარელი დიჯეის "გამიქსვა"–ზე და ისეთი საშინელი გრიპი "ავიკიდე", რომ მერე ერთი კვირა 39-ები და უკვე მართლა ვფიქრობდი ღორის გრიპი მაქვს და ვკვდებიმეთქი.
ეგ კი გამიხარდა პრინციპში. მთელი ამ დეპრესიების გადამკიდე მაგით მაინც დავისვენებმეთქი, მაგრამ ვინ მაცალა სიკვდილი. ამწიეს სამსახურიდან.
მე რომ ზუსტად ვიცი რისი კეთება მინდა პროფესიული განხრით, ეს განა რამე ბედენაა??? 5 დღიდან 4 დღე წამოსვლის შესახებ განცხადების დაწერა მინდა ხოლმე.

ახლა ჩართული მაქვს შენი playlist–ი, Almost Gone By de-phazz–ს ვუსმენ და ვფიქრობ...
გვეშველება რამე???



მომეწონა პოსტი...
და საერთოდ ჩემი ცუდი საქციელი ისაა, რომ ასეთ კარგ ბლოგებზე რატომღაც არ შემოვდიოდი ადრე. მაპატიე.აწი აღარ ვიზამ.

ხოდა კარგი playlist გაქვს. ყველა სიმღერა ძალიან კარგია. bjork-ი არ ჩაირთო ერთადერთი, მაგრამ ეგ მეც მაქვს კომპიუტერში.