Tuesday, December 1, 2009

Carioca

ბოსა ნოვა (პორტუგალიურად „ახალი მიმდინარეობა“) - ბრაზილიური მუსიკალური ჟანრი, რომლის განვითარებაში დიდი როლი მიუძღვის ანტონიო კარლოს ჯობიმს (Antônio Carlos Jobim), ვინისიუს დე მორაესსა (Vinicius de Moraes) და ჟოაო ჟილბერტოს (João Gilberto).

ბოსა ნოვა სამბასგან წარმოიშვა, თუმცა მეტად ჰარმონიული და ნაკლებად პერკუსიულია.
ამ მიმდინარობის პირველი ალბომი ელიზეტ კარდოზოს „დიდი სიყვარულის სიმღერა“ (Canção do Amor Demais) იყო, პირველი ჰიტი კი Chega de Saudade, რომელსაც ინგლისელები თარგმნიან როგორც "No More Blues," ზუსტ თარგმანში კი „სურვილის საყვედურს“ ნიშნავს.


MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com



საყოველთაოდ აღიარებული პირველი სინგლი კი სტან გეტზისა (Stan Getz) და ანტონიო კარლოს ჯობიმის ერთობლივი ნამუშევარი „იპანემელი გოგონა“ (Garota de Ipanema).


MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com



ამ სიმღერის მუზა ელოიზა პინეირუ (Heloísa Pinheiro) მოდელი და ბიზნესვუმენია.



პინეირუმ 2001 წელს რიოში ტანსაცმლის მაღაზია „Garota de Ipanema” გახსნა. ბესტსელერი მაისურებია, რომელზეც სიმღერის ტექსტი წერია.

ესეც ჩემი საყვარელი ფლეილისტი


MusicPlaylistRingtones
Create a playlist at MixPod.com




Bossa nova guitar chords and lyrics

2 comments:

Lalena said...

ბოსა ნოვა ჩაჩა
ბოსა ნოვა ჩაჩა
ბოსა ნოვა ჩაჩა
ბოსა ნოვა ჩაჩა
პამ პა რა რა რა რა რააააააა


:)))))) მიყვარს და რა ვქნა?

CheshireCat said...

ძალიან მიყვარს ბოსა ნოვა )

იპანემელ გოგოზე საერთოდ ვგიჟდები )
ამ სიმღერაზე სულ მურაკამის მოთხრობა მახსენდება.. ეს მოთხრობაც ძალიან მიყვარს )