Wednesday, January 13, 2010

მიყვარს ზამთარი



ზამთრის სიჩუმე, ნაბიჯემის ხმა ისმის მხოლოდ.
საკვამურიდან, ნეკერჩხლისა და ძელქვის კვამლი სახლთან აწოწილი ვერხვის კენწეროსკენ მიიკლაკნება.
ნაფეხურები?! ერთმანეთში გადარეული. მომცრო, საშუალო, ოდნავ დიდი...

ჭიშკართან აყუდებული თხილამურები - მაღაზიამდე შორია. ბეღურებსა და შაშვებს კი მშვენიერი მადა აქვთ საზამთროდ.

თბილი გლინტვეინი... ბუხართან მოყოლილი ზღაპრები... დაზაფრული, ეშმაკური თვალები... ღიმილი...

ცხოვრება სიზმარია. მრავალფეროვანი, დაუნდობელი, საშიში, ლამაზი, მიმზიდველი, ყველაფერი ერთად...

ვარსკვლავები ადამიანები არიან სიკვდილის შემდეგ, სიცარიელე კი - მომდევნო თაობების ადგილი. ერთხელაც ცა ვარსკვლავებად გადაიქცევა და მაშინ დედამიწა ხელმეორედ დაიბადება. ადამიანები სიზმრისგან გაიღვიძებენ და აღმოაჩენენ ახალ მიწას, ხელუხლებელს და არნახულს.

... და ითოვებს მუდამ. იქნება სიჩუმე და მხოლოდ ნაბიჯების ხმა.

მიყვარს ზამთარი!



Keith Jarret - Blackberry Winter

წეღან გუდაურის ისეთი ფოტოები ვნახე, დამეწერინა :)