
ზამთრის სიჩუმე, ნაბიჯემის ხმა ისმის მხოლოდ.
საკვამურიდან, ნეკერჩხლისა და ძელქვის კვამლი სახლთან აწოწილი ვერხვის კენწეროსკენ მიიკლაკნება.
ნაფეხურები?! ერთმანეთში გადარეული. მომცრო, საშუალო, ოდნავ დიდი...
ჭიშკართან აყუდებული თხილამურები - მაღაზიამდე შორია. ბეღურებსა და შაშვებს კი მშვენიერი მადა აქვთ საზამთროდ.
თბილი გლინტვეინი... ბუხართან მოყოლილი ზღაპრები... დაზაფრული, ეშმაკური თვალები... ღიმილი...
ცხოვრება სიზმარია. მრავალფეროვანი, დაუნდობელი, საშიში, ლამაზი, მიმზიდველი, ყველაფერი ერთად...
ვარსკვლავები ადამიანები არიან სიკვდილის შემდეგ, სიცარიელე კი - მომდევნო თაობების ადგილი. ერთხელაც ცა ვარსკვლავებად გადაიქცევა და მაშინ დედამიწა ხელმეორედ დაიბადება. ადამიანები სიზმრისგან გაიღვიძებენ და აღმოაჩენენ ახალ მიწას, ხელუხლებელს და არნახულს.
... და ითოვებს მუდამ. იქნება სიჩუმე და მხოლოდ ნაბიჯების ხმა.
მიყვარს ზამთარი!
Keith Jarret - Blackberry Winter
წეღან გუდაურის ისეთი ფოტოები ვნახე, დამეწერინა :)
15 comments:
იიF...
ისეთი პოსტია, საშინლად ვინანე, რომ ბაკურიანში არ წავედი.
თოვლი მინდა.
ცა მინდა იქცეს ვარსკვლავებად:)და მინდა თოვდეს,გადაუღებლად მინდა თოვდეს,მგონი პირველად:)
დიდი მადლობა ჯარეტისთვის!!!
miyvars zamTari, Tovliani zamTari oRond!
მმმმმმმმმ.....
ზამთარში ბუხართან ჯდომას არაფერი სჯობს...
miyvavrs zamtari da
gudaurshi minda saxli :(
ისეთი ვრცელი კომენტარი გამომივიდა,პოსტად დავდე,ხოდა ნახე :) :*
მეც ძალიან მიყვარს ზამთარი.
განსაკუთრებით ცივი სუსხიანი დღე, თოვლი და კაშკაშა მზე. ჩემი დღეა ასეთი დღეები.
თოვლიანი ზამთარი მეც მიყვარს, თეთრი და ფუმფულა, არსაიდან ფიქრი რომ მოაქვს.
მეცმეცმეცმეც
"თბილი გლინტვეინი... ბუხართან მოყოლილი ზღაპრები... დაზაფრული, ეშმაკური თვალები... ღიმილი..." მინდააააააა!!!!!!!
აუ მერე სიმღერის დადება მასწავლე რა პოსტში (და არა ბლოგში!!!)
Kate, http://drop.io/ ამ საიტზე შედი, ატვირთე სიმღერა და მერე პოსტში განათავსე.
მიუხედავად იმისა, რომ ბაკურიანში თოვლი არ დამხვდა, ამ პოსტმა უფრო შემაყვარა ზამთარი. არადა არ ვგიჟდებოდი მასზე.
კარგი პოსტია მართლა.
:)
&
:)
დიდი მადლობა :))
Post a Comment