Tuesday, February 2, 2010

დედამიწა მინდა მრგვალი



შენს თვალში არეკლილი დედამიწა კვადრატულია, ამიტომ კი არ ბრუნავს, გვერდიდან გვერდზე დახტის მოუქნელად.

რელიეფი მუდმივად იცვლის ფორმას და ვერ ვპოულობ სახლს, რომელიც მიწამ ჩაყლაპა ალბათ.

მარჯვენა ხელი ანტარქტიდის წახნაგზე დავიზიანე, ხელწერაც ამიტომაა გაურკვეველი, ცაციობას ვერაფრით შევეჩვიე ჯერ.

დაამრგვალე სამყარო ჰა?!

და ჩრდილი იყავი ჩემთვის ხვატისგან გადაფითრებულ მიწაზე, დაძარღვულს წყურვილი რომ კლავს.

არა, არ მინდა!

მხოლოდ დედამიწა მინდა მრგვალი.

ოვალურ სივრცეში შენც მალე იპოვი ნავსაყუდელს.

მე რა, მე სახლში ვიქნები, გამოვაღებ ფანჯარას და ჩამოვისხამ "ფინჯან წვიმას".

9 comments:

xissunianisaxli said...

"შენს თვალში არეკლილი დედამიწა კვადრატულია, ამიტომ კი არ ბრუნავს, გვერდიდან გვერდზე დახტის მოუქნელად.
"

რა მაგარი სიტყვებია :)
და ახლოს

clown said...

მაგარია ^_^

"და ჩამოვისხამ ფინჯან წვიმას" - რა საყვარელი ფრაზაა ^^

Lalena said...

სოოოს, სიტყვები არ მყოფნის, მეც მინდა ფინჯანი წვიმა, ოვალურ სივრცეში ნაპოვნი ნავსაყუდელიც და მრგვალი დედამიწაც...

babisa said...

:)))
audioposts velodebi me
mrgvalidedamiwidan

tuta said...

მე კიდე მგონია, რომ დედამიწა არის სწორი ან ოღრო-ჩოღრო :) ასე ვხედავ მე :) მრგვალი კი ჰიპოტეთურად არის :)

natalie said...

ეს კოლაჟია- იმ ,,მშვენიალურობის'',
რასაც ხანდახან ბუნება
ადამიანების ღრმა-ცნობიერი სამყაროსთვის იმეტებს-poeziee...
................................................

,, ცეცხლით არა, ანტარქიდის ჩამონაჭრებით მომირთე ჭიქა?
_ გმადლობთ, თუმც ოსეს ხელს გაიწაფავ , აღარ დაიზიანებ..." :))

Kate said...

აუ ძალიან მაგარი იყო...
გულში ჩამივიდა.

CinnamonGirl said...

შენს თვალში არეკლილი დედამიწა კვადრატულია, ამიტომ კი არ ბრუნავს, გვერდიდან გვერდზე დახტის მოუქნელად.


ასეთი ლამაზი სიტყვები კარგა ხანია არ წამიკითხავს...

ძალიან...

Betty said...

ერთხელაც ალბათ
თავბრუდამხვევ
წვიმად ვიქცევი,
მოვალ შენთან და
შენს სარკმელთან
ჩამოვიქცევი.

:* :*