Thursday, March 11, 2010

ყველას თავისი კინო აქვს



რამდენადაც არ ვარ კინომცოდნე, ჩემი შეფასებები სუბიექტურია და ლოგიკაზე მეტად ემოციებს ეყრდნობა.
არის შემთხვევა, როცა სურათში არის სიუჟეტი, მსახიობთა კარგი პერფორმანსი, საუკეთესო მუსიკალური თემა, მოქმედების დინამიურობა, საინტერესო დიალოგები და მაინც არ არის მთლიანობის განცდა. დამოუკიდებლად ყველა კომპონენტი კარგია, ყველაფერი ერთად კი აბსოლუტური ვაქჰანალია.
ასეთ შემთხვევაში ხდება მხატვრული ჩანაფიქრის კრახი. შევთანხმდეთ, რომ ღირებულ ნაწარმოებში მნიშვნელოვანი სამყაროს შექმნაა, სადაც ყველა ფრაგმენტი თავის ადგილზეა, ერთად კი ერთი მთლიანობა. თუ იგრძნობა ჩავარდნა, შექმნილი სამყარო კარგავს ჰარმონიულობას.

ვფიქრობ არ აქვს მნიშვნელობა ვინ, სად, რა, რაზე ან ვისთან. მნიშვნელოვანია როგორ!
ფილმის შეფასებისას გრძნობა და შეგრძნება ხშირ შემთხვევაში მატყუარაა, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე ჩემი შეფასებები ჩვეულებრივ ემოციებს ეყრდნობა. მქონია შემთხვევა, როცა უკვე ნანახი ფილმის ხელმეორედ ყურებისას, საკუთარ თავს ვუსვამ კითხვას - რატომ მომეწონა ეს ფილმი თავის დროზე და პასუხი არ მაქვს.

მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა გამართული იყოს ფილმი, ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც ის არ მოეწონებათ.
მათ დასარწმუნებლად შეიძლება საუბარი, რომ ფილმში გენიალურად თამაშობენ მსახიობები, რეჟისორი გამოცდილი და ასევე გენიალურია, თავად ფილმმა კი უამრავი ჯილდო აიღო მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალზე.
ისინი არასდროს დაგეთანხმებიან, რადგან შეფასება ნებისმიერ შემთხვევაში არის სუბიექტური.


ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საკმაო ხანს მომიწია სახლში ყოფნა და ბევრი ფილმი ვნახე. აქ მხოლოდ იმ ფილმებს ჩამოვთვლი, რომელიც მომეწონა.

Eternal sunshine of the spotless mind - Michel Gondry
Agora - Alejandro Amenábar
District 9 - Neill Blomkamp
Wild China - BBC Natural History Unit, CCTV
Inglourious Basterds - Quentin Tarantino
Adam - Max Mayer
The impressionists - Tim Dunn
Food, Inc. - Robert Kenner

კინო კონკრეტული თემის ექსპრესიაა ეკრანზე და ყველას თავისი კინო აქვს.

9 comments:

tuta said...

eternal sunshine მართლა ძალიან მაგარი ფილმია... დღემდე მახსოვს პირველი შთაბეჭდილება

ჰექსე said...

არ მიყვარს როცა ფილმის ვარგისიანობის დასასაბუთებლად ჩამოთვლიან იმ ჯილდოებს
რომელიც ფილმა აიღო :)
პრემიები არაფერს ცვლის უბრალოდ გვაჩვენებს თუ რამდენად ემთხვევა კინო კრიტიკოსთა გემოვნება ჩვენსას :)
ყველას კი ნამდვილად თავისი კინო აქვს

Kate said...

ეგრეც უნდა იყოს... გემოვნება ხომ ყველას სხვადასხვა გვარი გვაქვს.

ნან said...

ლოლ

ამავე ფილმზე, ამავე სათაურით გუშინწინ დავწერე პოსტი :)))

babisa said...

ho ho
sul subieqturobaa
da obieqturoba saertodac ar arsebobs, amas vambob sul
hoda eg filmi momewona, tumc zalian ar agvfrtovanebulvar, karg filmta shoris chavtvale

chamonatvalidan eternal sunshine aris chemi fav, ramdenime ar minaxavs, sainteresoa :)

Levan said...

სრულიად ვეთანხმები "ჰექსეს". ჯილდოები არაფრის მთქმელია.

CinnamonGirl said...

რა დამთხვევაა :)

Temoporary moonlight of a stained body - ეს არის ჩემი ახლანდელი სტატუსი სახეწიგნზე :)))

აგორა არ მინახავს, ვაპირებ, ამბობენ, კარგიაო და აგერ შენც...

District 9 მეც ძალიან მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ იშვიათია ასეთი ჟანრის და ბიუჯეტის ფილმი მართლა კარგი გამოვიდეს.

ტრანტინოს რაც შეეხება, შენს მიერ დასახელებული ფილმი არც კი მინახავს. პრინციპულად :) იმიტომ რომ გიტლერს არ კლავენ, იგი თავს იკლავს. და თუნდაც ხელოვნებისთვის ამ ფაქტზე უკან დახევას პირადად მე არ ვაპირებ :)

დანარჩენების ნახვამ დამაინტერესა...

და იმედია ჯანმრთელობა გამოგიკეთდა.

lilusia said...

პირვალდ ფილმი ყველას თავის კინო აქვს, ამირანში ვნახე, ჩემი ქმარი რომელიც მაშინ ჩემი შეყვარებული იყო მე დავპატიჯე ამ ფილმის სანახავად. აღმოჩნდა რომ მას არ მოეწონა, მე ძალინ.
ერთადერთი რამ რაც მაშინ გამიტყდა ად დღემ მიტყდება ესაა რომ მას საერთოდ სხვა ჯანრის ფილმბი მოსწონს და მე სხვა,ჩემს ბლოგზე მაქვს პოსტი, საყვარელი ფილმებზე, გადახედე;)
http://lilusia.wordpress.com/2010/02/24/%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%94%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98/

Kate said...

რა ნაცნობი სიტუაციაა...
მე წამიყვანა ეგრე ყოფილმა შეყვარებულმა ტრანსფორმერებზე. მოვკვდი კინაღამ.