Monday, May 10, 2010

მე დავსახლდები ფიორდებთან ახლოს, ხის სახლში



დღეს ყველაზე გულწრფელად და მეტად მინდა ამ ქვეყნიდან წასვლა.

დავსახლდები სკანდინავიაში, ფიორდებთან ახლოს, ხის ქოხში. მეთევზეობით ვირჩენ თავს. შევირთავ იქაურ გოგოს, რომელსაც ინგებორგე ერქმევა ალბათ, მოფერებით ინგე. გვეყოლება 7 შვილი.

წავიკითხავ გაზეთებს და საქართველოს შესახებ ამბებს უსირცხვილოდ გამოვტოვებ, რადგან აქ მომდევნო 20 წლის შემდეგ (ჩემი გეგმა ოც წლიანია) ოდნავ უარესი სიტუაცია იქნება.

ინგებორგე დილაობით ფონდიუს და არტიშოკის წვნიანს მოამზადებს. თევზს გავყიდით, რადგან ვეგეტარიანელი ვარ.
ჭამასა და საჭმელად დაჭერას შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ, მაგრამ მე ორმაგი სტანდარტების ქვეყანაში მიცხოვრია.

ბავშვები იქნებიან მწითურები და ჭორფლიანები, როგორც ინგე. თუმცა გამოყვებათ ჩემი მწვანე თვალები. ქართული გენი ძლიერია!

სამხრის წინ არ წავიკითხავთ ლოცვებს, მაგრამ მორწმუნე მეზობლების თვალის ასახვევად უსათუოდ ვივლით მესაზე კვირაობით. სანელებლები მალე ილევა სახლში, ემილიას და ანუკს კი ყოველთვის ბლომად აქვთ მიხაკი და დარიჩინი.

აქ რას ვტოვებ?!
არაფერს.

ეს საქართველოა, ორმაგი სტანდარტების ქვეყანა.

15 comments:

babisa said...

mec minda tqventan ertad da mgoni ingeborgesac davumegobrdebi
a?

JoKey said...

წამო :)

Tomushka said...

ratomac ara?

Kate said...

მმმ...
წარმოიდგინე თქვენს ეზოში გაბმული დიიიიდი ჰამაკი. მუხები იმედია სკანდინავიაშიც ხარობენ, ხოდა..გაბმული მუხებს შორის დიიიიდი ჰამაკი...
სადაც ქანაობთ შენ, ინგებორგე და თქვენი ერთ-ერთი შვილი, რომელსაც მარკუსი ჰქვია...
შემდეგ...
სახლიდან უფროსი ქალიშვილი გამოდის და ქამაკში მწოლიარე საზოგადოებას სურათებს გიღებთ...
მერე დანარჩენებიც გამოდიან და ბალახებში კოტრიალობენ...
იქვე მუსიკის სასიამოვნო ჰანგები გატყბინებს, რომ ბედნიერი ხარ.



ინგებორგე დაპკუნაიტე გამახსენდა უცებ. მომწონდა ეგ ქალი ადრე.


მიყვარს ამ ბლოგში ოცნება. ყოველთვის "მმმმმმ ჩუპს" პოსტი მხვდება და იმედი არ მიცრუვდება...

CinnamonGirl said...

რა უცნაურია...
მეც ეს დღეები სულ საზღვარგარეთს ვიხსენებ...

მაგრამ მე პორტუგალიას...
შენ და ნასტასია კიდევ - სკანდინავიას...

გაზაფხულდა ვითომ?

Katieé.Ge said...

მმმმ
რა ვარდისფერი (მერე რა რომ მოსაწყენი) მომავალია.

წითური და ჭორფლიანი არ ვარ და არც ინგე მქვია, სკანდინავიაცე მეშორება და შვეიცარია უფრო მხიბლავს, ჰოდა,
არ გამომყვები ქმრად? :redd:

:D:D:D

clown said...

რა მაგარია სკანდინავია <3

შვედეთში წავიდოდი ^_^


მაგრამ გერმანია ყველაფერს მირჩევნია :love:

gabo said...

უკიდურესობების ქვეყანა კია საქართველო მაგრამ საინტერესოა აქ ცხოვრება . მე არსად წასვლასაც არ ვაპირებ .

tuta said...

7 შვილი :) თუ გავითვალისწინებთ რა დრო სჭირდება 7 შვილის გაჩენას და მოვლას და ა.შ. ნამდვილად აღარ გექნება თევზაობისთვის დრო :) ხოდა მარგინალ-ლიბერალებს თუ რა ვიცი, რა ჯანდაბაც ქვიათ...რატომ ერჩის ყველა ამ ქვეყანაში? ან ყველას რატომ გონია,რომ მის მაგივრად აუცილებლად სხვამ უნდა მოაგვაროს პრობლემები. მე მაპატიე ჩემი გაცხარებისთვის :) მაგრამ როცა შენც გაწუხებს, შენც უნდა გააკეთო და თითის გაშვერა კიდევ არ არის სწორი.
და საერთოდ ვინ არიან ნეტა ეს მარგინალ-ლიბერალები :)

JoKey said...

თუთა, დამიჯერე ე.წ. ლიბერალ-მარგინალები ბევრს აშავებენ და ეს ცნებები, ცოტა არ იყოს სხვანაირადე ესმით. გახსოვს შენ ერთი "მარგინალის" ნათქვამი. სექსზე ვერ ვილაპარაკებ, სიმამრთან ძლივს მოვაგვარე ურთიერთობაო. მარგინალიზმის და ლიბერალიზმის და ზოგადად ამ "იზმების" გაგება რომ სწორხაზოვანი და ზედაპირულია ეგ არის პრობლემა.
არავისკენ ვიშვერ ხელს და არ ვთვლი, რონ ჩემს საქმეს ვინმე გააკეთებს როდესმე. არ მაქვს ძალა ქვეყნის მასშტაბით შევცვალო რამე და არც სურვილი. იმიტომ, რომ ქვეყანა ზუსტად ისეთია, როგორსაც მისი მოქალაქეების უმრავლესობა იმსახურებს.

Katieé.Ge, ჰაჰა, მოგყვები კი :)))))

გმადლობთ კომენტარებისთვის. თქვენი აზრი საინტერესო და მნიშვნელოვანია :)

bushka said...
This comment has been removed by the author.
Natalia said...

როცა გარემოს შეცვლას გადაწყვეტთ, ყვითელ და ცხელ ესპანეთში მეწვიეთ ხოლმე შენ და ინგებორგე, თქვენს არაჩვეულებრივ ბავშვებთან ერთად :) მე სანგრიით გაგიმასპინძლდებით, ფლამენკოს ჰანგებთან ერთად :)

JoKey said...

გმადლობ ნატალია, სანგრიას სიამოვნებით გეახლებით, თუმცა ინგეს ხერესი უფრო მოსწონს. უსათუოდ გეწვევით ზაფხულის მიწურულს ყვითელ ესპანეთში :)

Kate said...

ხოდა როგორაა მარკუსი???

Taa said...

დავსახლდები სკანდინავიაში, ფიორდებთან ახლოს, ხის ქოხში. მეთევზეობით ვირჩენ თავს

+ ჩემი მეუღლის ოცნება
გარდა იმისა რომ 7 შვილი არ უნდა
და ცოლიც უკვე ქართველი ყავს :)

მეც ვიცხოვრებდი ფიორდებთან, მითუმეტეს რომ ბავშვობიდან შემაყვარა ასტრიდ ლინდგრენმა ეგ ადგილები
მაგრამ მე ვერ დავსახლდებოდი სამუდამოდ

ბევრად უფრო ურბანული ტიპი ვარ და დიდხანს ვერ გავძლებდი მანდ :)