Monday, May 24, 2010

It's a new day, it's a new life… And I'm feeling good!



თუ სამსახურში შექმნილ პრობლემას მენეჯერი არ აგვარებს, მაშინ მითხარით მისი ფუნქცია.

მოკლეთ ერთ-ერთი სამსახურიდან წამოვედი.

ჩემმა თანამშრომელმა თქვა, თუ კარგი გადაწყვეტილების მიღება გინდა და არ იცი როგორ მოიქცე, „არ დაიდარდოში“ უნდა დაიწყო მუშაობა და მერე მალევე დატოვოო.
უნდა დავეთანხმო. ძველ პოსტებს თუ გადახედავთ, რეალურად ერთადერთი ადგილია, რომელიც გულწრფელად მეზიზღება.


არ ვიცი რას ვიზამ სამომავლოდ.
თუმცა რამდენიმე ვერსიას განვიხილავ.

ჟურნალი (დავწერო რომელიმე ჟურნალისთვის. ეს არ უნდა იყოს იაფფასიანი ტაბლოიდი).
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური რომელიმე ორგანიზაციაში.

ოდნავ შორეულ მომავალში სამშენებლო კომპანია ან დიზაინ სტუდია, სადაც არქიტექტურისა და ლანდშაფტის დიზაინი შეიძლება დასჭირდეთ.

რადიო, ტელევიზია არ განიხილება!


ახლა ცოტა მძიმედ ვგრძნობ თავს. არა იმიტომ, რომ სამსახური დავტოვე.
იმიტომ რომ მომავალი ოდნავ ბუნდოვანია.


კიდევ რამდენიმე სიახლეა.
მოწევა დავიწყე ისევ და ფორტეპიანოზე დაკვრა მინდა ვისწავლო.

J. S. Bach - Air on the G String (piano)



Claude Debussy - Golliwogg's Cake Walk



Erik Satie - Gymnopédie No.1



Dario Marianelli – Georgianna



Paganini-Liszt - La Campanella



ლისიცას კამპანელაზე ვმბურძგლავს!

13 comments:

ჩორვენი¹³ said...

vaa mtavaria mondomeba da good luck!!!!

clown said...

მომავალიო :შ :|


ხოდა წარმატებები ^_^

Lalena said...

ერთადერთი რითაც შემიძლია დაგეხმარო... მმმ თუ გინდა დაკვრას გასწავლი :)

JoKey said...

Lalena, აუუუუ, როგორ არ მინდა. ვაშაააააააა

Tjorven, Clown მადლობა :)

როდრიგო said...

არაუშავს, წარმატებები ;)
ტელევიზიას არ გაეკარო მეც გირჩევ:D
და კიდე სიგარეტის მოწევა რატო დაიწყე :(
კლასიკაზე მაგარი არაფერია, 5 წელი ვსწავლობდი და დავიწყებული მაქვს, ალბათ სამომავლოდ მეც დავუბრუნდები.
მე კიდე ვიოლინოს სწავლა მინდა :)

Lika Kakiashvili said...

Tomorrow is another day! :)

Betty said...

-რას უსმენ?
-რას კი არა,ვის..
-???
-სოსოს ვუსმენ კაციტაძეს,ყველდგან,სადაც ისმის მისი ხმა,საუკეთესო ხმა FM-ზე...
* * *
-დილა მშვიდობის,თუ ახლა ჩემი ხმა გესმით,თქვენი რადიო მიმღები შავიზღვისპირეთის ყველაზე უდარდელ ტალღაზე ყოფილა მომართული და მშვიდობიანი და წარმატებული დღის იმედით სანდრო მოგესალმებათ...
-შუადღემშვიდობის,მე სანდრო ვარ...
რამდენი დილა გათენდა და გაშუადღდა,არა ერთი დაღამდა კიდეც ასე..

ახლა რაღაც დამთავრდა...

საფუძვლიანი პრეტენზია მაქვს ვიფიქრო რომ 3 წლის მანძილზე ყველაზე გემოვნებიანი,დაუმორჩილებელი მუსიკალური წამყვანის,უგვარო სანდროს საუკეთესო მსმენელი ვიყავი..
ვუსმენდი ხშირად ღიმილით,ხანაც..

არ მინდა შენს პოსტზე მეტი მოცულობის კომენტარი გამომივიდეს,თორემ უსასრულოდ შემიძლია თხრობა სანდროზე,ერთ-ერთ შენთაგანზე,რომელსაც მგონია,რომ უზარმაზარი ადგილი ეჭირა შენს ცხოვრებაში..უმოწყალოდ ნუ მოისვრი რა?..

ყველაზე საზიზღარი ადგილიო,ამბობ..ამ ადგილას მდარე გაიხარებს აწი.დავიჯერო არასდროს მოგენატრება?! წასვლის მიზეზი სხვა გქონოდა ნეტა..

და კიდევ
კლასიკური მუსიკის უსაზღვრო სიყვარულის მიუხედავად,ბახს იშვიათად ვუსმენ,მაგრამ როცა ვუსმენ,მომავალი დღის იმედით ვივსები,რადგან მისი ნაწარმოებების აბსოლუტური უმრავლესობის მინორულობის მიუხედავად, მაჟორული აკორდით მთავრდება,ნიშნად იმისა,რომ ხვალ,და ხვალ თუ არა ოდესმე უკეთესი დღე გათენდება!..

JoKey said...

შენი კომენტარი როგორც ყოველთვის მსუყე და მრავლის მთქმელია :*

წასვლის ბევრი მიზეზი მქონდა. მოგიყვები ერთხელ წვრილად :)

Katieé.Ge said...

ჰოო, "არ დაიდარდო"–ს არ მოსმენით თურმე დამიკარგია ბევრი :)

ძალიან კარგი მუსიკალური გემოვნება გაქვს და ბუბლეს რომ მოვკარი კლასიკასთან ერთად თვალი მარჯვენა საიდ ბარის პლეილისტში, გამიხარდა :)) ე.ი. ჩემთვისაც შეიძლება ორივეს მოსმენა :D

CinnamonGirl said...

Nina Simone-ს ეს სიმღერა მიყვარს როგორც ორიგინალში, ასევე acid jazz ვერსიაშიც...

ერთხელ მეც მქონდა ისეთი შემთხვევა, სამსახურიდან რომ წამოვედი.

არასოდეს მინანია :)

შენც იგივეს გისურვებ :)

Kate said...

ბახის ეს კომპოზიცია ძალიან მიყვარს, მამშვიდებს მუდამ.

ხოდა რაც შეეხება სამსახურს, მე შენ რადიოში ჯაზის მიმომხილველად გხედავ. რატომღაც.

Lord Vader said...

ლაო ძი ამბობდა
მამაკაცმა რომ არ მოიწყინოს, ყოველ 20 წელიწადში ერთხელ უნდა გამოიცვალოს ქალაქი, 10 წელიწადში ერთხელ ბინა, 5 წელიწადში ერთხელ სამსახური და 3 წელიწადში ერთხელ ცოლიო.

ჟურნალი ექსპერტი +1. http://bit.ly/9VJzep

babisa said...

მე გამიხარდა, რომ წამოხვედი. სულ მეგონა, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ იქცეოდი, როდესაც მანდ მუშაობდი.
აუცილებლად გამოჩნდება უკეთესი ვარიანტი, წამოსვლას კი მთავარია, რომ არასდროს ინანებ.
მოწევაზე კიდე, რომ თქვი დავანებეო, ვიფიქრე, მთავარია როდემდეთქო, ანუ არცთუ დიდიხნით გამოვიდა.

აი ფორტეპიანო კი, წელიწადში 2-3ჯერ თუ დავუკრავ და მიმავიწყდა რაც ვიცოდი :|


lord vader- ქალებზე არაფერი უთქვამს, როგორ უნდა მოვიქცეთ?