Wednesday, May 5, 2010

SPAM - პირველი ქართული "საშინელებათა" ფილმი

სპამი



პირველი ქართული “საშინელებათა” ფილმი

ჟანრი: მძაფრსიაუჟეტიანი, საშინელებათა, თრილერი
წელი: 2010

როლებში: დავით ქაცარავა, ირაკლი სანაია, სოფია მაიერი, მირიან ჯეჯელავა, სოფო სებისკვერაძე, გვანცა კორშია, სალომე თათარაშვილი

რეჟისორი: რამაზ ჩაჩანიძე



ფენტეზი, დეტექტივი, მელოდრამა, ვესტერნი, კომედია, მისტიკა, ტრილერი, დრამა, მიუზიკლი, მძაფრსიუჟეტიანი, საშინელებათა ფილმი - რომელ ჟანრსაც არ უნდა მიაკუთვნოთ „სპამი,“ ის ნებისმიერ შემთხვევაში პაროდიაა.

წარმოგიდგენიათ?! მოკლემეტრაჟიანიც კი არ არის, სამწუხაროდ.

ფილმის დასასრულს ერთადერთი ფრაზა ვთქვი: „მოწევა მინდა, იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრების 90 წუთი დავკარგე.“



კინოთეატრი ამირანი (დიდი დარბაზი), 20:00 სპამი (პრემიერა)

პირველი ჩანაწერი 20:47 წუთზე გავაკეთე, პრემიერა მთელი 47 წუთით აგვიანებს. მეგობრები მამშვიდებენ, რომ აქ ყველაფერი დაგეგმილზე ერთი საათით გვიან იწყება.

ცოტა ხანში ირკვევა, რომ ფილმში ხმა და გამოსახულება ერთმანეთ არ ემთხვევა, პრემიერა ხოტა ხნით (რამდენიმე წუთით) გადაიდო.

21:12 რიგითი მაყურებელი უკმაყოფილოა. ხმამაღლა და უშვერად იხსენიებს ყველას. ის მართალია, თუმცა უზრდელი.

ოდნავ მოგვიანებით მსახიობები ბოდიშს იხდიან პრემიერის დაგვიანებისთვის.

ამასობაში დამლაგებლებმა კინოთეატრის ფოიე მოგავეს და წითელი ხალიჩა აკეცეს.

22:28 არაოფიციალური პირები (ვისაც არ ჰქონია ფილმთან კავშირი), ამბობენ რომ ჩვენება ერთი დღით გადაიდო ტექნიკური ხარვეზის გამო.

რატომ დავრჩი კინოთეატრში ამ დრომდე?
კარგი კითხვაა. იმიტომ რომ ფილმში რამდენმე კარგი ნაცნობი თამაშობს!


23:04 პრემიერა შედგა.
ფირი მოიტანეს და ლეპტოპით გაუშვეს. ხმა იყო სტერეო და არა დოლბი.


სპამი

იდეის ორიგინალობა - იყო ორიგინალური. მკვლელ ბორბალს ყველგან ვერ ნახავთ. თუმცა ვერც ფილმიდან მიხვდებით ბორბალი რა შუაშია. ამისთვის სულ ცოტა ნაცნობი უნდა გყავდეთ, რომელმაც რეჟისორი/სცენარისტის ჩანაფიქრის შესახებ იცის.

სამსახიობო ოსტატობა - ვეჭვობ, ირაკლი სანაიას დღემდე სჯერა რომ სპექტაკლში ითამაშა და არა ფილმში.
არ ვიცი ვინ მოაწყო კასტინგი, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ის ადამიანი დასაჭერია.

Touch-ფაქტორი - ოოო, „საშიში“ ეპიზოდებიც კი ძალიან კომიკური იყო.

ოპერატორული ნამუშევარი - ფილმში არის პანორამა, რომელიც ჰორიზონტალურთან ერთად ვერტიკალურიცაა. ოპერატორი ან დამწყებია ან ფილოლოგი.

სარეჟისორო ნამუშევარი - რამაზ ჩაჩანიძე ნამდვილად ფილოლოგია (არ ვიცი ფილოლოგებს რას ვერჩი). ფილმში არ არის კონფლიქტი, სიღრმე, ბალანსი და მისთ.

სცენარი - SPAM (ინტოქსიკაცია), სცენარში ყველა ფრაზას და ქმედებას აქვს გამართლება. სნერაში ფილმს აქვს ფინალი. თუმცა რამაზ ჩაჩანიძე ფილოლოგია.

საუნდტრეკი - მუსიკა ნორმალური თუმცა, თემატური გადასვლა ზედმეტად ხისტი.

მონტაჟი - ერთ მომენტში გულწრფელად მეგონა, რომ გადაგდებული ბიჩოკი ფილმის მძინარე გმირს დაეცემოდა.

სპეცეფექტები - ღმერთო ურო ჩამცხე ტავში! ასეთი ხელოვნურ ცეცხლზე არაფერი გამიგია, ნახვით მითუმეტეს ვერსად ვნახავდი.
არის ასეთი სცენა. სანდრო (დავით ქაცარავა) აივანზე დგას და სიგარეტს უკიდებს, თუმცა სანთებელა გაფუჭებულია. ზურგს უკან, კარის ტავზე დაკიდებულ ბორბალს კი პერიოდულად ცეცხლი ეკიდება. ვიფიქრე ბორბალზე აუკიდებდა სიგარეტს, მაგრამ ის ფილოლოგია.

სცენები ზედმეტად გაწელილი და მომაბეზრებელია.

ფილმში ბევრი ფაქტობრივი ლაფსუსია. თბილისიდან კოჯრამდე ზამთარს შემოდგომა და მერე ისევ ზამტარი ისე ენაცვლება თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებს კაცი.
გასაგებია, რომ სცენები სხვადასხვა დროს არის გადაღებული, მაგრამ მე, რიგით მაყურებელს არაფერი დამიშავებია.

ეს არის ფილმი, რომელსაც არ ჰყავს რეჟისორი, ოპერატორი, გამნათებელი და მსახიობები.


რატომ/როდის უნდა უყუროთ სპამს?!

ესეც კარგი კითხვაა!

თუ ცხოვრება რუხი და მოსაწყენია. არ გენანებათ ჯანმრთელობა, ენერგია და დრო, მაშინ აუცილებლად უნდა ნახოთ პირველი ქართული “საშინელებათა” ფილმი.

18 comments:

ჩორვენი¹³ said...

vxooooooooxaaav : )))))))))))))
deda ramdeni vicine agar shemizliaa :D

haha :D arada ragac uketesi megona rom iqneboda :D

Lado Lomidze said...

ვიცი რო ის არ იქნება რასაც ველი, მარა მაინც უნდა ვნახო რა : )

gabo said...

მეც უნდა ვნახო ამ კაიფს არ გამოვტოვებ :)))

clown said...

ჰაჰ :D :D

არ ვაპირებ ნახვას :X

CinnamonGirl said...

ვფიქრობდი, წავიდე თუ არა...

მაგრამ ვეჭვობ, ამ ფილმსაც ოცნების ქალაქის და მრავალი სხვა ეროვნული ნაწარმის ბედი ეწევა - რა ვუყო რომ არ მაქვს იმდენი პატრიოტიზმი, რომ 10 ლარი მხოლოდ იმიტომ გადავიხადო, რომ სამამულო, მაგრამ უხარისხო პროდუქცია მაჩვენონ.

დაველოდები ჯობია მე Prince of Persia-ს.

მადლობა რევიუსთვის, ძალიან დამეხმარა :)

JoKey said...

ხშირად ისმის არგუმენტები, რომ არაფერს სჯობს ასეთი კინო და ეს არის შეცდომა ვფიქრობ.
მდარე ხარისხის ფილმის გადაღებას, სჯობს ბუშტები გაბერონ ან მოწევას დაანებონ თავი, ფილტვები მაინც გაჯანსაღდება.

დარწმუნებული ვარ პრემიერაზე მოსული მაყურებლის დიდი ნაწილი სახლში შეურაცხყოფილი დაბრუნდა.

Lalena said...

აი რატომ მიყვარხარ სოოს, ახლა გული აღარ დამწყდება, რომ არ ვიყავი და არც არასოდეს ვნახავ! :*

bushka said...

ასეც ვიცოდი...მაგრამ მაინც ვნახავ, პირველი ქართული საშინელებათა ფილმია და იმიტომ...თან დარწმუნებული ვარ ოცნების ქალაქზე უკეთესი მაინც იქნება:)))

bigcrow.ge said...

ვარეზებზე რომ დაიდება, რაძი ინტერესა გადავავლებ თვალს. მაინტერესებს, როგორი ფილმი არ უნდა გადავიღო :)

კინოში ამისთვის ცხადია, რომ არ წავალ.

KOBA said...

rogorc vici jer kidev gaustumrebeli kavs shemoqmedebiti jgufi rejisors da araferi ar gadauxdiat da kide kargaxans ar gadauxdian rogorc vxvdebi

zalian zlieri gundi mushaobda etkoba

ise fotoebi ro vnaxe zalin momecona etkoba fotografi kavdat ashkarad kargi da sagol fotografs (y)

Lika Kakiashvili said...

და გუშინ ვიღაც ამბობდა, არ მიყვარს, ფეხბურთის და ცუდი ფილმის მერე განხილვებიო, არა?! :)))) ცუდად ვარ! :))))))))))))

ვიხალისე ძლიერ, ძლიერ, გუშინაც და დღესაც, ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ! :)))

P.S. ფილოლოგები დგანან შენი ფანჯრის ქვეშ პლაკატებით, გადახედე და დააწყნარე ხალხი! :))))))))

Lika Kakiashvili said...

აააა.... და კიდევ, 16 წლამდე რეკომენდებული არ არის??? ჰმ... მე არც მას ზევით ასაკის ადამიანებს ვურჩევდი დიდად... განსაკუთრებით ერიდეთ ჰიჩკოკის, სტივენ კინგისა და დინ კუნცის ფანებო! :))))

bushka said...

არადა თრეილერი ვარგოდა- ეტყობა მარტო თრეილერზე იზრუნეს :)

Katieé.Ge said...

Xa Xa Xa

აი მესმის კრიტიკა, ფილმზე, რომელშიც "ნაცნობები თამაშობენ" :D


ისე, რატომა აპირველი ქართული საშინელებათა ფილმი? პირველი მგონი "სახლი ძველ უბანში" იყო :)

Tomushka said...

მინდა ქართულ საშჳნელებთა ფილმების ყურება!

maimunebi said...

momewona ganxilva, albat rame msgavss davwerdi mec.
rom menaxa filmi )))
magram vin ganaxa!
)

baleshiki said...

ra gchirt xalxo am qartveleb? arafris dafaseba agar shegidzliiat? yvelas da yvelafers dascinixart, ar igeben filmebs da amasac dascinixart egeni risi gadamgebebi ariano an vinme ragacas sheqmnis ginda kinos ginda musikas da dascinixart.... ese ras mivagwevt?!!!!!!!!!!!!!

JoKey said...

baleshiki, არ არის საჭირო ტრაგიზმი. ნებისმიერი პროდუქტი ან კარგია, ან ცუდი, შუალედური არ არსებობს.
ძალიან მიკვირს, თუ ეს ფილმი ნანახი გაქვთ და არ მეთანხმებით, სავარაუდოდ ცუდი გემოვნება გაქვთ.

გმადლობთ კომენტარისთვის