
„საქართველო ტოპ 10“ ვნახე.
პირწიგნაკში ერთხელ მაინც თუ შეგიდგამთ ფეხი, ნანახი გექნებათ. მეც გავავრცელე, თუმცა არა იმის საილუსტრაციოდ, რომ სასაცილოა. პირიქით, ყველაზე დამთრგუნველი რგოლია, რომელიც ოდესმე მინახავს.
არავითარი პროგრესი - ეს არის სტაგნაცია.
გავიყინეთ დროში, რომელიც არასდროს ყოფილა და უნიკალურია. ამას მხოლოდ აქ გაზრდილი ადამიანი მიხვდება, რომელსაც ყურს არ სჭრის „პროვინციალიზმი“ და ამ სიტყვის გაგება სწორხაზოვანი არ არის - არ ნიშნავს პროვინციაში ცხოვრებას.
ვიცნობ ადამიანს, რომელიც რბილ „ლასზე“ ქილიკებდა, სანამ თავის სანაცნობოში აღმოაჩენდა ადამიანს იგივე ფონემური დარღვევით.
ადამიანი თავისუფალია. არ არსებობს ვალდებულება და არ არსებობს „უნდა.“ მაგრამ, მიმაჩნია, გამართული მეტყველება აუცილებელია.
სასაცილო და არა დამაჯერებელია ადამიანი, რომელსაც იმინა მაგრათ ევასება საქართველ’ო და ქვეყნის გულისთვის ყველ’აფერზეა წამსვლელი და კაროჩე რა...
***
კიდევ ერთი თემა, რომელიც მაწუხებს - ტოტალური პირჯვრის მწერელობა. ასე ჰქვია ამას!
ღმერთო დიდებულო, რა აუცილებელია ინტიმური რწმენის ასეთი აფიშირება, მითუმეტეს ეკლესიების ქალაქში.
ტაძრის მშენებლობაზე სარეკლამო რგოლებს რომ ვისმენ ბეგბედერის „99 ფრანკი“ მახსენდება მუდმივად. რა უფრო მნიშვნელოვანია, ადამიანის ჯანმრთელობა და მისი სოციალური მდგომარეობა თუ სალოცავი?!
პასუხისთვის ნუ შეწუხდებით.
7 comments:
top10 me ar minaxavs da mgoni sakutari tavistvisve jobs, ar vnaxo )
მე ვნახე და დავაშეარე კიდეც ტოპ10.
არ გამკვირვებია, ხალხმა რომ მეტყველება არ იცის ტვ–სთან, რუსულ არხებზე რომ ვღთავ, მაშინ ვხვდები. გულზე ვსკდები, ან იქ ყველა კარგად მეტყველებს ქუჩაში, ან ჟურნალისტები არ უშვებენ ყველას "ბლიყინს" ეთერში.
ენივეი, ჯერ შორს ვართ :( და მასის განათლების დონე კიდევ უფრო ეშვება დაბლა.
p.s. კომენტირებაზე Name, URL ჩართე რა :)
აუ, 99ფ რამდენი ხანია გადმოწერილი მაქვს, must see movies სიაში ჩამიწერა ჩემმა ექსმა და შევპირდი ვნახავთქო და ჯერაც არ მინახავს:/ იმდენი აქებთ, აშკარად უნდა ვუყურო.
ფრედერიკ ბეგბედერის კითხვის გავლენით დავწერე ჩემი ბოლო პოსტი ბლოგზე (ახლა ვკითხულობ "Верую - я тоже нет"-ს)... ჩემთვის ძალიან ახლოს მდგომი მწერალია :)
მომეწონა შენი კითხვა. ჩემებურად რიტორიკულია.
ტოპ10 მეც არ მინახავს და მაინტერესებს.
მაგრამ დანარჩენში ყველაფერში გეთანხმები 100%-ით.
"99ფრანკი" უნდა წავიკითხო. ძალიან დიდი ხანია ვაპირებ და ნუ მოკლედ.
Fully agree : (
"კიდევ ერთი თემა, რომელიც მაწუხებს - ტოტალური პირჯვრის მწერელობა. ასე ჰქვია ამას!
ღმერთო დიდებულო, რა აუცილებელია ინტიმური რწმენის ასეთი აფიშირება, მითუმეტეს ეკლესიების ქალაქში.
ტაძრის მშენებლობაზე სარეკლამო რგოლებს რომ ვისმენ ბეგბედერის „99 ფრანკი“ მახსენდება" _ აფიშირების რა გითხრა მაგრამ დავიჯერო მარტო მე მგონია რომ ,,მორწმუნეობა" მოდური გახდააა და ,,მოდურები" აგრესიულები კიდე...
Post a Comment