კორკოვადოდან სასწაული ხედი იშლება. ენა არ მიბრუნდება ისეთი განცდაა, სხეულის ყველა უჯრედით ვგრძნობ ქალაქს.
გუანაბარას ყურეში ამოზიდული შაქრის მწვერვალი საუკეთესოდ ჩანს აქედან. სთენ გეთზის საქსოფონის ხმაც როგორ უხდება რიოს მზეს?! კოპაკაბანას ბრიზი კიდევ სურნელოვანზე სურნელოვანი და კიდევ უფრო მარილიანია.
დამპირდი, რომ 2020 წლის, თებერვლის შვიდს აქ შევხვდებით, ერთად ჩავისუნთქავთ მონატრებულ ჰაერს და ელოიზა ბარკ დე ჰოლანდა კიდვევ ერთხელ გვიმღერებს ორმაგი ცისარტყელის სიმღერას.
Stan Getz - Double Rainbow (feat. Joao Gilberto) | Music Codes
ეს მელოდია ჩვენია და არავის ეკუთვნის სხვას.
სიყვარულის საიდუმლო სუნთქვა, გულმა რომ იცის მხოლოდ და მეჟოლია წვიმის ნისლიან წვეთებში რომ თამაშობს.
ამბობს, რომ გაზაფხულდა.
შეხედე ორმაგ ცისარტყელას.
შენ არავის ეკუთვნი...
შენ არავის ეკუთვნი...
მხოლოდ მე!
8 comments:
2020 welic male mova.. :)
magaria ;)) mara manamde 2012 ia:D
ამაღამაც თუ სადმე წავედი სამოგზაუროდ და სიზმარში ბგერები მომესმა, ამჯერად შენი და ცისარტყელების ბრალი იქნება..
audioposti momenatra me sheni )
babiasa, აუდიოპოსტებისთვის რამეს მოვიგიქრებ და ჩავწერ უახლოეს მომავალში :))
ნასტასია, სამაგიეროდ ყველაზე ტკბილი სიზმარი იქნება ნანახთა შორის :)
როდრიგო, კარგია რა, მართლა გჯერა 2012-ის?!
Natalia, გუშინ ვწუწუნებდი, ძალიან სწრაფად გარბის დროთქო. სკოლის დამთავრება გავიხსენე და იმის მერე 9 წელი გასულა უკვე :(
კოპაკაბანაზე ვოცნებობ რამდენი ხანია.
კიარადა წელი...
საერთოდ კი ბრაზილია!!!
სრულიად სხვა სამყაროა და მინდა, რომ წელიწადის 1-2 თვე იქ ვიყო..
მეზობლად შენ იქნები და დამპატიჟებ ხოლმე. ხოდა შენ შენით და მე ჩემით ვიქნებით. დავლევთ ბრაზილიურ ყავას, დემონსტრაციულად არ ვუყურებთ ფეხბურთს, მოვუსმენთ ბრაზილიურ სიმღერებს (თუნდაც ამას http://www.youtube.com/watch?v=Cn96FmqSLoA ) და ოთხივე აღვნიშნავთ იმას, რომ ბრაზილია - ეს გაცილებით მეტია, ვიდრე კარნავალის, ყავის, ფეხბურთის, სერიალებისა და თეთრი ახალი წლის ქვეყანა.
დავტკბი,გავთბი...
მე უფრო მუქი ადგილები მიყვანს და უფრო მწვანე )
და კიდევ შენი ჰედერი მომეწონა )
Post a Comment