Wednesday, August 11, 2010

ქემერი

მშვენივრად ვიმგზავრე, თუ გვერდით მჯდომი ქალბატონის გულყრას არ ჩავთვლი. კატაბალახას ნელსურნელებით და აპლოდისმენტების გარეშე დავეშვით ანტალიის საერთაშორისო აეროპორტში.

საპასპორტო კონტროლი გავიარე, ბარგი ავიღე და კომფორტული სამარშრუტო ტაქსით ქემერისკენ დავიძარით.

"უკვე ქემერში ვართ, ეს დასახლება ხმელთაშუა ზღვასა და ტაურუსის მთებს შორის მდებარეობს, ამიტომ ტურისტებისთვის ორმაგად მიმზიდველია,"- მშვიდი ხმა აქვს გამცილებელს და მწვანე თვალები.

კუს კუნძული გავიარეთ, ამ რეპტილიის ფორმა აქვს და მარტივად შეურჩევიათ სახელი. კუნძულზე წითელ წიგნში შეყვანილი ცისფერი თოლიები ბინადრობენ და ხელისუფლებამ ეს ზონა ვიზიტორებისთვის დაკეტა, ამიტომ ტურისტები კუნძულს იახტებით უახლოვდებიან და მისი სილამაზით შორიდან ტკბებიან.

კიდევ ერთი საინტერესო ადგილი ტაურუსის მთების ერთ-ერთ მწვერვალზე მდებარე რესტორანია. ზღვის დონიდან 700 მეტრამდე ავტომობილი ადის, უფრო ზემოთ კი საბაგირო გზა. რესტორანი ყოველ საათში საკუთარი ღერძის გარშემო ერთ სრულ ბრუნს აკეთებს, ასე რომ, ფინჯან ჩაისთან ერთად ანტალია-ქემერის ფერწერული ხედებითაც შეიძლება სიამოვნების მიღება.



სასტუმროში 11:45 საათზე ვიყავი, როგორც მითხრეს ჩექინგი განსაზღვრულ დროს 14 საათზე ხდება. დროის მოსაკლავად ჰოლში დავჯექი და მშვიდად დავიწყე ლოდინი. ზუსტად ორზე რესეპშენში მივედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ნომერს ამზადებდნენ და კიდევ მომიწევდა მოცდა. საბოლოოდ 14:40 საათზე გამიყვანეს სასტუმროს გარეთ და თაბაშირ-მუყაოს ნომერში შემიყვანეს.

მოკლედ, აბაზანის კარი და საძინებლის იატაკი ერთნაირად ჭრიალებს. საწოლის გადასაფარებელს ლაქები აქვს. ოთახი დაბლია და არა სინგლი. რათქმაუნდა არ აქვს აივანი, იმიტომ, რომ პირველ სართულზე, მიწაზე დგას. თუ მეზობელ სახლში კარს კეტავენ ან ხმამაღლა საუბრობენ ყველაფერი გარკვევით ისმის.
კარგია რომ ღრმა ძილი მაქვს და ასეთი წვრილმანები არ მოქმედებს.

ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც ნეგატიურზე ვკონცენტრირდები. აქ არის ზღვა, მზე, გემრიელი საჭმელები, ზღვა და მზე და კიდევ ზღვა. აქვე შემიძლია დავიფიცო, რომ ამ სასტუმროში ჩემი ფეხი აღარ იქნება.

ვფიქრობ, არ უნდა წამოვსულიყავი მარტო. ამას ვახშმისას მივხვდი. მარტო ჭამა საშინელებაა.



გუშინ ავის-ტურის გიდს, ქრისტინას შევხვდი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი და დაზღვევა უნდა მქონოდა თან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დაზღვევის გაკეთება დაავიწყდათ ტურისტულ სააგენტოში, ბილეთზე კი უკან დასაბრუნებელი თარიღი 16 აგვისტოს ნაცვლად 19 ეწერა.
არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ ჩემზე წვრილმანი პრობლემებიც ძალიან მოქმედებს, განსაკუთრებით დასვენების პერიოდში, როცა განტვირთვა მინდა და არა რუტინულ ყლეობებზე კონცენტრირება.



გუშინ საღამოს დროებითი სვირინგი გავიკეთე. ტარკანი კარგად მეტყველებს რუსულად, კატალოგი დავათვალიერე, აცტეკური მზე შევარჩიე. ხნა ერთ საათში ჩამოვიბანე და ყურს უკან ბორჯღალი მახატია :))



ჯერ-ჯერობით ეს არის, უახლეს ამბებს უახლოეს დღეებში მოგწერთ

კეთილი სურვილებით JoKey




P.S. ხო, სასტურმოს Arma's Beach ჰქვია, 4 ვარსკვლავიანია. შეიძლება მთავარ შენობაში კომფორტული ნომრებია, ვერაფერს დავიჩემებ

5 comments:

ნასტასია said...

კაია ზღვა, მზე და კიდევ ზღვა, თან ჯერ რომ არ ყოფილხარ ისეთ ადგილას და თან ბევრი ნაცნობები რომ არ გხვდებიან, ეგეც...
და მარტო რო მოსაწყენია ეგეც აბსოლუტურად მართალია.
მე ბათუმშიც კი მწყინდება მარტო საუზმე-ვახშმობები.მარტო ჩემი თავი დიდი ვერაფერი გამრთობია.
ხოოდა, ტატუს ხნითაც თუ აკეთებდნენ, არასოდეს მიფიქრია, ხნით თმებს ვიღებავ ხოლმე მე^^

მოკლედ, დარჩენილი დღეების სასიამოვნოდ გატარება შენ :)

bushka said...

raghac ise sainteresod gadmoeci, cota xnit titkos vigrzeni rom mec mand viyavi...:) kargia iset adgilas yopna sadac jer ar yopilxar, axali shegrznebebi ...da mze da zghva, romelic arasdros mogberzdeba - scored amitom mainc mixaria rom dghes ukve mravaljer nanax batumshi mivdivar :D

Katieé.Ge said...

დედა, რა საშინლად დახატე ყველაფერი...

tamuna said...

გაგრძელება მეტად მაინტერესებს :) ეგეთ დასაწყისს საინტერესო თავგადასავლი მოსდევს ხოლმე თან :) მაგალითად რაიმე საინტერესო ადგილას აღმოჩენა ან განსაკუთრებულად საინტერესო ადამიანების გაცნობა :) ხოდა ერთ დღესაც, როცა არ ელოდები, აღმოჩნდები ცისფერი თოლიების კუნძულზე, სადაც არაჩვეულებრივი თავგადასავალი გადაგხდება თავს :)

babisa said...

vah 4 *iansac rom ver endobi, ra cudia
ise, amboben,rom erti varskvlavi unda gamoakloo turqul sastumroebs da esaa realurio :)

marto mogzauroba ho, cudia, marto chama ki zalian ar miyvars, saxlshic ki :))

am detalebis miuxedavad, mainc kargia axali adgilebi da shegrznebebi :)