Thursday, August 12, 2010

ოტომანების ამბავი

ოტომანები დამარცხდნენ.

ნომერი გადავცვალე და არაკომფორტულიდან ბევრად კომფორტულ, ნათელ და დიდ ნომერში გადმოვედი.

მოკლედ ვიტყვი რა და როგორ. ტურის შეკვეთის მერე, დარწმუნებული ჩამოდიხარ თურქეთში, რომ საუკეთესო ზაფხული გელოდება. სასტუმროს ადმინისტრაცია ყველაზე იაფფასიან და არაკომფორტულ ნომერში გაბინავებს. უკმაყოფილო ამბობ, რომ ოთახი არ მოგწონს და სხვა გინდა, თუმცა გარწმუნებენ, რომ სეზონის პიკია და სასტუმრო გადატვირთული.
ასეთ შემთხვევაში, იგებ არის თუ არა თავისუფალი ოთახი სასტუმროში (რესეფშენში რამდენიმე ადამიანი ენაცვლება ერთმანეთს, ეკითხები იმას, ვინც შენი ამბავი არ იცის და ეუბნები, რომ სასტუმროში მეგობარს უნდა გაჩერება), გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ისვენებ ბევრად კარგ გარემოში.

დისკოთეკაზე ფუჟენს დიფ ჰაუსი ენაცვლება, ვწრუპავ JB-ს და ჩრდილოეთის ცაზე ზაფხულის სამკუთხედს ვუყურებ. დენებმა ეს ნათება დაახლოებით 3000 წლის წინ დატოვა, ფაქტია ვუყურებ ისტორიას და ასეთ დროს ყოველთვის შიში მეუფლება. ვარსკვლავებიან ცას რომ ვუყურებ ყოველთვის შიში მიპყრობს, ვხდები რამდენად პატარა ვარ.

არ ვიცი როდის მოხდება ეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან ბედნიერი შევხვდები დასასრულს, იმიტომ რომ იღბლიანი ვარ და ცხოვრებაში ერთი ადამიანი მაინც შემხვედრია, რომელმაც წაუშლელი კვალი დატოვა, უზარმაზარი გავლენა მოახდინა, ერთიანად გამზარდა, ბევრი რამე მასწავლა და იყო ჩემთან.

ადამიანები პლასტმასის უსულო არსებებად ვიქეცით, არ ვიცი ეს უდროობისა და პოსტმოდერნის ბრალია თუ კიდევ არის სხვა მიზეზი.
რა მიხარია?! გულწრფელი და ძალდაუტანებელი საუბრები აბსოლუტურად უცნობ ადამიანებთან, კიდევ უფრო გულწრფელი ურთიერთობები ახლობლებთან. მინდა ერთ დღეს კომპლიმენტი მოვისმინო ვინმესგან, რომ მარცხენა ყურს ქვემოთ მიხატული აცტეკური მზე მშვენიერია, მეც ვეტყვი რომ შეუდარებელი ღიმილი აქვს და უძილობის მიუხედავად, ამ ღიმილმა მშვენიერ ხასიათზე დამაყენა.

თუ ძალიან ჰიპური და ძველებური (60-იანებს ვგულისხმობ რეალურად) არ იქნება, მინდა სიყვარული და მშვიდობა. მინდა ნამდვილად და არა ისე, როგორც სილამაზის კონკურსებზე, "მსოფლიო მშვიდობა" კლიშედ რომ იქცა და გაცვდა.



ხვალის ხვალ ტაჰტალიდან გადმოვხედავ მედიტერანიას და დარწმუნებული ვარ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნები მიწაზე, იმიტომ რომ იქნება მშვიდობა და სიყვარული.

ხო, კიდევ მუსიკისა და მშვიდობის სამი დღე მინდა სადმე ახლოს, რომელიც არაფრით არ იქნება გლამურული და ადამიანები ერთმანეთის საქილიკოდ კი არა, სიყვარულში გამოსატყდომად მივლენ.

დღეს, 2010 წლის 12 აგვისტოს, საბოლოოდ ვიცი ის, რაც აქამდეც მშვენივრად ვიცოდი, სიყვარული უმნიშვნელოვანესია.

6 comments:

Katieé.Ge said...

მოსალოცი ამბავია :)))

ჩორვენი¹³ said...

uax cool ^_^
mashasadame fotoebis gaziareba genaneba da mzesac mxolod grublebis anareklshi gvachveneb da isic ara actekurs xo? : )

JoKey said...

ხვალინდელ ამბებს მოგითხრობთ დაწვრილებით:)) ერთ საინტერესო ადგილას მივდივარ, ხოდა ფოტოებსაც გაგიზიარებთ :)))
აუ, ნომრის გამოცვლა მოსალოცი ამბავი ნამდვილად არის:)

Kate said...

ყველაზე მაგარი აბზაცი არის სულ სულ ბოლო. სიყვარული მართლა ყველაზე მნიშვნელოვანია.

Sophie Golden said...

სანამ სიყვარული არსებობს, მშვიდობა არ იქნება ;) ყველას იმდენად სხვადასხვა რაღაც გვიყვარს, რომ მერე ამისთვის ერთმანეთი უნდა დავხოცოთ... ან პირიქით, ერთი და იგივე გვიყვარს და ყველას არ ყოფნის...
Damn! სად შენი პოსტი და სად ჩემი რეალისტურ-ანტიპაციფისტური კომენტარი... უბრალოდ, შემშურდა და მეც მომინდა ზღვაზე :|
:)

babisa said...

<3 ra pozitiuri post iyo :*