Thursday, August 26, 2010

Diversity



17 წლის ვიყავი, მეგობარს რომ ვუთხარი მამასთან გაუთავებელ პრობლემებს, უმჯობესია სახლიდან წამოხვიდე და დამოუკიდებლად დაიწყო ცხოვრებათქო.
მალევე შევწყვიტეთ ურთიერთობა, მან ცათვალა, რომ ოჯახთან ურთიერთობების გაფუჭებაში მეც შევიტანე წვლილი.
ეს იყო ერთ-ერთი პირველი გაკვეთილი - რომ არავის საქმეში არ უნდა ჩავერიო.

მსგავს პრობლემას, უკვე მასშტაბური სახით ვუყურებ და ვერ ვხდები ჩემს როლს ამ რეალობაში.
არარსებულ გეი აღლუმს და ”მართლმადიდებელი” მრევლის ქმედებას ვგულისხმობ.
დღეს ჩემი მეგობარი მეუბნება საშინელებაა, როცა მართლმადიდებლობის გამო ბნელისა და უინტელექტოს იარლიყს მაკერებენო. საბოლოოდ შევთანხმდით, რომ არის მართლმადიდებლობა და მართლმადიდებლობა.

რწმენა რატომღაც ფასადურ-ტრაფარეტული გახდა. აუცილებლობად იქცა დღის განმავლობაში ათასგზის პირჯვრისწერა (თუმცა ბიბლია ამბობს, რომ რწმენა ინტიმურია და ლოცვაც პირადი რიტუალი, რომელიც საქვეყნოდ არ უნდა ტარდებოდეს) და პატრიარქის სადღეგრძელოს შესმა (როდესაც მემთვრალეობა ცოდვაა).
ვიცი დავიჩემე ორმაგი სტანდარტები, მაგრამ ასეა ნამდვილად. საქართველო არის დემოკრატიის, ნაციონალიზმისა და რელიგიური ფუნდამენტალიზმის სინთეზი და ვფიქრობ ამაშია საფრთხე, რომ წინ დიდი სტაგნაციაა.

გამოსავალი?! ჯანმრთელი სექსი, დასაქმებული საზოგადოება და ადამიანები, რომლებიც პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეები არიან და მხოლოდ ამის შემდეგ ქართველები.

არ ვიცი რითია გამოწვეული შიში და ზიზღი განსხვავებულის მიმართ. თუ ვთანხმდებით რომ დემოკრატია თავისუფლებაა და მისაღები უნდა იყოს ყველა, რელიგიური, სექსუალური თუ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად და ჩვენ ეს გვინდა, მაშინ ვიცხოვროთ თავისუფლად და მშვიდად. თუმცა როგორც ჩანს, ჩვენ ეს არ გვინდა.
არ მგონია საჭირო იყოს პროტესტი, მხოლოდ იმიტომ, რომ სექსუალური უმცირესოსბები აღლუმის ჩატარებას გეგმავენ. მითუმეტეს არავინ არავის არაფერს აძალებს.

”ნეტგაზეთმა” ბათუმის პროტესტის ვიდეო მასალა გაავრცელა, მთელი საღამო გულის რევის შეგრძნება მქონდა. მასობრივად მოაზროვნე ადამაინები ასეთ ეფექტს ახდენენ.
”გავუთბოთ ერთმანეთს ძვლების” ტიპის შეკრება. ...ჯოოოოოოოოოს უკუნისამდე და არანაირი წინსვლა აზროვნებაში.
ძვლების თბობის პროცესი ძალიან გაიწელა და სადღაც სიბნელეში ჩავრჩით სამწუხაროდ.



ძალადობრივი არაფერი ამართლებს, მითუმეტეს რწმენა. მე ათეისტი ვარ, ვერანაირი პროპაგანდა აზრს ვერ შემაცვლევინებს და არცაა საჭირო, იმიტომ რომ ჩემი რწმენა თუ რეკიგიისადმი დამოკიდებულება არასდროს მიუახლოვდება იდეალურს, არ იქნება გულწრფელი.



მოკლედ, ეს პროცესი იქნება მუდმივი, სანამ ეგოიზმს და უწიგნურობას, სიყვარული და განათლება არ ჩაანაცვლებს. სანამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს საკუთარი შეხედულება არ ექნება მოვლენებზე და სანამ ადამიანის უფლებები თუ თავისუფლებები ისეთივე სასაცილოა, როგორც ილია ჭავჭავაძის სიწმიდე.

ღმერთს ებარებოდეთ ;)

12 comments:

piccolina said...

ჰაჰა კარგი ფრაზა იყო ბოლო :დ
მარტო რწმენის ამბავი რომ იყოს... კიარადა
აუ, ამ თემაზე რომ დავიწყოთ ლაპარაკი, მთელი ბლოგი არ ეყოფა. ცალკე სარწმუნოების გავლენა ამ ხალხზე (ღმერთის სახელით რომ არღვევენ ღმერთის ქადაგებებს) და ცალკე გეი აღლუმის არეულობები, რომელსაც ყველა სათავისოდ გამოიყენებს, რაც არ უნდა მოხდეს

პ.ს. კომენტარებში ნეიმ/იდ ვარიანტი რატომ არ არის? ძალიან მოუხერხებელია. სელფჰოსტიდ ბლოგერები ვერ მიუთითებენ თავის ბლოგს

JoKey said...

ნეიმ/იდ ვარიანტი არ ვიცი როგორ კეთდება, კიდევ ერთხელ შევალ სეთინგებში, გავუგო იქნებ რამე.

თემას რაც ეხება, მართლა ძალიან ვრცელია, თუმცა საინტერესო. ყველაზე მეტად რაც მაწუხებს, საზღვრებს გაცდენილი ქმედებებია და ცოტა არ იყოს მეშინია ამ სიტუაციის. აბსოლუტურად უმართავი ხალხია :(

babisa said...

სასტატიო პოსტ იყო, მომეწონა და გეთანხმები
მე, შენი თანამშრომლის არ იყოს, გული მწყდება, რომ იმიჯი ელახება რწმენას და რაც ძალიან ჩემია ასე მასობრივი ხდება და ამავე დროს, არცთუ ლამაზი.

Natia said...

martalia, guli mwydeba da usamarlod mimachnia roca martlmadidebeluri rwmenis gamo bneli da araziviluris iarliyi ar amcdeba, cudia imitom rom modi imazec shevtanxmdet, am iarliys mxolod martlmadideblebs akraven ateistebi da aramc daramc axladgamochekil gaurkvevel ideasa tu ideologiaze dayrdnobil seqtantebs. cudia imitom rom yvela vinc ekelesiashi ertxel mainc shesula, ert qvabshi ixarsheba, imitom rom chven xom shevtanxmdit - martlmadideblobac aris da martlmadideblobac. kargi es sxva temaa, magram imashi absoliturad vtanxmdebit rom adamianis tavisuflebebis shezgudva da tanac martlmadideblobis saxelit tanac iseti formit, roca eqstazshi chavardnili mrevli gaurkveveli grialit da sheusabamo shedzaxilit avlens amas - miugebelia, miugebelia jvris tavshi cema, radgan martlmadidebloba imitom aris chemi nawili rom yvelaze metad shemwynarabelia. pativs vcem sxva adamianebis tavisuflebebsa da uflebebs da dzalian kargad mesmis es cnebebic, magram chemtvis miugebelia seqsualuri umciresobebis yofa, yofa da ara yofna, es kidev sxva sakitxia albat, imitom aris miugebeli rom es aris sodom-gomoris codva, magram es sulac ar nishnavs imas rom chmetvis miugebeli shexedulebebis gamo tavshi vurtya da araadeqvaturi shedzaxilebit gavadzevo im quchidan romelic me mapatiet da yvelas ertnairad gvekutvnis. mtavaria gqondes imdeni codna sheni rwmenisa, rom am adamianebs natlad auxsna, ratom aris es momakvdinebeli codva da ratom aris es gaukugmarteba, amas ki is egzaltirebuli mrevli samwuxarod xshir shemtxvevashi ver axerxebs, radgan ubralod zerele da myvirala rwmena aqvt da ar aqvt satanado codna, ai amashia ubedurebis satavec. da kidev seqsualur umciresobebad ar ibadebian, asetebad iqcevian xolme arajansagi agzrdisa da garemopirobebis shemdeg. ar sheidzleba gmertisgan nachuqari sicocxle sawyishive aseti gaukugmartebuli ibadebodes, mere es adamianebi imdenad sustebi xdebian an iomdenad moswont sakutari "gansxvavebuloba" rom vegarc ki ewinaagdegebian sakutar gaukugmartebas. da bolos ar aris cinizmi sachiro, tu ar gwams, sheni gadasawyvetia da nu moeqcevi sxvis rwmenas dacinvit, gmerts ebarebodet :)

meanderdze said...

1.ნათიას ბოლოსკენ ვეთანხმები – ყველამ გამოვთქვათ ჩვენ–ჩვენი აზრი, მაგრამ შევეშვათ ერთმანეთის რწმენის დაცინვას.
2.რაღაც მმკ–ები და სმკ–ები შეიძლება არასწორად იქცეოდნენ, მაგრამ ენა თუ გვექავება ჯობია მათზე ვილაპარაკოთ და არა წმინდანებზე (თუმცა ალბათ ეს უკანასკნელი ბრჭყალებში უნდა ჩამესვა ხომ?).
3.ზოგადად კი პატივს ვცემ შენს აზრს და მშვიდობის ხელს გიწვდი :D:D:D

undone said...

შესანიშნავი პოსტია და ვეთანხმები ავტორს. მაგ ვიდეოს ნახვის შემდეგ მეც გულის რევის შეგრძნება მქონდა, თუმცა სამწუხაროდ ბოლო თვეებში ეს გრძნობა კარგად დამიმეგობრდა და აღარ ვიცი რა ჯანდაბა ხდება საქ-ში...

Kate said...

"არ ვიცი რითია გამოწვეული შიში და ზიზღი განსხვავებულის მიმართ. თუ ვთანხმდებით რომ დემოკრატია თავისუფლებაა და მისაღები უნდა იყოს ყველა, რელიგიური, სექსუალური თუ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად და ჩვენ ეს გვინდა, მაშინ ვიცხოვროთ თავისუფლად და მშვიდად. თუმცა როგორც ჩანს, ჩვენ ეს არ გვინდა.
არ მგონია საჭირო იყოს პროტესტი, მხოლოდ იმიტომ, რომ სექსუალური უმცირესოსბები აღლუმის ჩატარებას გეგმავენ. მითუმეტეს არავინ არავის არაფერს აძალებს. "

აბსოლუტურად გეთანხმები.
არ ვართ ჩვენ ის ქვეყანა,რომელიც მართმადიდებელს და დემოკრატს ერთმანეთს შეუთავსებს.

Kate said...

მინდოდა ორიოდე სიტყვა დამეწერა მეგობრობაზე, ურთიერთობებზე, სალომეზე (აი იმაზე, ყველაზე მოკლე გვარი რომ აქვს), მოგონებებზე.
ეგეთი მომენტი მეც მქონია და ალბათ მაგიტომ. პირწიგნაკზე ჩემი უპასუხოდ დატოვება და ფიქრი იმაზე, რა არის მეგობრობა.
გასაოცარია, მე დღემდე ქვეცნობიერად თუ პირიქით, მაინც იმას განვიცდი, რომ ბავშვობის მეგობარი არავინ მყავს. მთელი ცხოვრება ხან რა ურთიერთობას ვებღაუჭები, ხან რას. საბოლოოდ კი არაფერი. ჩემს ფბ-საც ეტყობა, რომ ვინმე კონკრეტულ ადამიანებთან არ მაქვს სურათები ბევრი და თან ბავშვობისდროინდელი.
ლუდის დალევისა და ბავშვური ამბების გახსენების შემდეგ ყოველთვის ისევ სიცარიელე დგება, ჩემის მოკრძალებული აზრით.
აზრზთა სხვადასხვაობა ყოველთვის პოლემიკას იწვევს. მე ამისგან საკმაოდ დაღლილი ვარ და ალბათ ამიტომაცაა, რომ მარტო ვარ. ვიღაცის სიტყვებია: some people will come, some - go, but only few of them leave footprints in your heart. ხოდა ალბათ ეგრეა, ოღონდ ჩემში ვინ დატოვა კვალი, ეგეც არ ვიცი.
ყოველთვის გავურბოდი ისეთ ადამიანთან ურთიერთობას, ვისაც ჩემისგან განსხვავებული აზრი ჰქონდა, განსხვავებული ინტერესები და ა. შ. ამას უკვე აღარაფერი ეშველება. გარდა ამისა, ყოველთვის ძალიან პირდაპირი ვიყავი, ალბათ ზედმეტადაც კი, ესეც არის უმეგობრობის მიზეზი. თუ რამე არ მომწონს, ხმას ვიმაღლებ.
სალომეს რაც შეეხება, ჩემის აზრით ეგეთი ადამიანები არ იმსახურებენ იმას, რომ სოსო მათ იცნობდეს.
:)

მაინც რა არის ეს გუგლ რიდერი, გამოუქვეყნებელ პოსტსაც კი წაიკითხავს მახვილი თვალი :D

kanario said...

ათეიზმი... მმ.. ვრცელი და საკამათო თემაა, მაგრამ ერთს ვიტყვი და ამით ყველაფერს. ვფიქრობ, სიკვდილის წინ არცერთი ადამიანი არ არის ათეისტი!

JoKey said...

ტექნოლოგიურ ეპოქაში, სადაც ადრონული ამაჩქარებელი არსებობს და მეცნიერები სამყაროს საწყისებს იკვლევენ, ცოტა რთულია ღმერთის დაჯერება.
მესმის, ბევრი კითხვაა, რომელსაც არ აქვს პასუხი და ამან განაპირობა ადამიანის მიერ ღმერთის შექმნა.
ადამიანმა შექმნა ღმერთი და არა პირიქით, ასე მჯერა!

რაც ეხება ათეიზმს, დარწმუნებული ვარ, აზრს არასდროს შევიცვლი.


მადლობა კომენტარებისთვის :)

klounuri said...

როგორც ყოველთვის გავიმეორებ რომ ნიჰილიზმმა გაიდგა საქართველოში ფესვები, შეიძლება ვცდები და ნიჰილიზმი არაა, მაგრამ ფაქტია რომ ვოლუნტარიზმი მაინც იზრდება და იზრდება :))

ხოდა დარწმუნებული ვარ მანდ ბევრი ისეთი "კაცი" იდგა და ლოცულობდა, რომელსაც არც ისე დიდი ხნის წინ უთქვავს ორი შვილი მყავს და ერთი გოგოო :| ხო, აი კიდვ ერთი ქართული "კაცური" მარაზმი :|

P.S ნეიმ/იდ ვარიანტი რომ გააკეთო, უნდა შეხვიდე სეთინგებში, მერე აირჩიო "Comments", შემდეგ კითხვაზე "Who Can Comment?" უნდა მიაკლიკო Anyone-ს და დაასეივო :))

JoKey said...

კლოუნ, ეგ კი ვიცოდი, მაგრამ, მერე ანონიმებიც აკომენტებენ :|

რაც ეხება ნიჰილიზმ-ვოლუნტარიზმს, ნაწილობრივ გეთანხმები, თუმცა ნებისყოფის ამ ფორმით გამოცდა, ნებისმიერ შემთხვევაში მარაზმია.
ძალიან მძიმე შემთხვევაა.