Monday, August 16, 2010

Sea to Sky



ზღვიდან ცამდე. ტაჰტალი, 2365 მ.


საბაზისო სადგური

ტაჰტალის საბაგირო გზა ევროპაში ყველაზე გრძელია, მსოფლიოში კი მეორე ადგილს იკავებს (4350 მ.)
საბაზისო სადგური ზღვის დონიდან 726 მეტრზე მდებარეობს, მწვერვალის სადგური 2365 მეტრზე.
მგზავრობის ხანგრძლივობა 10 წუთი.
მაქსიმალური სიჩქარე 16 კმ/სთ.
კაბინაში 80 ადამიანი ეტევა.





















ტურის ღირებულება 60 დოლარია.
ზაფხულის განმავლობაში საბაგირო 9-დან 19 საათამდე ნახევარი საათის ინტერვალით მუშაობს.
ზამთარში 10-დან 17 საათამდე.


ჩამიუვა და ტეკიროვა (ხედი ტაჰტალიდან)

ტაჰტალის შესაძლებლობები ისეთივე უსაზღვროა, როგორც თითოეული ჩვენგანის თავისუფლება.

საავტომობილო გზა ჩამიუვადან ოლიმპოს-ბეიდაგლარის ნაციონალური პარკის გავლით მიდის. საბაზისო სადგურზე ზაფხულში ძალიან ცხელა, რასაც ჩვეულებრივ მაღალი ტენიანობა განაპირობებს, მწვერვალზე კი მშრალი ჰავა და რამდენიმე გრადუსით დაბალი ტემპერატურაა.

პირველი შთაბეჭდილება საბაგირო კაბინაში იქმნება, საიდანაც კანიონები, ანტალია-ქემერის სანაპირო ზოლი და ხელუხლებელი ტყის მასივი ჩანს.

მწვერვალზე რესტორანი, მაღაზიები, 360 გრადუსიანი პანორამული სადგური და ფინიკედან მედიტერანიამდე გადაჭიმული სიმწვანეა.


ქემერი


ქემერი


ქემერი და ჩამიუვა


პანორამული სადგური მწვერვალზე და მე :)


ტეკიროვა


სამი კუნძული, დაივერების საყვარელი ადგილი


ჩემს უკან ტეკიროვა, სამი კუნძული და ოლიმპოსი


ოლიმპოსი


ტაურუსის მთები

4 comments:

klounuri said...

მაგარია ^_^

tamuna said...

uulmazesia sos...
ai tavgadasavalic xo agixda :)
gulacruebuli vikavi turketze da ragaca momandome :)

Kate said...

ვაიმე რა ლამაზი ადგილებია.

babisa said...

oh my
ra silamazeebia da silurjeebi
da fotoze sulac ar chanda is actekebis mze da me kide mainteresebs ^