Sunday, November 21, 2010

თბილისი-სტამბული-ამსტერდამი და უკან



ამსტერდამი რუკაზე ბევრად დიდი ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. ვერაფრით ვიფიქრებდი ცენტრალური სადგურიდან ქალაქის მთავარ მოედნამდე ფეხით თუ შეიძლებოდა მისვლა, არადა, სამი გაჩერებაა თურმე სულ.

წარმოიდგინე ყველაზე ლამაზი ქალაქი მინიატურულ ზომებში - ასეთია ამსტერდამიც.
უამრავი სიმბოლო აქვს.

წითელი ფარნების უბანი, არხები, ყვავილები, კოფიშოპები, სექს შოპები, მუზეუმები, ყველი, ველოსიპედები, ვიწრო და მაღალი სახლები...



ამსტერდამს არ აქვს დრო. წლის ნებისმიერ პერიოდში ხალხმრავლობაა. არავინ ელოდება ზამთარს ანა ფრანკის სახლის სანახავად და არც ზაფხულს, სინგელზე ყვავილების ბაზარს რომ ეწვიოს.

გაცდები ძველ უბანს და აბსოლუტურად სხვა განზომილებაში ხარ. თანამედროვე, საქმიანი მეგაპოლისი, დეკონსტრუქტივისტულ-მინიმალისტური არქიტექტურით.

დღეს დილით ვამბობდი, არის რაღაც, რასაც ვერ გადმოსცემ სიტყვებით და ამსტერდამიც ეს შემთხვევაა. ემოციებით და შთაბეჭდილებებით ვარ სავსე და არ ვიცი რა დავწერო, საიდან დავიწყო. ცუდია, თან რომ არ დამქონდა წიგნაკი და არ ვინიშნავდი ყველაფერს. მომდევნო ჯერზე აუცილებლად ასე ვიზამ. განცდება რჩება, მაგრამ რაღაც დროის მერე რთულია მისი ახსნა.



ფეხით შემოვიარე ყველაფერი და აღმოვაჩინე, რომ ყველაზე შორეული გზით მიკვლეული კალვერსტრაატი ჩემი სასტუმროს გვერდითაა და საერთოდ ყველა გზა დამზე, ქალაქის მთავარ მოედანზე მიდის, სადაც დედოფლის სასახლე, მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმი, სავაჭრო ცენტრი ბიიენკორფი და სვისოტელ ამსტერდამია.



მწეველებს არ სწყალობენ ხუთ დღეში სამი კოლოფის მოწევა მოვახერხე. დახურულ სივრცეში მოწევა ყველგან აკრძალულია, მხოლოდ კოფიშოპია გამონაკლისი.

სასტუმროს მოსაწევი ოთახიდან ასეთი ხედია.



აღმოვაჩინე ისიც, რომ ჩემს საყვარელ მხატვარს ფინსენტ ფან ხოხი ჰქვია, ფლანდრიულად ასე ამბობენ. ტრამვაიში გავაკეთე ეს აღმოჩენა. ყველა გაჩერებაზე მძღოლი ღირსშესანიშნაობების ჩამონათვალს აკეთებს და მუზეუმპლაინზე მისვლისას თქვა ფან ხოხიო.




აბსოლუტურად უნებლიეთ პარალელებს ვავლებ ამსტერდამსა და თბილისს შორის და რთული ამბავია.

ძალიან სამწუხაროდ, აქ ქართველები ცხოვრობენ და არა საქართველოს მოქალაქეები.
ფორმულა მარტივია, რადგან მოქალაქეები ქმნია ქვეყანას და მოქალაქეები არ გვყავს, არ გვაქვს შემდგარი ქვეყანა. არ არსებობს კონკრეტული ორიენტირი. ავირიეთ სურვილებში, ლაპარაკსა და რეალურ საქმეში. ბევრს ვსაუბრობთ სურვილებზე და არაფერს ვაკეთებთ ამისთვის.
ცოტა ხნის წინ ტაქსის მძღოლმა მითხრა ახალ კანონს რომ მიიღებენ, მერე რა გვეშველებაო. ჩავეკიტხე, რომელ კანონს გლისხმობთთქო და აი, იმას, სიგარეტის ნამწვავის მანქანიდან გადაგდებაზე ჯარიმა რომ იქნებაო. ვუთხარი მაგისთვის კანონი არ უნდა იყოს საჭიროთქო. დამეთანხმა, მაგრამ „საბჭოთა გადმონაშთები“ ვართ და მაგას ვერ გადავეჩევითო. ასე მითხრა.
აღმოჩნდა, რომ არამწეველი იყო, იმაზე წუხდა მანქანიდან გადაგდებულ ნაგავზე მძღოლი ჯარიმდებაო.



მთავარს ავცდი, ამსტერდამს.

ქუჩები, ხიდები, ველოსიპედები, ღიმილიანი სახეები და ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ დროს სიხარულით დაგეხმარებიან, სიამოვნებით მიგასწავლიან ვესტეკერკის გზას.



მეორე მსოფლიო ომის დროს რამდენი ქალაქი დაინგრა ევროპაში?! ვარშავა, დრეზდენი, ჰამბრუგი, ბერლინი... მერე, მალევე აშენდა ყველა მათგანი. ყველაზე ბევრი 30 წელი დასჭირდათ.
ჩვენ სადღაც დავუშვით შეცდომა. არ ვიცი სად.

მერე იყო ბრიუსელი.

ამსტერდამიდან მატარებელს 45 ევრო და 3 საათი სჭირდება. რადენადაც პატარაა ამსტერდამი, იმდენად გრანდიოზულია ბრიუსელი. გოთიკური არქიტექტურა, ბევრი აივნები და ყვავილები, საუცხოო შოკოლადი და ქუჩებში ახლად გამომცხვარი ვაფლის არომატი.

ბრიუსელ ცენტრალში ნინა დამხვდა. ორიენტაცია ისეთი ცუდი აქვს სამი წამის უკან გაჩერებული მანქანა სად დააყენა, ვერაფრით გაიხსენა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი დროა იქ ცხოვრობს, გრან პლაცზე ორჯერ ამოვყავით თავი, სრულიად შემთხვევით.



შოკოლადის წარმოშობასა და გაკეთების ტექნოლოგიაზე ერთ საათიანი ლექცია მოვისმინეთ, ევერარდის ქანდაკებასთან სურვილი ჩავიფიქრე



ბრიუსელის კათედრალში შევირბინეთ და წვიმისგან თავის დასაცავად ქოლგა ვიყიდე, რომელსაც ქალაქის ხედები ახატია. ახლა თბილისში მაქვს ეს ქოლგა. იმდენად დიდია, ბარგში არ ჩაეტია და ცალკე იმგზავრა. მოკლედ, ისტორიის ნაწილია, ჩემი ისტორიის.



მერე ისევ ამსტერდამი, სტამბული და თბილისი...

P.S. დესიგუალი აღმოვაჩინე. შვეიცარიელს დაუარსებია ესპანეთში. ჩანთა და პერანგი ვიყიდე. ცოტა ბრენდი მეგულება, რომელიც ერთდროულად ბევრ ფერს გემოვნებით იყენებს.

P.P.S. ამ პოსტის წერა დაბრუნების დღესვე დავიწყე და მაინც ვერ დავასრულე. ამსტერდამი უნდა ნახოთ, წერილობით რთულია ყველაფრის გადმოცემა. თუ არა და, ნებისმიერ დროს მზად ვარ შეგხვდეთ და ვრცლად მოგითხროთ ჰოლანდიური ამბები :)

კეთილი სურვილებით

9 comments:

Anonymous said...

amsterdami jer tvalit ar minaxavs,magram ratomgac mechveneba rom vnaxe..:)asea mudam shens nacerebshi,shegrdznebebis arachveulebrivi,ganumeorebeli gadmocema,iseti,verafers rom chaamateb..shen arachveulebrivi xar,da me shen miyvarxar,friend.

jozefin.

babisa said...

bevri informacia ewera,yvela mokled, rtulia ki am ragaceebis gamodcema da blogze wera, magram mgonia, bevri ram darcha posts migma, erti ki cxadia, kargi mogzauroba gamogsvlia :))

Anonymous said...

verafers ver davtser garda imisa rom amsterdami chemi ocnebis qalaqia da es rom tsavikitxeev kidev ufroo momindaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa iq mozvedraaaaaaaaaaaaaaaaaa

Anonymous said...

ici raa am postis naxvis shemdeg kidev erti mizezi maqvs imisa rom ocneba gavagrdzelo - amsterdamshi moxvedraze!!!!!! vgijdebi shenze da amsterdamzeeeeee!!!!!!!!siyvarulit sheni muxluxo :):):):)

Chaotic said...

ker kidev rodis davpirdi sakutar tavs, amsterdamshi wagiyvan-metqi da ver movabi tavi.
:(

rac sheexeba Desigual-s, miuxedavad imisa, rom chemi sayvarelie brendia, mxolod shoridan miyvars, radgan germaniashi unamusod dzviria misi ubralo maisuric ki. :( aq araqarxnuli warmoeba luxus-ia...

Natalia said...

mokled ki iyo gadmocemuli, magram dzalian visiamovne :) <3

Anonymous said...

Arasdros ar mindoda amsterdamishi da arasdros mainteresebda holandia, magram amis wakitxvis shemdeg... )))
Dzalian saintereso da sasiamovno iyo .. <3

m i r a m a x said...

erti amosuntqvit chavikitxe.. zalian miyvars sheni weris manera da stili <3

da postic gadasarevia, cotcota mec shevixewde quchebshi da coffee shop-ebshi mosawevad :)) :))

Sophie שרה Golden said...

მეც სულ ამაზე ვფიქრობ, სად დავუშვით შეცდომა? :/
როგორ მიყვარს ჰოლანდიური ენა და ეს ქვეყანაც, ბევრ კარგ ადამიანს ვიცნობ მანდედან და როგორც ცნობილია, ქვეყანას ადამიანები ქმნიან.

მადლობა.
მგონი, აღარ მჭირდება ამსტერდამში წასვლა, უკვე ყველაფერი ვიცი ამ პოსტიდან.