
სითბოა სტამბოლში, ვზივარ მყუდრო კაფეში და ყავას ვსვამ. მოძრაობისას ძილს ვერაფრით შევეჩვიე, არც თვითმფრინავია გამონაკლისი. ჰოდა, ვარ ასე, ორი წითელი თვალით ვაკვირდები ირგვლივ მოძრაობას. გზაში ვფიქრობდი, რომ დედამიწა პატარაა, ამხელა მანძილს ორი საათი სჭირდება სულ. ათა თურქის აეროპორტში ვხვდები რამდენად მრავალფეროვანია სამყარო. ამდენ სხვანაირ ადამიანს ვერსად შეხვდება კაცი სხვაგან. თან, აქ თანასწორია ყველა და ერთი მიზანი აქვთ - ლოდინი. ელოდებიან გაფრენას ან ელოდებიან საყვარელ ადამიანებს.
საქსოფონს ფორტეპიანო ენაცვლება, მშვენიერი მუსიკა ჟღერს აეროპორტის ამ კაფეში, ჩილაუთისა და ჯაზის ერთგვარი სინთეზი.
ველოდები ამსტერდამს. ფრენა დაახლოებით 3 საათშია.
გონზე არ ვარ რა ხდება, როცა ოცნებები სრულდება. აი ახლა, ჩემი ოცნება ასრულების პროცესშია და არ ვიცი რა გრძნობაა. ფაქტია კარგია, მაგრამ "კარგი" ზედმეტად ბანალური სიტყვაა ოცნებისთვის.
იდეაში რომანტიკული პოსტი უნდა ყოფილიყო მოლოდინებზე და საბოლოოდ ერთი პრაგმატული მონაჩმახი გამოდის. მე არ ვიცი რა ხდება როცა ოცნება სრულდება, სამაგიეროდ ზუსტად ვიცი, საუცხოო შეგრძნებაა.
წავალ ახლა, ყავის სმას გავაგრძელებ და მშვიდად დაველოდები ამსტერდამს.
დილა მშვიდობის
6 comments:
daicade garomantikuldeba shegrdznebebi :)
jer gamoudzinebeli da cota gonze mousvleli xar :) amis kvalobaze sakmaod emociis gadmomcemi posti gamogivida.. warmovidgine shemodgomis mtvlemare tbili mze, gamoudzinebeli mgzavri garindebuli gamometyvelebit, romelmac es esaa shexvripa kavis didi klupi gamofxizlebis da energiis amtebis imedit :)
aba fiqris droa axla? :)
good luck
მაგარია, მე ჯერ არ გამომცდია ეს გრძნობა, მაგრამ ვხვდები ;))
ახალი დიზაინი მომწონს ;))
ah
ramagaria
iseti pozitivebi gadmomeca..
mec gavixsene ocnebebis asrulebis shegrznebebi
ucnauri asagweri namdvilad aris
ise mere isic dawere mand ra xdeba, ratom da ramdeni xnit xar :)))))
მომენატრე უკვე:) ერთი სული მაქვს შენი ჭთაბეჭდილებები მოვისმინო პირადად და დაწერილი, აი ისე, გემრიელად რომ წერ ხოლმე ჭიქა ყავასთან და ”სოჩნი”ფუნთუშასთან წასაკითხად წასაკითხად:) მოკლედ ერთადერთი რაც აუცილებლად დაწვრილებით უნდა მომიყვე, ოცნების ასრულების შეგრძნებაა, მაინტერესებს როგორია, მეც მინდა გამოვცადო და არ გამეპაროს ეგ შეგრძნება, არ გამიბანალურდეს მეშინია...:)))) საუკეთესო შთაბეჭდილებებს გისურვებ, ახდენილ ოცნებას რომ უხდება ისეთებს :)))))
""კარგი" ზედმეტად ბანალური სიტყვაა ოცნებისთვის." - გეთანხმები.
მე მიყვარს თვითმფრინავში ძილი. მთავარია ისეთი დაძაბული არ იყო, როგორიც მე ვიყავი იქეთობა-აქეთობისას.
პ.ს. დიზაინი ძალიან მოგიხდა.
^_^
Post a Comment