
ვიცი, ბლოგი მაქვს და კარგა ხანია არაფერი დამიწერია. ხანდახან მახსენდება და სინდისი მქენჯნის. წარმოვიდგენ ჩანაწერებს, მარტოსულებს და მიტოვებულებს. არ არის ნორმალური.
წინა წელი განსაკუთრებული იყო, ისეთი, სამუდამოდ რომ მემახსოვრება. ბევრი რამე მოხდა, ბევრი კარგი რამე. არც მომდევნო წელი იქნება ცუდი. იმდენი გეგმა მაქვს, ნაწილი მაინც თუ შევასრულე, კარგია.
წინა წელს ახალი ადამიანები, ახალი ურთიერთობები, ახალი სიყვარული, ახალი მეგობრები, ახალი სამსახური..
ამ წელს კი TOEFL iBT 22 იანვარს და მომლოდინე ფიორდების ქვეყანა. ოსლოს უნივერსიტეტის ზაფხულის სკოლაში მედია მენეჯმენტის ფაკულტეტზე ვგეგმავ სწავლას.
2010-ში ინტერიერის დიზაინის კურსი გავიარე და საჭირო პროგრამებიც ვისწავლე (3Ds Max, V-ray, AutoCAD).
2011-ში მგონია ზაჰა ჰადიდი ლონდონის ოფისში ჩემს პორტფოლიოს ელოდება, სიხარულით რომ მიმიწვიოს თავისთან. მითუმეტეს მიმაჩნია, რომ დეკონსტრუქტივიზმი (მინიმალიზმთან და ბრუტალიზმთან ერთად) XXI საუკუნის სტილია და ეს დიდ ხანს ასე იქნება, თუ რასაკვირველია თანამედროვე არქიტექტორები კინეტიკურ სახლებს არ დააპროექტებენ და ამ სახლების ბინადრებს სახლიდან გაუსვლელად არ შეეძლებათ ოცნების ქვეყანაში სტუმრობა ზებგერითი სიჩქარით.
გასულ წელსაც და ახლაც, სასოწარკვეთილი ველოდები თოვლს და გუდაურის სათხილამურო სეზონს. მგონია აღარასდროს მოთოვს. კარგია, რომ ცოტა ხნით მგონია ასე, თორემ დეპრესიაში ჩავვარდებოდი.
მაშინაც და ახლაც, ველოდები ცვლილებებს, იმიტომ, რომ ვთვლი არასდროს არის ზედმეტი და განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.
ისევ მიყვარს გულწრფელად და იმედიანი ვარ როგორც ყოველთვის.
3 დღის დაგვიანებით გილოცავთ ახალ წელს.
კეთილი სურვილებით
8 comments:
რა კარგი გეგმები გქონია :)
ფიორდების ქვეყნებიო :ო
იმედია ყველაფერი გამოგივა :)
იმედია ყველაფერი გამომივა :)
ბედნიერ წელს გისურვებ ნასტასია
მშვენიერი წელი და სამომავლო გეგმები გქონია
მშვენიერია რომ გიყვარს დ აიმედიანად ხარ :))
გუდაურზე მე უკვე დეპრესიაში ვარ, ისე დამღალა ლოდინმა :\
Good Luck : )
გილოცავ, წარმატებები ;))
რა მაგარიააააა , მიხარია სოსო შენი ასეთი განწყობა და შემართება... ახალი სამსახური? ეს ეტყობა გამოვტოვე :( იცი რას გისურვებ? 2012 ის დადგომისას უფრო მეტად გახარებული პოსტით მოგელოცოს ჩვენთვის და იქ იწერებდე უფრო მაღალი მწვერვალების დაპყრობის შესახებ :)
გკოცნი და მეამაყები შენ ასეთი :*
თამ მადლობა. ახალ სამსახურში საზოგადოებრივ მაუწყებელს ვგულისხმობ. იცი შენ ეს ამბავი.
undone, ჩორვენ, დიდი მადლობა :)
ძალიან საყვარელი ხარ და მიხარია ეს რაღაცეები.
Post a Comment